imedi /  09 იანვარი 2019, 15:36 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძეს მოულოდნელად სახელი გადაარქვეს 🤨

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას სახელი შეუცვალეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

ჯაფარიძის, თქმით, მის სახელს ე.წ middle name დაემატა და ის ზურაბ გირჩი გახდა. 

„სახელის შეცვლაზე რომ შევიტანე განცხადება ხომ გახსოვთ? მითხრეს რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში ‘გირჩი’-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ.

არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე რომ განცხადება გააუქმეს. დღეს დამჭირდა კატოსთვის რაღაც საბუთის გაკეთება იუსტიციის სახლში მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე, გაუქმებულიაო. სახელი გაქვთ შეცვლილიო და გამიხვრიტეს.

როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ ‘ზურაბ გირჩი ჯაფარიძე’ ვარ. ეს ოკ , მაგრამ 28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? 

ვის მისცა ხმა 36,000-მა ადამიანმა? .იქნებ დაიბნა ხალხი, ‘ზურაბ გირჩი’-ს ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?“- წერს ჯაფარიძე.

 

 

პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი.

ყველა სიახლე

წერილი ბოთლში

12 დეკემბერი 2019, 13:36

ტაბლოიდი

ამერიკელმა კოკა-კოლას ბოთლში 36 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა

ჯოშუა მენდესის ყურადღება შუშის კოკა-კოლის ბოთლმა მიიქცია, რომელშიც 1983 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი 11 წლის ჯენი ბრაუნი აღმოჩნდა.როგორც გოგო წერს, ის პატარა ქალაქ ჯონსპორტში ცხოვრობს. მან თავისი საფოსტო ყუთის მისამართიც მიუთითა და წერილის მპოვნელს პასუხის გაგზავნა სთხოვა.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

მამუკა მდინარაძე: შალვა თადუმაძის დიპლომზე კითხვები ამოწურულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია ასე უპასუხა თადუმაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას გენპროკურორის დიპლომთან დაკავშირებით.

გია ვოლსკი

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

გია ვოლსკი: ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომაგგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს. „არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა"- განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 13:25

საქართველო

პარლამენტში ჟურნალისტებს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ თავი ასტკივდათ

როგორც დეპუტატები ამბობენ, ნივთიერება დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს. არსებული ინფორმაციით, ნივთიერების მკვეთრი სუნის გამო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 13:17

საქართველო

პარლამენტში ოპოზიციის მიერ გარკვეული ნივთიერების დასხმის გამო შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება დარბაზში დაასხა. ამის გამო, კობახიძემ შესვენების გამოცხადება მოითხოვა.

აქცია

12 დეკემბერი 2019, 12:53

საქართველო

პარლამენტთან ნაძვის ხეზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ჩამოკიდეს

"ლეიბორისტული" პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან ნაძვის ხე დადგა, ზედ კი სათამაშოების ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ჩამოკიდა. ასე გააპროტესტეს პარლამენტში უზენაესის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 12:49

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

დაკავებულთა შორის არიან „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ავღანეთი

12 დეკემბერი 2019, 12:41

ძალოვნები

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო.

შალვა თადუმაძე

12 დეკემბერი 2019, 12:32

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ "საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, არ დასტურდება თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა.

ხანგოშვილი

12 დეკემბერი 2019, 12:22

მსოფლიო

რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

სერიალი

12 დეკემბერი 2019, 12:16

კულტურა

რუსულმა ტელეარხმა ზელენსკის მონაწილეობით სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებლებიც წერენ. ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო.11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:58

საქართველო

ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა.

12 დეკემბერი 2019, 11:57

მსოფლიო

პარლამენტის მანდატურებმა „ტაბულას“ ჟურნალისტი დარბაზიდან ძალით გაიყვანეს

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, თიკო ერემაძე მანდატურებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა.

ჰარვი ვაინშტეინი

12 დეკემბერი 2019, 11:45

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:44

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

სოციალური ქსელი

12 დეკემბერი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

YouTube-ი ფარული მუქარის შემცველ ვიდეოებსა და კომენტარებსაც წაშლის

საუბარია შინაარსზე, რომელიც ასახავს ფიზიკურ ძალადობას ან ივარაუდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. როგორც The Verge წერს, აკრძალვის ქვეშ მოექცევა ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ".

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ავიდა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

პარლამენტის წინ ლელოსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა "ლელოსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას შეეცადნენ, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ფეხბურთი

12 დეკემბერი 2019, 10:44

სპორტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გაირკვა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხარკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "შახტარი" "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და ბერგამოს კლუბი ლიგის პლეი-ოფში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

აპლიკაცია

12 დეკემბერი 2019, 10:39

ტექნოლოგიები

აიფონის iPod-ად გადაკეთებისთვის კიდევ ერთი აპლიკაცია შექმნეს

Rewound-ი მუსიკალური პლეერია, რომლის გადაწყობაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ 2000-იან წლებში გამოსულ ნებისმიერ პლეერს დაემსგავსება, მათ შორის iPod Classic-ს. როგორც The Verge წერს, აპლიკაციის გამოყენებისას ჩნდება შეგრძნება თითქოს მუსიკას iPod-ში ვუსმენთ.