Imedi /  01 აპრილი 2019, 21:29 / სანდო წყარო

ინტერნეტის რეგულირებაზე დიდმა ბრიტანეთმა Facebook-ს უპასუხა

მარკ ცუკერბერგი ელიზაბეტ დენჰამი

მარკ ცუკერბერგი
ელიზაბეტ დენჰამი

„გვაჩვენე შენი გულწრფელობა ინტერნეტის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხზე“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისარი მარკ ცუკერბერგის განცხადებას. ამის შესახებ BBC წერს

ელიზაბეტ დენჰამმა Facebook-ს მიმართა, რომ წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა და იყოს პირდაპირი, თუ რას გულისხმობს ინტერნეტსივრცის რეგულირებაში. 

დენჰამმა ცუკერბერგს უთხრა, რომ დროა სოცქსელმა Cambridge Analytica-ს გამო Facebook-ისთვის დაწესებული ჯარიმის (£500,000) გასაჩივრებაზე განაცხადი უკან გაიტანოს. 

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

30 მარტს, ცუკერბერგმა ახალი რეგულაციების ამოქმედებისკენ იმ ქვეყნებს მოუწოდა, სადაც სოციალური მედია პლატფორმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ალტერნატივად კი ცივილიზებულ სამყაროს პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტი (GDPR) შესთავაზა, რომელიც ევროკავშირში 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა.

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

მიშელ უელბეკი

19 აპრილი 2019, 14:56

კულტურა

მიშელ უელბეკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს

სკანდალურად ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდო მწერალს ელისეს სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადასცა, ცერემონიას კი ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

19 აპრილი 2019, 14:32

საქართველო

ბახტაძე: საგალობლების სწავლა სკოლებში სწორი და გამართლებულია

საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების სავალდებულო სწავლებას ეხებოდა.

19 აპრილი 2019, 14:20

მსოფლიო

მომლოცველები ვატიკანის მარმარილოს წმინდა კიბის ავლას 300 წლის შემდეგ პირველად შეძლებენ

მარმარილოს წმინდა კიბე, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში ხის კონსტრუქციებით იყო დაფარული, 2 თვით გაიხსნა და პილიგრიმებს წმინდა ადგილის მონახულების საშუალება მიეცათ. ვატიკანში, ლატერანიის სასახლეში განთავსებულ კიბეებზე ტურისტები მუხლმოყრილი ადიან და იმ ადგილებს ეამბორებიან, სადაც გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს სისხლის წვეთები დაეცა.

მამუკა ბახტაძე

19 აპრილი 2019, 14:19

საქართველო

ბახტაძე: თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე ილაპარაკა. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა.გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

კერსტი კალიულაიდი
ვლადიმერ პუტინი

19 აპრილი 2019, 14:11

საქართველო

პუტინმა და ესტონეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს

ამავე წყაროს მიხედვით, აუდიენციისას განსახილველ თემებს შორის იყო ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური საკითხები. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ მხარეებს საუბარი მოუწევდათ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც პრინციპული უთანხმოება არსებობს.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები

19 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

BBC საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულ დებზე წერს

25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე საქართველოში ჩავიდნენ და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ისინი გაერო-ს მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გადასვლაში დახმარებას სთხოვენ, საქართველოში კი იმიტომ ჩავიდნენ, რომ მათ სამშობლოსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.

ნათია თურნავა და მამუკა ბახტაძე

19 აპრილი 2019, 14:00

საქართველო

ბახტაძე თურნავას დანიშვნაზე: ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები

მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა.გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2013-2018 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი

19 აპრილი 2019, 13:59

საქართველო

ქუცნაშვილი ქობულიაზე: განსხვავებული შეხედულებების გამო ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის

"რატომ მიიღო მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება, თავად განმარტავს. პრემიერს უფლება აქვს, გუნდის მცირე ნაწილი პარლამენტის ნდობის ხელახლა მოპოვების გარეშე განაახლოს. იმედია, პრემიერი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. არ გამოვრიცხავ, განმარტებები გიორგი ქობულიამაც გააკეთოს,"- თქვა ქუცნაშვილმა.

კვერცხი

19 აპრილი 2019, 13:41

ეკონომიკა

სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს

სესის ინფორმაციით, ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში კი ასევე მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

Cypress Hill

19 აპრილი 2019, 13:40

კულტურა

Cypress Hill-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

კარიერა ჯგუფმა ლოს-ანჯელესში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება Cypress Hill-ს ცნობილმა ჰიტებმა Insane in the Brain და Hits from the Bong მოუტანა. 30-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჯგუფმა თავისი ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა.

სელინ დიონი

19 აპრილი 2019, 13:34

კულტურა

სელინ დიონი ლედი გაგაზე: ყველაზე ძლიერი ხმა მსოფლიოში

სპეციალურად ჟურნალ Time-სთვის ლედი გაგას შესახებ გრემის მფლობელმა სელინ დიონმა ვრცელი სტატია დაწერა. მანამდე ჟურნალმა Time 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ლედი გაგაც შევიდა.

19 აპრილი 2019, 13:32

თემა

რა ფერია სინამდვილეში შავი ხვრელი და აქვს თუ არა ფსკერი? თემა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა. ამ პროექტზე 200 მეცნიერისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი მუშაობდა.დაისვა ბევრი კითხვა, პასუხებიც მეტ-ნაკლებად გაიცა, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც მეცნიერული ახსნა სჭირდება.

19 აპრილი 2019, 13:28

ტექნოლოგიები

Instagram-ზე შესაძლოა მოწონებების რაოდენობა აღარ გამოჩნდეს

გამოცემის ცნობით, ახალი დიზაინი, რომელშიც მოწონებების რიცხვი არ ჩანს, საცდელ რეჟიმში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს ჩართული. მათ შორისაა ინჟინერ სპეციალისტი ჯეინ ვონგი, რომელმაც საცდელი ინტერფეისის ფოტოები Twitter-ზე გაავრცელა.

ასტეროიდი

19 აპრილი 2019, 12:54

ტექნოლოგიები

დედამიწას ახლო მანძილზე ასტეროიდმა ჩაუარა

18 აპრილს დედამიწას 15-30 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა ჩაუარა. ასტეროიდი 2019 GC6 დედამიწისთვის „პოტენციურად საშიშ“ კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში ისეთი ციური სხეულები შეყავთ, რომლებიც ჩვენს პლანეტიდან 8 მილიონ კილომეტრის რადიუსში მდებარეობენ.

მამა ანდრია ჯაღმაიძე

19 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

მედიაში ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

„აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი. ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

Hobbs & Shaw

19 აპრილი 2019, 12:43

კულტურა

„ფორსაჟის“ ახალი ეპიზოდის ტრეილერი გამოქვეყნდა

24 საათის განმავლობაში ვიდეორგოლი 1,3 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა. ფილმში მთავარ როლებს დუეინ ჯონსონი და ჯეისონ სტეიტი ასრულებენ. ახალი ეპიზოდი, სახელწოდებით Hobbs & Shaw სტუდია Universal Pictures-მა გადაიღო. კინოსურათის რეჟისორი დევიდ ლიტჩია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

19 აპრილი 2019, 12:24

მსოფლიო

მედია: ნოტრ-დამში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა გახდა. ამის შესახებ ფრანგულ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით Associated Press წერს. სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენა ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

სექსუალური შევიწროება

19 აპრილი 2019, 12:08

მსოფლიო

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში კანონით დაისჯება

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს. კანონს მხარი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა დაუჭირა. ლათინოამერიკული საზოგადოებრივი მოძრაობა MuMaLa-ს მონაცემებით, ქალების თითქმის 100 პროცენტი ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ხდება.

საპროტესტო აქცია მალიში

19 აპრილი 2019, 12:08

მსოფლიო

მალის მთავრობა გადადგა

გასულ თვეს ეთნიკური ნიადაგის ფონზე მალიში რამდენიმე ადამიანი მოკლეს. მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ განმარტა, რომ პრემიერმინისტრისა დ მინისტრების თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. 2012 წლის შემდეგ, მალიში მშვიდობიან მოქალაქეებს ალ ქაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტები ესხმიან თავს.

დავით სერგეენკო

19 აპრილი 2019, 12:06

საქართველო

სერგეენკო ქობულიაზე: ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს

"რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია,"-განაცხადა სერგეენკომ.