ორთაჭალაში მწვადის შეწვისას დაკვამლიანების გამო მეხანძრეები გამოიძახეს
ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური
ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მისულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ.
112-ში შესული ზარით უწყებას შეატყობინეს, რომ კორპუსის მერვე სართულიდან დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ დაკვამლიანება შემწვარი მწვადის გამო იყო. ინფორმაცია on.ge-მ გაავრცელა.
ყველა სიახლე
23 მარტი 2026, 16:57
პოლიტიკა
შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება. ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
23 მარტი 2026, 16:57
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები არ გაუმართავთ
ირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია, - ამტკიცებს ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები „არ ყოფილა და არც მიმდინარეობს“, - იტყობინება სააგენტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
23 მარტი 2026, 16:42
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როცა აუცილებელი გახდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა, 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც აუცილებელი გახდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის აქტიური ბრძოლა, რადგან ამ საკითხმა ეგზისტენციალური მნიშვნელობა შეიძინა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის პარლამენტში სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ პანელური დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას
23 მარტი 2026, 16:32
საზოგადოება
ხამზატ ჩიმაევი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებს
ცნობილი სპორტსმენი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
23 მარტი 2026, 16:32
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ქალ მეწარმეებს მონაცემთა ანალიზის ახალი მეთოდოლოგია გააცნო
ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით, ქალები ბიზნესში (Women in Business – WiB) პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების ინფორმირებას ფინანსური შესაძლებლობებისა და განვითარების ინსტრუმენტების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალი მეწარმეები, რომლებიც ფლობენ საკუთარ ბიზნესს ან კომპანიის მართვაში ლიდერულ როლს ასრულებენ.
23 მარტი 2026, 16:05
მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა
ჟოსპენი 1937 წლის 12 ივლისს, მედონში, პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა. მან განათლება პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა საფრანგეთის ელიტარულ სასწავლებელში - ადმინისტრირების ეროვნულ სკოლაში (ENA) განაგრძო, რომელიც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს ამზადებს.
23 მარტი 2026, 16:01
საზოგადოება
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
23 მარტი 2026, 15:36
სამართალი
სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა.
23 მარტი 2026, 15:32
რეგიონი
ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
23 მარტი 2026, 15:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათიდან და ტონიდან გამომდინარე, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით დასრულებაზე. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.
23 მარტი 2026, 15:17
პოლიტიკა
ზერეკიძე გვარამიას: რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების - „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“ - ეს ეწერა ივანიშვილს სახეზე“.
23 მარტი 2026, 15:11
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა
შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.
23 მარტი 2026, 15:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება, რომელმაც დაწერა, რომ პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ბიძინა ივანიშვილს სახეზე ეწერა- „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“.
23 მარტი 2026, 14:58
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს
ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
23 მარტი 2026, 14:54
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს
სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
23 მარტი 2026, 14:53
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი. შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
23 მარტი 2026, 14:36
მსოფლიო
მარკ რუტეს განცხადებით, 22 ქვეყანა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისხმევას აერთიანებს
„ვიცი, რომ [აშშ-ის] პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო, რადგან მიიჩნევს, რომ ევროპა და სხვა მოკავშირეები ზედმეტად ყოყმანობენ. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ხუთშაბათიდან 22 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა უმეტესობაც ნატოს წევრია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, აერთიანებს ძალისხმევას, რათა განახორციელოს მისი ხედვა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, რაც შეიძლება მალე. ასე რომ, ჩვენ ახლა დაგეგმარების პროცესში ვართ“, - განაცხადა მან ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.
23 მარტი 2026, 14:35
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
23 მარტი 2026, 14:27
მსოფლიო
ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა
„თუმცა მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა. მახსოვს, რა მოხდა 30 წელზე მეტი ხნის წინ ტიანანმენის მოედანზე, მახსოვს წარწერა, რომ იქ პროტესტის ნიშნად მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მათ იარაღი რომ ჰქონოდათ“, - განაცხადა კრუზმა.
23 მარტი 2026, 14:27
სპორტი
ვილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის
მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის, - განაცხადა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.


