imedi /  02 აპრილი 2019, 01:30 / სანდო წყარო

რჩევები, რომლებიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

ბედნიერება

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის თქვით ფრაზა - „ბედნიერი ვიქნები, როცა“... ალბათ არც ისე დიდი ხნის წინ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებით გაგრძელდება ეს წინადადება - იქნება ეს უკეთესი მანქანის ყიდვა, დიდი სახლის აშენება, ოცნების სამსახური თუ ნამდვილი სიყვარულის პოვნა. პრობლემა იმაშია, რომ ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნება ამ დროს გაურკვეველი მომავლისთვის გვაქვს გადადებული. როგორც ირკვევა, ასეთი დამოკიდებულება ერთგვარი სინდრომიცაა და თან - საკმაოდ გავრცელებული.

ამ სინდრომის სათავეა რწმენა, თითქოს ბედნიერებასა და სიხარულს განვიცდით მაშინ, როცა რაიმე კონკრეტულს, ღირებულს შევიძენთ, ან ჩვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება - ქორწინება, ბავშვის დაბადება და ა.შ.

ABC News-ის ცნობით, ბედნიერების (ან უბედურების) შემადგენელი პროცენტებში ასე გამოიყურება: 50% დამოკიდებულია გენეტიკაზე, 40% - თქვენს აზრებსა და მოქმედებაზე, მხოლოდ დანარჩენ 10%-ს განსაზღვრავს სხვა გარემოებები, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა თუ გარეგნობა.

წლების განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ მივაღწევდით კარიერულ წარმატებას, ვიქნებოდით ბედნიერნი, ხოლო როცა ვიქნებოდით ბედნიერნი, გავხდებოდით უფრო რეალიზებულები, ანუ ველოდით ჯილდოს ბედნიერებისთვის, მაგრამ ეს ჯილდო იყო ყოველთვის მომავალში. ბედნიერება აქაა და ახლა, ამ მომენტში, თუნდაც ასე დატვირთულ ყოველდღიურობაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყოველ დილით უნდა იგრძნოთ, რომ ეს ახლა ხდება და არა ორი თვის, ან ორი წლის შემდეგ, -  ამბობს Ophramag.com-თან ინტერვიუში ფსიქოლოგი ნატალია პერტი.

„ბედნიერი ვიქნები, როცა...“ სინდრომი „განკურნებადია“. ფსიქოლოგის რჩევით, ამისათვის უნდა აღვიქვათ წარმატება, როგორც ცხოვრების წესი და არა რომელიმე სამიზნე პუნქტი, რადგან შევიგრძნოთ ბედნიერება აქ და ახლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი „აქ და ახლა?“ როცა ვამბობთ „ახლა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ვკონცენტრირდებით იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მეტ ენერგიას ვუთმობთ ამჟამინდელ მიზნებს. ნუ დაკარგავთ დროს უმნიშვნელო საგნებზე, საკუთარ თავში შექმენით ვიზუალური წარმოსახვა, სად ხართ ახლა და სად გინდათ აღმოჩნდეთ კარიერულ კიბეზე, ან სულაც - რა მიღწევა გექნებათ ფიტნესში.

რამდენიმე მარტივი ხერხი ბედნიერებისთვის: 

დააწესეთ საზღვრები

თუ საკუთარი თავის დაცვა თქვენთვის პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია ისწავლოთ თქვათ „არა“  

არომათერაპია 

ეთერზეთები მხოლოდ დამამშვიდებლად არ მოქმედებს. ისინი გეხმარებათ გონების „გაწმენდაში“, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესს განიცდით. „ბედნიერების მომტანია“ ლავანდის, პიტნის, ციტრუსის, ჩაის ხის ზეთები.

იმეორეთ აფირმაციები 

აფირმაციები - მტკიცება, წინადადებები, რომლებიც სასურველის რეალობად წარმოდგენაში გვეხმარება. კვლევებით დასტურდება, რომ ამგვარი წინადადებების წარმოთქმის დროს აქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელზეც აღქმა და თვითშეფასებაა დამოკიდებული.  ამიტომ ყოველდღიურ წესად აქციეთ, რომ საკუთარ თავს გაუმეოროთ ხუთი „შთამაგონებელი წინადადება“ - „მე ვარ.... (აქ ჩასვით სასურველი ფრაზა) - ბედნიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და ა.შ.

შემოუშვით მეტი ბუნება სახლში 

ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით - დაუთმეთ თქვენი სივრცე ყვავილებს, მეტ სიმწვანეს, ხის და სხვა ორგანული მასალებისგან დამზადებულ აქსესუარებს. ბუნებრივი ელემენტების სიჭარბეს შეუძლიათ სტრესის შემცირებასა და მეტი პოზიტიური ენერგიის მიღებაში დაგეხმაროთ. შემოუშვით სახლში მეტი მზის სინათლე.

ან... ხშირად გადით გარეთ 

ღია ფანჯარასთან ჯდომა სასიამოვნოა, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა მეტი სეროტონინი გამოყოს, ხშირად გაატარეთ დრო აქტიურად გარეთ, მით უმეტეს, მზეზე. ან, უბრალოდ ისეირნეთ და მიიღეთ მეტი „მზის ვიტამინი“.

ნაკლები დრო გაატარეთ ტელეფონთან

მგონი ამას ახსნა არ სჭირდება - ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებზე ნაკლები დამოკიდებულება მეტ დროს გამოგითავისუფლებთ და შეგიძლიათ, სხვა ჰობით დაკავდეთ.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - მიირთვით შოკოლადი

როცა საქმე ემოციებს ეხება, მიენდეთ ინტუიციას. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევით, სეროტონინის - ბედნიერების ქიმიური ჰორმონის 90%-ს სწორედ კუჭნაწლავის ტრაქტი გამოიმუშავებს და საჭმლის მომნელებელი სისტემა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტვინთან, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. ამიტომ მიირთვით პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერების შეგრძნებას. შოკოლადი სისხლში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს ამცირებს, ამიტომ ჭამეთ შოკოლადი და იყავით ბედნიერი.

ყველა სიახლე

დენ დრისკოლი

01 სექტემბერი 2026, 10:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 10:23

სამართალი

დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

01 სექტემბერი 2026, 10:13

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.

01 სექტემბერი 2026, 10:01

მსოფლიო

Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 09:54

სამართალი

გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

01 სექტემბერი 2026, 09:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ

ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.

01 სექტემბერი 2026, 09:30

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.

01 სექტემბერი 2026, 09:22

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

01 სექტემბერი 2026, 09:18

საზოგადოება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 სექტემბერი 2026, 09:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება

ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 09:04

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.

01 სექტემბერი 2026, 09:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.

01 სექტემბერი 2026, 08:56

საზოგადოება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ვლადიმირ პუტინი სი ძინპინი

01 სექტემბერი 2026, 01:30

მსოფლიო

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 01:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

01 სექტემბერი 2026, 00:13

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.

01 სექტემბერი 2026, 00:06

საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

01 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.