imedi /  09 სექტემბერი 2017, 18:06 / სანდო წყარო

"ირმა წადი!" - ფლორიდის შტატში ქარიშხალ ირმასადმი მიძღვნილ ტორტებს ყიდიან

ტორტი "ირმა"

"ირმა წადი!" ამ წარწერებით ფლორიდის შტატში ერთ-ერთმა საკონდიტრომ ტორტების გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ტორტზე გამოსახულია ამინდის რუკა, რომელიც ქარიშხალ ირმას ციკლონს ასახავს. ტორტის ღირებულება 11.99 დოლარია და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. 

ქარიშხალმა "ირმამ" დღეს კუბაზე წყალდიდობა გამოიწვია

ქარიშხალ ირმას შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. 4 სექტემბერს კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის პუერტო რიკოს სანაპიროს უახლოვდებოდა.

თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა „ირმას“ უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა, თუმცა მოგვიანებით მეოთხემდე შეამცირა. ბოლო ინფორმაციით, კი ქარიშხალს ისევ მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული.

სპეციალისტების თქმით, „ირმა“  ქარიშხალ „ჰარვიზე" ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები ()