ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები
ჯუანშერ ბურჭულაძე
ფოტო: არქივი
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელ დღეს, ჩვენ ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები. ჩვენმა ჯარმა და მისმა გმირმა სამხედროებმა ღირსეულად ქართველი მეომრის მუნდირი, რომელიც ეკადრება ჩვენს ისტორიასა და მხედრულ ტრადიციებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მოკლე დროში ქართულ ჯარს მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ უდიდესი ღვაწლის გააზრების გარეშე, რომელიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს და მსხვერპლი გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის. სწორედ მათ გმირობასა და თავდადებაზე აშენდა ძლიერი ქართული ჯარი, რომელიც მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს ჩვენს მტერს. მიმდინარე წელი, 2020 წლის მსგავსად, აღსავსეა დიდი გამოწვევებით. მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების უმაღლესი ნდობა. და ყველას ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენი ჯარი ყოველთვის მზად არის ღირსეულად დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე. უკანასკნელ პერიოდში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენ არაერთ თვალსაჩინო წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათთვის ღირსეული პირობების განვითარების მყარი საფუძველი. არ შეგვიჩერებია და მომავალშიც გაგრძელდება მასშტაბური აღმშენებლობა. არსებითად განვაახლეთ ჯარის ლოჯისტიკური საშუალებები და გავზარდეთ მობილობის ხარისხი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით და დავამკვიდრეთ თანამედროვე სტანდარტები. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებზე. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების გარეშე, რომელიც საქართველოს ნატოსთან, აშშ-თან და სხვა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან აკავშირებს. ამ თანამშრომლობის დინამიკა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-თან და ნატოსთან, არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მარშალს და ნატოს სამხედრო კომიტეტს ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. გასულ წელს განახლდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, ხოლო მისი ინიციატივების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს არაერთხელ მიუღია ალიანსისგან უმაღლესი შეფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მას საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით 30 წლის განმავლობაში შეჰქონდა და დღესაც, აქტიურად აგრძელებს ჩვენთვის ისეთი ისტორიული პროგრამის მხარდაჭერით, როგორიც არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ყოველწლიური საგარეო სამხედრო დაფინანსების გამოყოფა, თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. ასევე ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, გამოვეცით თავდაცვის ძალების სტრატეგიული გაძლიერების 10 წლიანი გეგმა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 4 წლიანი დოკუმენტი, რომელიც განვითარების მყარ ინსტიტუციურ საფუძვლებს შექმნის. მე მსურს განსაკუთრებულად მივულოცო თავდაცვის ძალების დღე ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე გლობალურ მშვიდობას იცავენ. ამ მხრივ მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ 2021 წელს მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიას უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით, მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი დაუმკვიდრეს. 1999 წლიდან ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოს თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. სწორედ გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველო არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი დამცველი ქვეყანა. ჩვენ ვრჩებით საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული და გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და მათთან ერთად, ჩვეული ძალისხმევით, გავაგრძელებთ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ. მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე თითოეულ თქვენგანს, სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. მეამაყება თქვენთან გატარებული ყოველი დღე. დიდი მადლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


