ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება
ფოტო: Facebook
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთავარ ოფისს იცვლის. ამის შესახებ გაერთიანება სოციალურ ქსელში დაწერა. გადასვლის წინ, „გირჩი“ აუქციონს გამართავს, რომელზეც სხვადასხვა ნივთებს გაყიდიან, მათ შორის გაერთიანების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობას.
„კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად:
ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, - წერს „გირჩი“.
პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი. მან ჩათვალა, რომ განაცხადი გაუუქმეს და სახელი არ შეუცვალეს, თუმცა იანვარში გაირკვა, რომ ჯაფარიძეს პირადობის მოწმობაში სახელი შეუცვალეს და ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ
ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
08 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
08 აგვისტო 2026, 12:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაც გაიხსენა.
08 აგვისტო 2026, 12:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში.
08 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე
ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
08 აგვისტო 2026, 12:01
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის დროს გორში რუსული თვითმფრინავისგან გაქცევის გამო გააკრიტიკა და მას მხდალი ადამიანი უწოდა.
08 აგვისტო 2026, 12:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს, კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
08 აგვისტო 2026, 11:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.
08 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას
ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.
08 აგვისტო 2026, 11:43
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.
08 აგვისტო 2026, 11:42
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელება
მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
08 აგვისტო 2026, 11:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
08 აგვისტო 2026, 11:37
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს
მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პრეზიდენტის თქმით, საქართვველოს ხელისუფლებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრებას.
08 აგვისტო 2026, 11:31
პოლიტიკა
რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე - რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში?
მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება.
08 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, რომ აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა
ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს, რომ აერიდებინათ საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
08 აგვისტო 2026, 11:16
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას
საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
08 აგვისტო 2026, 11:14
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
08 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ ხუთი პირი დაამატა. გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ უკრაინაში „სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განზრახ მიმართული დარტყმების გააქტიურებას“ უკავშირდება.
08 აგვისტო 2026, 10:57
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას
„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მისი თქმით, პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.
08 აგვისტო 2026, 10:42
მსოფლიო
POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს
ევროპის ბუნებრივი აირის მარაგები სახიფათოდ დაბალ დონეზეა, რაც ზამთარში ენერგეტიკული პრობლემების ხელახლა გამწვავების რისკს ზრდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანის ომი გაგრძელდება და სიცივე გათბობაზე მოთხოვნას გაზრდის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


