თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული
ფოტო: shutterstock.com
ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული და უწყების დისკრედიტაციის მიზნით შეგნებულად შეთითხნილი.
„სამწუხაროა, რომ „ტვ პირველი“ სამინისტროს მიერ შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას, რომელიც სწორედ გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციას უზრუნველყოფს, მიიჩნევს სისუსტედ. საზოგადოებისათვის განმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან. საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა" და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს.
„გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც. შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები. რაც შეეხება, კომპანია „ვანი როქსთან“ დადებულ ხელშეკრულებას, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დასრულებამდე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა. შესაბამისად ეს კომპანია უკვე იყო ღია და გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვებული და ცხადია, გადაუდებელი წესით სხვა კომპანიასთან დაკავშირება იქნებოდა სწორედ საეჭვო გარემოება“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამინისტრო ეხმაურება აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მრავალი წლის წინ უწყებიდან წასული თანამშრომლის 2019 წლის სექტემბერში დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მის გუნდთან დაკავშირების საკითხსაც.
„ეს სცდება ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას, წარმოადგენს შეგნებულ დეზინფორმაციას და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ და ამორალურ მცდელობას. ვწუხვართ, რომ „ტვ პირველი" დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით“ - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 19:35
მსოფლიო
Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
30 ივლისი 2026, 19:31
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია
რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე.
30 ივლისი 2026, 19:13
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.
30 ივლისი 2026, 19:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე
მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
30 ივლისი 2026, 19:07
პოლიტიკა
ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.
30 ივლისი 2026, 19:00
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.
30 ივლისი 2026, 18:48
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.
30 ივლისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
30 ივლისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება
მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ტრადიციებისა და რელიგიის შეურაცხყოფაზე საუბრისას.
30 ივლისი 2026, 18:22
ეკონომიკა
როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში
ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის 35 მილიონი დოლარის ფინანსური შეთანხმების გაფორმებას.
30 ივლისი 2026, 18:22
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს
შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას.
30 ივლისი 2026, 18:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.
30 ივლისი 2026, 18:16
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა
თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.
30 ივლისი 2026, 18:13
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება
„პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ 30-წლიანი დაძველების ფიგურებს ან თუ ვინმე ახალგამოჩენილი ფიგურაა, მისგან ვერ ისმენენ ვერაფერს ახალს და განსხვავებულს“, - მიიჩნევს ნიკოლაშვილი.
30 ივლისი 2026, 18:09
საზოგადოება
გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება
როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს და აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება, - განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ „დღის ქრონიკაში“, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დააანონსა, რაც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.
30 ივლისი 2026, 18:05
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირებისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 18:03
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 18:01
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.
30 ივლისი 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება
„არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. შეიძლება თავიდან, რაღაც ეტაპზე საზოგადოებისთვის ეს სიახლე იყოს. მაგალითად, როდესაც შეიქმნა სამმართველო, რომელიც თვალს ადევნებს ასეთ სამართალდარღვევებს და შესაბამისად რეაგირებს. ამას უნდა მივეჩვიოთ. ეს ნორმალური ამბავია. არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მის მიმართ სიძულვილის გამომხატველი ლექსიკა გქონდეს. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ, ცივილურ სახელმწიფოშიც დარღვევაა. ევროკავშირის სახელმწიფოებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახიანმა.
30 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილი ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს
ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილის ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.


