imedi /  11 დეკემბერი 2019, 00:09 / სანდო წყარო

Huawei 2020 წლიდან ტექნიკის ნაწილს საკუთარი ოპერაციული სისტემით გამოუშვებს

huawei

ჩინური ტექნიკური გიგანტი Huawei შემდეგ წელს გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემით Harmony აღჭურვოს პროდუქტი და გაყიდოს როგორც ჩინეთში, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია კომპანიის გეგმები, აპირებს თუ არა საკუთარ ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემით მობილურების, ტაბლეტებისა და კომპიუტერების წარმოებას. 

Huawei-მ აგვისტოში წარადგინა საკუთარი ოპერაციული სისტემა, როგორც Google-ის Android-ის ალტერნატივა. ეს კი უკავშირდებოდა აშშ-ს გამკაცრებულ მიდგომებს ამერიკული ფირმების მიერ ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სამ წელიწადში ჩინეთი სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში უცხოეთში დამზადებული კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარს იტყვის. როგორც თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს, შესაბამისი ბრძანება ჩინეთის მთავრობამ გასცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

ამირან გიგუაშვილი

28 ივნისი 2022, 18:53

პოლიტიკა

მამაცაშვილის ადვოკატი: ვერავინ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში

ვერავინ წარმოადგენს რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს ბატონი უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში და ყველა მსგავსი განცხადება არის უბრალოდ ტყუილი და ცილისწამება,- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ ბათუმის პორტში რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის ტრანზიტს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

28 ივნისი 2022, 18:45

პოლიტიკა

საქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში მრგვალი მაგიდა გაიმართა

პარლამენტში თემაზე - „გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. გენდერული საბჭოს წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალური დირექტორს კარინ იამტინს შეხვდნენ.

28 ივნისი 2022, 18:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

„შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ მრავალმხრივ პროგრესს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სააგენტოს 2021-2027 წლების პროგრამის ფარგლებში საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. კარინ იემტინმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოხატა“.

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:35

პოლიტიკა

კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა, არა მედიის მეშვეობით, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:31

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სასანქციო თემას შემდგომი გაგრძელება არ ჰქონია, რაც ნიშანდობლივია

ჩვენ ვისმენთ ბრალდებებს, მაგრამ, ჩვენ პრაქტიკულად მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ ბრალდებებს არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, იმიტომ რომ ბრალდებები არის თავად არგუმენტებს გამოცლილი. ერთია ის რეჟიმი, რომელშიც გვიწვეს ამ საქმეზე მუშაობა, მეორეა, რამ განაპირობა ასეთი მიდგომა, რა იდგა ამის უკან, ვინ იყო ამის ინიციატორი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით არახამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:29

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ასეთი განცხადებები არ არის მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, საკითხავია რამ განაპირობა ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი შეფასებების გაკეთება - რა, ვინ და როგორ დგას ამის უკან?!

„როდესაც ჩვენ შეგვეზღუდა წვდომა გარკვეულ ფინანსურ აქტივებზე, ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია თვალი გავუსწორეთ და რომლის დალაგებასაც ვცდილობთ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებით. ამდენად ეს სავალალო ჩანაწერი ჩვენთვის რაღაც განწყობებში რაიმე რადიკალური ტრანსფორმაციის მომხდენი არ იყო, თუმცა ვიმეორებ - დასანანია, როდესაც ასეთი ჩანაწერი ხდება“.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:25

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ნატო ზედმეტად თეთრი ხელთათმანებით გააგრძელებს ამ დაპირისპირებისადმი მიდგომას, შედეგი არცთუ სასიკეთო იქნება

დღევანდელი სამყარო დადგა ერთი დილემის წინაშე, ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებით იგივე დილემის წინაშე ვიდექით, რა აქვს პოლიტიკაში იდეალიზმი თუ გეოპოლიტიკა. ნატოსთან მიმართებაშიც ალბათ იგივე კითხვა უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 18:20

მსოფლიო

ზელენსკი: ღმერთი ჩვენს მხარესაა - ღმერთი ამბობს, რომ შენი სახლის ბოროტებისგან დაცვა ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არდაცვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:12

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა

„თავისთავად ცხადია, ჩვენი მოლოდინია, რომ უკეთ დავინახოთ ჩვენი თავი კომუნიკეში თუ დეკლარაციაში. ბუნებრივია, ის მოლოდინი, რომ რაიმე არსებითი, ფუნდამენტური გადაწყეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, წინა ჯერზეც ვისაუბრეთ, რომ ამის ნიშანწყალი არ იყო და, შესაბამისად, ამ 2-3 დღეში ჩვენ ამას ვერ დავინახავთ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ახალ კომპოზიციაში, ახალ კონფიგურაციაში (მით უმეტეს, გავიხსენოთ, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ უკრაინა დროებით აჩერებს თავის მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებაზე), როგორ დალაგდება, როგორი ფორმულირება იქნება საქართველოსთან მიმართებაში? როდესაც ვსაუბრობთ [ნატოს] ბუქარესტის სამიტზე, ახლა შეგიძლია დღევანდელი ტერმინოლოგია გამოვიყენოთ - თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. ახლა შეგვიძლია ამ ტერმინოლოგიის გამოყენება. ახლა გვაქვს ევროპული პერსპექტივა, მაშინ როდესაც 2008 წელს მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია [ჰაერში] გამოეკიდა გაურკვეველი სტატუსით. როგორი იქნება თვისობრივად ეს ახალი „ვორდინგი“, რომელიც ამ თანამშრომლობას წინ წაწევს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ყიფიანმა.

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის - იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:09

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელ პირობებში, „მაპი“ მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ქვეყნის ჩარჩენაა - მე მოლოდინი მაქვს, რომ ნატო იპოვის საკმარის შემოქმედებითობას საკუთარ თავში და ჩვენც გაგვიხსნის ამით კარს

მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე მდგარი ქვეყანა შეიძლება განიცდიდეს ობიექტურ სირთულეებს ნატოში გაწევრიანება-არ გაწევრიანების კუთხით, ბუნებრივია ეს კითხვა უფრო აქტუალურია სრულმასშტაბიან ომში გახვეული ქვეყნისთვის, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ რითაც უპასუხა კითხვას - „არის თუ არა მოსალოდნელი უკრაინასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული ალიანსის ეგიდით“

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 17:53

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ფაქტია, რომ დღეს გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება და ნუ დავაკნინებთ იმას, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ ამ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 17:49

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ნატოს შეკრება ყოველთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა და ფაქტია, მაგრამ ეს სამიტი უდავოდ გამოკვეთილი და გამორჩეულია - ნატოს მიეცა საშუალება, საკუთარი თავი ხელახლა იპოვოს და აღმოაჩინოს

„ნატოს შეკრება ყოველთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა და ფაქტია, მაგრამ ეს სამიტი უდავოდ გამოკვეთილი და ამორჩეულია ბოლო სამი თვის მოვლენების ფონზე, რაც უკრაინაში ომმა განაპირობა“.

ვატო შაქარაშვილი

28 ივნისი 2022, 17:42

სამართალი

ვატო შაქარიშვილი: დავით ველიჯანაშვილს დაზარალებულის სტატუსის ნაცვლად დღეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, ჩვენი მოძრაობა აპირებს, რომ ის დაიცვას

დავით ველიჯანაშვილს ედავებიან „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რაზეც ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი. ეს არის პირდაპირ ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება, „ფორმულას“ ოპერატორის მხრიდან და დაზარალებული, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამართლიან სახელმწიფოში დაზარალებულის სტატუსი, დღეს ბრალდებულის სტატუსით, საპატიმროში იმყოფება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

28 ივნისი 2022, 17:39

საზოგადოება

არმაზ ახვლედიანის მხრიდან შეტევის გამო აჭარის ტელევიზია სახალხო დამცველს მიმართავს

აჭარის ტელევიზია დეპუტატ არმაზ ახვლედიანის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული შეტევის გამო სახალხო დამცველს მიმართავს. ახვლედიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტები მწვავედ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

მაკა ბოჭორიშვილი

28 ივნისი 2022, 17:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დეპოლარიზაციაზე: ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ

„რა თქმა უნდა საჭირო არის პოლიტიკური ძალების მობილიზება, იმისთვის რომ მივაღწიოთ შედეგს, რომლის დანახვაც ევროკავშირს სურს. ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა, იმისთვის რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. თუ გაგრძელდება ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ხელისუფლების გამიჯვნისკენ სვლა, ეს არ დაეხმარება ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

გიორგი ვაშაძე

28 ივნისი 2022, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ლელო“ ძალიან ჩქარობს, 3-ში სათქმელი მანამდე არ უნდა თქვა

„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარტია „ლელოს“ საკუთარი გეგმების გამოაშკარავებისთვის შერჩეულ დროს უწუნებს. „ლელო“ ძალიან ჩქარობს, 3-ში სათქმელი მანამდე არ უნდა თქვა

28 ივნისი 2022, 17:25

სპორტი

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა. სპორტულ შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ.

გურამ მაჭარაშვილი

28 ივნისი 2022, 17:25

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ლელოზე“: მათი განცხადება არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ

მათი [„ლელო საქართველოსთვის“] გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 17:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს, საქართველო განაგრძობს პროგრესს.