ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ჩვენი ეკონომიკის ზრდამ, პრემიერის ხელმძღვანელობით სწრაფად თამამი გადაწყვეტილებების მიღებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას და შესაბამისად, გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჯამში ჩვენ გვემატება 98 მილიონი ლარი, თუმცა ცდილობენ, რომ ეს პოზიტივიც ნეგატივად გადააკეთონ. ეს იქნება პროპორციულად გადანაწილებული ხარჯები. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი სამხედროებისთვის. ზოგადად ეს მსოფლიო მასშტაბის ტენდენციაა, რადგან ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოიმატა ხელფასებმა ქვეყანაში - ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ ტემპს ავყვეთ და არ ჩამოვრჩეთ. წელს უკვე ორჯერ მოემატათ ხელფასი დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს ეხება ძირითადად რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობას. 20-დან 25%-მდე გავუზარდეთ ანაზღაურება დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე იანვარში დაგეგმილია 10%-ით ხელფასის გაზრდა ყველა სამხედროსთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ბიუჯეტი და ასიგნებებიც პროპორციულად მიმართული იქნება როგორც სამხედრო მოსამსახურის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
თავდაცვის მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ნატოს სტანდარტის ტიპის შაშხანებს აწარმოებს.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა პოლონელებთან ერთად დაფუძნებულ საწარმოზე, რომელიც დრონებზე იმუშავებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ავიაციის აღდგენის პროცესი გაგრძელდება.
„მივყვებით ამბიციურ გეგმას, რაც დავისახეთ ჩვენს ავიაციაში. ყველა ეტაპი წინსწრებით გვაქვს განხორციელებული და ჩვენი ავიაციის აღდგენა გაგრძელდება", - განაცხადა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ მანიპულირება, თითქოს, 18 მილიონით შემცირდა ავიაციის ხარჯები, სიმართლეს არ შეესაბამება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია საჰაერო თავდაცვა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება შესყიდვები, რაც კიდევ უფრო განავითარებს ამ მიმართულებას.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ 10-წლიანი გეგმა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. დაგეგმილია შესყიდვები, რომელსაც წელს დავიწყებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.


