imedi /  09 მაისი 2019, 00:07 / სანდო წყარო

რა ახალი მოწყობილობები წარადგინა Google-მა კონფერენციაზე I/O?

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

7 მაისს Google-ის დეველოპერებისთვის კონფერენცია I/O დაიწყო. პირველ დღეს კომპანიამ გამართა პრეზენტაცია, რომელზეც ილაპარაკა Pixel 3-ის უფრო იაფი მოდელების, Android-ის ახალი ვერსიისა და თავის სხვა სერვისებში ცვლილებების შესახებ.

Pixel 3A და 3A XL

ეს კომპანიის ფლაგმანი ტელეფონების უფრო იაფი ვერსიებია - Google Pixel 3 (უფრო მცირე ზომისაა) და Pixel 3XL (უფრო დიდი ზომის).

სიახლე ის არის, რომ 3A-ს ფასები იწყება 399 დოლარიდან, ხოლო 3A XL-ის - 479 დოლარიდან. მათი წინა ვერსიები, შესაბამისად, დაახლოებით 799 და 899 დოლარი ღირს; მთავარია, რომ 3A-სა და 3A XL-ში დატოვეს ჩვეულებრივი Pixel 3-ის 12-მეგაპიქსელიანი კამერა. ის ბაზარზე საუკეთესოდ მიიჩნევა და შესანიშნავად იღებს სიბნელეშიც; კომპანიას უარის თქმა მოუწია წყალგამტარობასა და უსადენო დატენვაზე. მოწყობილობა სამ ფერშია ხელმისაწვდომი. ესენია: თეთრი, შავი და იისფერი. The Verge-ის ჟურნალისტებმა ტელეფონები გამოსცადეს და მათ 300-დან 500 დოლარამდე ღირებულების ტელეფონებში საუკეთესო არჩევანი უწოდეს.

Android Q-ს ახალი ბეტა-ვერსია

ეს Android-ის საოპერაციო სისტემის განახლებაა, რომელსაც ტელეფონებში, პლანშეტებში, ჭკვიან საათებსა და სხვა გაჯეტებში იყენებენ.

Android Q-ის ახალი ბეტა-ვერსიის მოწყობილობებზე ღამის რეჟიმი (თემა) ხელმისაწვდომი გახდა; გაჩნდა ახალი რეჟიმი სახელწოდებით Focus Mode. ის ზღუდავს ცალკეული აპლიკაციების მუშაობას, რომლებსაც შეუძლიათ მფლობელი სწავლის ან მუშაობის დროს მოაცდინონ; Smart Reply-ს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეტყობინებებს სწრაფად, თავად აპლიკაციების გაუხსნელად უპასუხოს. არის მზა პასუხებიც: „რა თქმა უნდა“, „არა, არ შემიძლია“. თუ შეტყობინებაში თანამოსაუბრე შეხვედრას გთავაზობთ და მისამართს ასახელებს, ეკრანზე გამოჩნდება Google-ის რუკის პიქტოგრამა, რომელშიც ტელეფონი სწორ მარშრუტზე უმალ მიგითითებთ; ახალი ბეტა-ვერსიის დაყენება უკვე შესაძლებელია; Android Q-ს სრულყოფილი რელიზი შემოდგომაზე იგეგმება.

Nest Hub Max

ეს Google-ის ჭკვიანი ეკრანია, რომელიც კომპანიის სხვა პროდუქტებსაც მოიცავს - სვეტს და სათვალთვალო კამერას.

10-დუიმიანი HD-ეკრანი, ჩაშენებული კამერა (შეიძლება ვიდეოზარების განხორციელება), სამი დინამიკი. მოწყობილობის გამოყენება სათვალთვალო კამერადაც შეიძლება - ამასთანავე,  გამოსახულება ტელეფონს გადაეცემა. კამერა ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით ითიშება; Nest Hub Max-ს სახეების ამოცნობა შეუძლია. მფლობელის მიახლოებისას მოწყობილობა მას საყვარელ ფოტოებს აჩვენებს ან გამოტოვებული ზარის შესახებ ატყობინებს. მოწყობილობა ორი ფერისაა - ნაცრისფერი და შავი. Nest Hub Max-ის ფასი 229 დოლარიდან იწყება. მას ივლისიდან გაყიდიან.

სხვა სიახლეები: ძიება, რუკები, Google Lens

- მალე Android-ი ეკრანზე სუბტიტრების ავტომატურად შექმნას და გამოტანას ისწავლის. ფუნქცია ამოქმედდება არა მხოლოდ YouTube-ის ვიდეორგოლებზე, არამედ პოდკასტებშიც (და ვიდეოზარებშიც კი).

- Google-ის საძიებო სისტემას დაემატება დამატებითი რეალობის ელემენტები. მაგალითად, „ზვიგენის“ მოთხოვნით გაჩნდება ზვიგენის 3D-მოდელი, რომლის დანახვაც ყველა მხრიდან იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, საძიებო სისტემამ პოდკასტების ინდექსირება ისწავლა.

- Project Mainline - ეს განახლებების გამოშვების სისტემაა, რომლებიც საოპერაციო სისტემის უსაფრთხოების განმტკიცებისკენაა მიმართული. ახლა ისინი უმალ ხელმისაწვდომი იქნება Play Store-ზე. მანამდე მოწყობილობების შემქმნელები მათ თავად უშვებდნენ, რის გამოც ბევრი მომხმარებელი განახლებას დიდი დაგვიანებით იღებდა.

- Google-ის რუკებში გაჩნდება „ინკოგნიტო“ რეჟიმი. ადგილები, რომლებსაც მომხმარებელი ამ რეჟიმში მოძებნის, ექაუნთს არ მიებმება. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში და რუკების ვებ-ვერსიებში.

- 2018 წელს, კომპანიამ წარადგინა ხმოვანი ასისტენტი Google Duplex-ი. ეს, ფაქტობრივად, ელექტრონული მდივანია, რომელსაც, მაგალითად, შეუძლია სალონში დარეკვა და მეპატრონის თმის შეჭრაზე ჩაწერა. ახლა ეს ყველაფერი ვებ-ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, ასისტენტმა ისწავლა ინტერნეტ-გვერდების დამოუკიდებლად თვალიერება და კინოს ბილეთების დაჯავშნა (Duplex თავად შეავსებს ყველა საჭირო ველს).

- Google Lens-ის წყალობით, რომელიც კამერის აპლიკაციასა და ფოტოგალერეაში ჩააშენეს, მომხმარებელი შეძლებს ტელეფონის მიტანას მენიუსთან რესტორანში და ყველა შეთავაზებული კერძის ნახვას (ეკრანზე ამ კერძების ფოტოები და ვიდეო გაჩნდება). ასევე Google Lens-ს ბარში ან რესტორანში რამდენიმე ადამიანს შორის ანგარიშის განაწილება შეუძლია.

- პრეზენტაციის დაწყებამდე კომპანიამ განაცხადა, რომ მუშაობს დასაკეც-ეკრანიანი სმარტფონების შექმნაზე. თუმცა, ამ მხრივ, მკაფიო გეგმები Google-ს ჯერ არ აქვს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 02:44

მსოფლიო

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 აგვისტო 2026, 00:57

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

06 აგვისტო 2026, 00:40

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკა კუპატაძე

06 აგვისტო 2026, 00:26

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის

„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

06 აგვისტო 2026, 00:25

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.