imedi /  25 დეკემბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა და 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანა თავდაცვის ძალების აღმშენებლობა და გაძლიერებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ძალების 10-წლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში, მზადყოფნისა და საბრძოლო შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას, ნატოში ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას და აშშ-თან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქართული ჯარი სრულად აღიჭურვება ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას - განახლდება და გარემონტდება საჰაერო თვალთვალის რადარები. შეიძენენ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენ აპარატებს, „დრონებს“, იგეგმება სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით - ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება, შესაბამისად სადაზვერვო-ელექტრონული კომპლექტების შეძენის საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ასევე იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა.

ანგარიშში უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან. ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ მიერ წარმოებულ მოდერნიზებულ ჯავშანმანქანებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართული ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა პირველად მიიღეს საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარის განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მის ინსტიტუციურ, გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემყარება. მისი თქმით, მომდევნო 10 წლისთვის შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.

უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებაზე, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარით განისაზღვრა; საბინაო პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებში მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დაიწყო და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ; ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ეკიპირებაზე, კვებითი რაციონის გაუმჯობესებაზე - ჯარი კვების ახალ სტანდარტზეა გადასული, რაც საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს,ქართული ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით; სადაზღვევო პაკეტისა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და განათლების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე - სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებული მიმდინარეობა, ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროცესი, ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლა, საბჭოთა წარმოების მოძველებული სპეც-ტექნიკის ჩანაცვლება მსოფლიო ლიდერი კომპანიების (გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ -ს და ამერიკული „FORD“) სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით (ჯამში უწყებამ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეიძინა) და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა (ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით მოეწყო, რისთვისაც თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო. ჯამში, 60 ლოკაციაზე ნატოს სტანდარტების რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ობიექტს). ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტიან კიბერუსაფრთხოებისა და ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობის უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხო.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელი თავდაცვის უწყებაში სამხედროებზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და საზოგადოებას სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მნიშვნელობა და განსაკუთრებით, მათთვის აშშ-ის მხარდაჭერით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და სახელფასო დანამატის დანიშვნა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფის და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, საერთაშორისო სწავლებების მზარდ დინამიკასა და მასშტაბებზე, ასევე, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული თანამშრომლობა.

თავდაცვის მინისტრმა „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი სამხედროებს მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმებით უზრუნველყოფს.

მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მართვის ღონისძიებებზეც ისაუბრა. მან უხილავ მტერთან ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტლის გაძლიერებული სამედიცინო შესაძლებლობები აღნიშნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით, რეკრუტირების ცენტრების ჩამოყალიბებაც დააანონსა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 10:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში.

ანდრი სიბიგა და ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 10:53

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

ლონდონი კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს უკრაინაში მათი აწყობისთვის. ევროპულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს ნება დაერთვება, უკრაინას გაუზიაროს საიდუმლო მონაცემები ბრიტანული Storm Shadow-ს ფრანგული ვერსიის​ - SCALP-ის კომპონენტების შესახებ. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ენდი ბერნემის კიევში ვიზიტამდე გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

24 აგვისტო 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული

ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

24 აგვისტო 2026, 10:33

მსოფლიო

უკრაინამ დაღესტანში, ადიღესა და სტავროპოლის მხარეში Ozon-ის საწყობებს დაარტყა

გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში - ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

24 აგვისტო 2026, 10:18

რეგიონი

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 10:09

ტაბლოიდი

ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

24 აგვისტო 2026, 10:04

რეგიონი

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 09:55

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

აბას არაღჩი

24 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.

24 აგვისტო 2026, 09:32

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

24 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.

24 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს

ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი

24 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

24 აგვისტო 2026, 09:10

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

24 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.