imedi /  10 ივლისი 2018, 17:36 / სანდო წყარო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტაილანდში გადარჩენილ ბავშვებს „ოლდ ტრაფორდზე“ ეპატიჟება

საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" (Manchester United) ტაილანდში გადარჩენილ ბავშვებს „ოლდ ტრაფორდზე“ ეპატიჟება. ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები Manchester United-ის გულშემატკივრები არიან.


ტაილანდელმა მოზარდმა ფეხბურთელებმა მოსაწვევი FIFA-ს ფედერაციისგანაც მიიღეს. ისინი 15 ივლისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრებად მიიწვიეს. 

დღეს გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვები საავადმყოფოში სავარაუდოდ, ერთ კვირას გაატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით ორ მათგანს პნევმონიის ნიშნები აქვს, ექიმები მათ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

14 ნოემბერი 2018, 17:02

საქართველო

ჯაფარიძე: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ხელისუფლებას აწყობს

„თუ სამუშაო დღეს დაგეგმავენ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას, გასაგები იქნება მიზანი, რომ არჩევნებზე გამოცხადება იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე იქნებოდა დასვენების დღეებში. ამ შემთხვევაში, ალბათ, იმედი აქვთ, რომ საკუთარი ელექტორალური რესურსის, რომელიც ძირითადად იგივე ადმინისტრაციული რესურსია, უფრო უკეთ მობილიზებას შეძლებენ, ვიდრე ამას შეძლებს ოპოზიცია. ალბათ, მათ ამაზე აქვთ გათვლა. თუმცა არ მგონია, რომ ამან იმუშაოს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

14 ნოემბერი 2018, 17:00

საქართველო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ანგარიშს კენჭი სულ რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

სალომე ზურაბიშვილი მუქარა

14 ნოემბერი 2018, 16:55

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ვიღაც მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

14 ნოემბერი 2018, 16:53

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი არასწორ პოლიტიკას აწარმოებს.

ცესკო

14 ნოემბერი 2018, 16:48

საქართველო

ცესკოში თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ინფორმაციას უარყოფენ

ამავე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარის ,,ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა დილით 9:00 საათზე იყო დაგეგმილი თუმცა იგი მოულოდნელად, 12:00 საათვისთვის გადაიდო. "სოლოლაკში შეხვედრას ჟვანიას გარდა, კიდევ 3 პირი ესწრება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ იმყოფება ივანიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჟვანიასთან ერთად“ ,- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

14 ნოემბერი 2018, 16:43

საქართველო

ზურაბიშვილი: არჩევნების შუა კვირაში ჩატარება, დიასპორას მონაწილეობის მიღებას გაურთულებს

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს ჩატარება ქართულ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ გაურთულებს.

ფოტოკონკურსი ილო

14 ნოემბერი 2018, 16:37

კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქუთაისში ფოტოკონკურს „ილო 2018-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულები პროფესიულმა ჟიურიმ გამოვლინა, რომლის თავმჯდომარე ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშილი იყო. პირველი ადგილი იაკობ სებისკვერაძეს ერგო, მეორე – გიორგი ლიპარტელიანს, ხოლო მესამე – მარიამ ბანძელაძეს.

14 ნოემბერი 2018, 16:19

მსოფლიო

ჩინეთში ძაღლი მესამე თვეა პატრონს დაღუპვის ადგილას ელოდება

21 აგვისტოს ქალაქ ხუხ-ხოტოში ავარია მოხდა. ავტომობილმა ქალი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა. იმ დღის შემდეგ მისი ძაღლი შემთხვევის ადგილას მიდის და პატრონს ელოდება.

14 ნოემბერი 2018, 16:16

საქართველო

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

ზურაბ თოდუას განმარტებით, ბრალდებული აღიარებს კიბერდანაშაულს, თუმცა უარყოფს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ბრალდებას და ასევე კატეგორიულად უარყოფს გამომძიებლის ევგენია შიშკინას მკვლელობაში მონაწილეობას.

რძალმა დედამთილს უკბინა

14 ნოემბერი 2018, 16:08

ტაბლოიდი

პოლიტიკური არჩევანის გამო რძალმა დედამთილს უკბინა. ვიდეო

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს. 70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა.

დიაბეტი

14 ნოემბერი 2018, 16:01

საქართველო

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს შეიმუშავებს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 2018 -2019 წლები გამოცხადებულია ,,დიაბეტისა და ოჯახის“ დღედ.

თურქეთი

14 ნოემბერი 2018, 16:01

მსოფლიო

თურქეთი მსოფლიოს 83 ქვეყანას გიულენის ორგანიზაციის წევრების გადაცემას სთხოვს

გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აშშ-ში მყოფი გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.

მაიმუნი

14 ნოემბერი 2018, 15:59

მსოფლიო

ინდოეთში მაიმუნმა ბავშვი მოკლა

ქალის კივილზე მეზობლები მივიდნენ და მაიმუნს ქვების სროლა დაუწყეს. ცხოველმა ბავშვი მეზობელი სახლის სახურავზე დატოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდა. ტელეარხის ცნობით, მაიმუნმა ბავშვი დაკბინა.

ბიუჯეტი

14 ნოემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონით გაიზრდება

პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ 2019 წლის ბიუჯეტის იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

ლონდონი

14 ნოემბერი 2018, 15:42

მსოფლიო

ბრიტანელ მუსლიმებს სურთ, რომ ქრისტიანი პაკისტანელი ქალი ლონდონმა შეიფაროს

ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის 15 წევრი და სამი იმამი. ბიბი, რომელმაც რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში, გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მანამდე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, რასაც მოჰყვა ისლამისტების ძალადობრივი საპროტესტო აქციები ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით.

პოლიცია

14 ნოემბერი 2018, 15:32

ძალოვნები

ზესტაფონში ე.წ სტაიანშიკმა კოლეგა ფულის გამო მოკლა

"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გიორგი მიქაუტაძე

14 ნოემბერი 2018, 15:30

საქართველო

მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, სპეციალიზაციაში განიხილება იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული სანივთო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი დავები. ასევე ისეთ დავები, რომლის სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს.

საბანკო რეგულაციები

14 ნოემბერი 2018, 15:23

ეკონომიკა

საბანკო რეგულაციების ამოქმედება კიდევ გადავადდა

ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შეზღუდვები, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

14 ნოემბერი 2018, 15:14

საქართველო

კახა კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა.

ია მეტრეველი

14 ნოემბერი 2018, 15:03

საქართველო

ია მეტრეველი: სააკაშვილის ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს არ აპატიებდა იმას, როგორც სარალიძე იქცევა

"სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. და აგერ ადამიანი, პოლიციელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს. ეს როგორ შეიძლება?კიდევ ვიმეორებ, სარალიძისთვის სახელმწიფოს არ მოუკლავს შვილი, საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა, ბავშვებმა მოუკლეს შვილი და ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრია შვილები“, – განაცხადაია მეტრეველმა.