imedi /  11 იანვარი 2020, 09:46 / სანდო წყარო

Facebook-მა და Instagram-მა ყასემ სულეიმანის მხარდამჭერი პოსტები წაშალეს

ყასემ სულეიმანი

ყასემ სულეიმანი

​სოციალურმა ქსელებმა, Facebook-მა და Instagram-მა ერაყში მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მხარდამჭერი პოსტები წაშალეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს Facebook-ის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, კომპანია აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში მუშაობს, ხოლო აკრძალვების ნაწილი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურობას ეხება. შესაბამისად, ყველა პროფილი, რომელიც აშშ-ის „შავ სიაში“ მყოფ პირებს აქებს, ავტომატურად უქმდება.

ირანის მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ სოციალური ქსელების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანში Facebook-სა და Twitter-ზე წვდომა გასული წლის ნოემბერში შეიზღუდა, თუმცა Instagram-ს ეს აკრძალვა არ შეხებია.

ყველა სიახლე

პალიასტომის ტბა

27 იანვარი 2020, 13:28

ძალოვნები

მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

კაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გავრცელდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.

მეუფე იაკობი ანდრია სარია

27 იანვარი 2020, 13:20

საქართველო

მეუფე იაკობი: ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი ბოდბის დედათა მონასტრიდან გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. მეუფე იაკობის თქმით, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, საპატრიარქოში შეუძლია მივიდეს.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2020, 13:13

საქართველო

მეუფე იაკობი: ქართველები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს. ამის შესახებ მან ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას თქვა, სადაც წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 13:06

მსოფლიო

მონღოლეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა

მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან საზღვარი ჩაიკეტა. ქვეყანაში ასევე შეჩერდა სასწავლო პროცესი და აკრძალა თავშეყრის ადგილებში შეკრება. ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.

Usher ბილი აილიში არიანა გრანდე

27 იანვარი 2020, 13:05

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები „გრემის“ წითელ ხალიჩაზე

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი ტრიუმფატორიც 18 წლის მომღერალი ბილი აილიში გახდა. გამოცემა The Hollywood Reporter-ი წითელ ხალიჩაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ჯონ ბოლტონი

27 იანვარი 2020, 13:04

მსოფლიო

NYT: ბოლტონის მემუარების თანახმად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ბაიდენზე გამოძიებას უკავშირდება

იანვრის დასაწყისში ბოლტონმა განაცხადა, რომ თუ უწყებას მიიღებს, ჩვენების მისაცემად მზად არის. ტრამპი თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ სურს პომპეო და ბოლტონი სენატში გამოჩნდნენ, თუმცა აქვე გაფრთხილებაც გააკეთა, რომ ბოლტონის ჩვენებამ ქვეყნის უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ზუგდიდი

27 იანვარი 2020, 12:45

ძალოვნები

ზუგდიდში 65 წლამდე კაცმა შშმ გოგო გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, 22 წლამდე გოგო შშმ პირია და შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 12:35

მსოფლიო

ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად $9 მილიარდამდე დახარჯავს

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ჯანდაცვის ნაციონალურმა კომისიამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 60,33 მილიარდი იუანი ($8,74მილიარდი) გამოყო. ამის შესახებ Reutars-ი ფინანსთა სამინისტროს მერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გენერალური პროკურატურა

27 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

გენპროკურატურასთან ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქცია იმართება

„შოთაძის დაბრუნება დანაშაულია“ - ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატუტასთან აქცია გამართა. ისინი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ.

27 იანვარი 2020, 12:22

საქართველო

თბილისის საკრებულოსთან აქცია იმართება

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. იქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ისინი 23 იანვარს დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ ჩხუბს აპროტესტებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

გიგი წერეთელი

27 იანვარი 2020, 12:21

საქართველო

გიგი წერეთელი სენატორ ვიკერის წერილზე: მდგომარეობა ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს სხვა შემთხვევაში ვითარება უფრო გამძაფრდება.

ნავთობის ფასი

27 იანვარი 2020, 12:13

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ბარელზე $60 ჩამოსცდა

Brent-ის ტიპის ნავთობზე, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენციას ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ოთარ კახიძე

27 იანვარი 2020, 12:05

საქართველო

კახიძე: ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს

კახიძე ელის, რომ მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდი წარადგენს საარჩევნო სისტემის ისეთ ვერსიას, რომელშიც დაცული იქნება პროპორციულობის პრონციპი, რაც გულისხმობს პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობით შესვლას პარლამენტში.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 11:56

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ტიპის „კორონავირუსის“ მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა. დიაგნოზი ექიმებმა ჩინეთიდან ჩასულ 21 წლის ქალს დაუსვეს. ის სიდნეიში ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, პირდაპირი რეისით ჩავიდა. ქალი კლინიკაში თავად მივიდა, როგორც კი შესაბამისი სიმპტომები შენიშნა.

ჩინეთი ჯარი

27 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

ჩინეთმა იარაღის წარმოების მოცულობით რუსეთს გაუსწრო

SIPRI-ს ინფორმაციით, 2017 წელს იარაღის უმსხვილეს მწარმოებელთა ოცეულში 11 ამერიკული, 6 ევროპული და სამი რუსული კომპანია შედიოდა. ახლა ოთხივე ჩინური კომპანია ტოპ-ოცეულში, სამი მათგანი კი პირველ ათეულში შედის.

ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:36

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას 11 თვის დავალიანება აქვს. როგორც დაზარალებულები განმარტავენ, ისინი სამსახურიდან 17 დეკემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

გომარ სიხარულიძე

27 იანვარი 2020, 11:30

კულტურა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო. დაწერილი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.

სათამაშოები

27 იანვარი 2020, 11:29

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ადგილობრივ ბაზარზე ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების ხარისხის შემოწმებას იწყებს. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.

გრიპის ვირუსი

27 იანვარი 2020, 11:23

საქართველო

საქართველოში გრიპის ვირუსების გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან

საქართველოს კლინიკებში ვირუსებზე მიმართვიანობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, არ ფიქსირდება გართულების შემთხვევები, პაციენტების უმეტესობას კი B ტიპის ვირუსი აღენიშნება.

ბექა ნაცვლიშვილი ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:16

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია „ფრონტერაზე“ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ელჩს წერილი გაუგზავნა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.