Imedi /  15 ივნისი 2019, 18:03 / სანდო წყარო

კვლევა: აშშ-ში პოლიციის ასობით მოქმედი და ყოფილი ოფიცერი ექსტრემისტული Facebook-ჯგუფების წევრია

Facebook

Facebook

გამოძიებამ ჩვენა, რომ აშშ-ში ასობით მოქმედი და პოლიციის ყოფილი ოფიცერი ექსტრემისტული Facebook-ჯგუფების წევრები არიან. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

არაკომერციულმა საინფორმაციო ორგანიზაცია Reveal News-მა მთლიანობაში დაახლოებით 400 ადამიანი გამოავლინა.

ცნობილი გახდა, რომ Facebook-ჯგუფებში ასობით მოქმედმა და პოლიციის ყოფილმა ოფიცრებმა სიძულვილის ენა არაერთხელ გამოიყენეს. საუბარია როგორც  რასიზმზე ისე ისლამოფობიასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. 

მომხდარს Facebook-ი ჯერ არ გამოხმაურებია. 

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ფოტო: shutterstock.com

ყველა სიახლე

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

21 აგვისტო 2019, 18:11

მსოფლიო

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად, კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC-ი ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით. არ არის გამორიცხული რომ მექსიკაში კოკაინის მოხმარება დაუშვან.

მეტ ფრედერიქსენი

21 აგვისტო 2019, 18:02

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი ტრამპის ვიზიტის გაუქმებას პასუხობს

დანიის პრემიერმინისტრი მეტ ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დანიაში ვიზიტის გაუქმებას პასუხობს. Reuters-ის ინფორმაციით, ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვიზიტის გაუქმება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს."ვიზიტის გაუქმება დანიასა და აშშ-ს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას არ შეცვლის", - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Walmart

21 აგვისტო 2019, 17:55

ტექნოლოგიები

Walmart-ი Tesla-ს უჩივის

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს დაუდევრობის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 2012-2018 წლებში Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის 7 პანელს ​ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მაღაზიები და მათში შენახული საქონელი, რამაც Walmart-ს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

კონტი ჯგუფი

21 აგვისტო 2019, 17:53

ეკონომიკა

თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი-ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.

გერმანია პოლიცია

21 აგვისტო 2019, 17:49

ტაბლოიდი

გერმანელმა ბიჭმა მშობლებისთვის მოპარული ავტომობილით საათში 140 კილომეტრი განავითარა

ბიჭი ქალაქ დორტმუნდისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე იპოვეს. მოზარდმა სამართლადმაცველებს თავისი საქციელი იმით აუხსნა, რომ გასეირნება უნდოდა, თუმცა მას შემდეგ გაჩერდა, რაც თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის დედის თქმით, ის ავტომობილს დიდი ხანია მართავს.

21 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში 2300 ადამიანი დააკავა

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონში 2300 ადამიანი დააკავა.- ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, დაკავების მიზეზი ანტი-ინდური კამპანიის წარმოება გახდა. ინდოეთის მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის პირები, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ.

ბადრი პატარკაციშვილი

21 აგვისტო 2019, 17:29

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

21 აგვისტო 2019, 17:24

საქართველო

რიკოთის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის ვიდეო გამოქვეყნდა

პროექტი ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები და გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

 ჯეკ პერკინსი

21 აგვისტო 2019, 17:19

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯეკ პერკინსი გარდაიცვალა

პერკინსი ყველაზე მეტად ცნობილი 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობის გაშუქებისას გახდა. ის 36 საათის განმავლობაში მუშაობდა და ეთერში მომხდარის დეტალებს აღწერდა, მოგვიანებით კი სავარაუდო მკვლელს სირჰან სირჰანს 2-საათიანი ინტერვიუ ჩამოართვა.

21 აგვისტო 2019, 16:46

ეკონომიკა

ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 17 ობიექტი დააჯარიმეს

შემოწმებული 31 ობიექტიდან 17 დაჯარიმდა. უწყებამ 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი.

მიანმარი დევნილები

21 აგვისტო 2019, 16:45

მსოფლიო

მიანმარში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

19 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სახლების დატოვება მოუწია მიანმარში, შანის შტატში სახელმწიფოს ჯარსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შეტაკებები ქვეყნის ჩრდილოეთით, 15 აგვისტოდან დაიწყო.

Facebook

21 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს

Facebook-ი ახალი ამბებზე სამუშაოდ ჟურნალისტებს დაიქირავებს. საუბარია კომპანიის მობილური აპლიკაციის ახალ განყოფილებაზე, რომლის სახელწოდებაა News Tab-ი. ის უახლეს და ყველაზე აქტუალურ ახალ ამბებს გააშუქებს. ჟურნალისტები სწორედ ამ განყოფილებაში იმუშავებენ.

წნევა

21 აგვისტო 2019, 16:37

ტექნოლოგიები

30 წლის ასაკში დაფიქსირებულმა მაღალმა წნევამ ტვინს შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას

მაღალმა წნევამ, განსაკუთრებით 30-დან 40 წლამდე ასაკში, ტვინის ჯანმრთელობას შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას, - BBC ახალ კვლევებზე დაყრდნობით წერს. კრიტიკული პერიოდია 30-დან 40 წლამდე, რა დროსაც მაღალი წნევა ტვინის დაზიანებას აჩქარებს.

ფრანკ რიბერი

21 აგვისტო 2019, 16:29

სპორტი

ფრანკ რიბერის ახალი გუნდი ცნობილია

ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ გუნდში ითამაშებს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, 36 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „ფიორენტინასთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რიბერი ფლორენციაში დღეს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

eCHOWAVES

21 აგვისტო 2019, 16:23

კულტურა

ფესტივალ Echowaves-ის სცენების სრული განრიგი ცნობილია

უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი. წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი.

21 აგვისტო 2019, 16:21

მსოფლიო

ამაზონის ჯუნგლებში ხანძარია

ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე - სან პაულომდეც მიაღწია. ​ INPE-ს ინფორმაციით, ბრაზილიაში ტყის ხანძრები ხშირია, თუმცა წელს მათი რიცხვი რეკორდულად მაღალია. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის 72, 000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 40,000-ზე ნაკლები იყო.

გრენლანდია

21 აგვისტო 2019, 16:12

ეკონომიკა

ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში ყოველწლიურად $600 მილიონის გადახდას აპირებდა

გრენლანდიის უვადო მფლობელობისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველწლიურად 600 მილიონი დოლარის გადახდის ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ The Washington Post-ი იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

ტეილორ სვიფტი და სტელა მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 16:02

კულტურა

ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ საერთო კოლექცია შექმნეს

ტეილორ სვიფტისა და სტელა მაკარტნის კოლაბორაცია შედგა. ჟურნალი Vogue-ს ინფორმაციით ჭორები გამართლდა, ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციის პრეზენტაცია მომღერლის ახალი ალბომის Lover-ის დებიუტის დროს შედგება.

დევიდ ბექჰემი

21 აგვისტო 2019, 15:48

სპორტი

ბექჰემის კლუბი შესაძლოა $50 მილიონით დაჯარიმდეს

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავს, დევიდ ბექჰემს შესაძლოა, ჯარიმის სახით 50 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს. ადგილი, სადაც ახლადდაარსებული კლუბი „ინტერ მაიამი“ სტადიონს იშენებს, ტოქსიკური აღმოჩნდა, ამ კლუბის პრეზიდენტი კი სწორედ ბექჰემია.