imedi /  10 სექტემბერი 2017, 00:15 / სანდო წყარო

მეცნიერებმა სიბერეში ნათელი გონების შენარჩუნების საშუალებები დაასახელეს

ნეიროფიზიოლოგებმა შვიდ საკვანძო მეთოდს მიაგნეს, რომლის შესრულებაც ყველა ადამიანს შეუძლია იმისათვის, რომ სიბერეში ნათელი გონება და კარგი მეხსიერება შეინარჩუნოს. ამ მეთოდების შესახებ სტატიას ჟურნალი Stroke-ი აქვეყნებს.

“ერთი და იგივე რისკფაქტორები მოქმედებს ათეროსკლეროზისა და ალცჰაიმერის დაავადებების ჩამოყალიბებაზე. ჩვენი შვიდი უბრალო ნაბიჯი არამხოლოდ ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის, არამედ ტვინისა და მეხსიერების სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკებსაც“, - აცხადებს მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილიპ გორელიკი.

წინასწარი პროგნოზით, 2030 წლისთვის დედამიწაზე დაახლოებით 75 მილიონ ადამიანს ექნება მსგავსი პრობლემა. ამიტომაც, მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზევს

როგორც წესი, ცხიმიანი და არაჯანსაღი საკვები გულის და თავის ტვინის დაავადებების შანსს ზრდის, სპორტი კი - პირიქით, ამცირებს მას. 

მეცნიერების რჩევით, საჭიროა წნევის, ქოლესტერინის დონის და სისხლში ინსულინის კონტროლი, მაღალი ფიზიკური აქტივობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანსაღი საკვების მიღება, ზედმეტი წონისგან გათავისუფლება და თამბაქოსგან თავის არიდება.

კომენტარები ()