16 იანვარი 2025, 14:32 / სანდო წყარო

ჯეფ ბეზოსმა ორბიტალური რაკეტა „ნიუ გლენი“ პირველად გაუშვა

ამერიკელი ფინანსისტის, ბიზნეს-ანალიტიკოსის და კომპანია ”ამაზონის” დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა ორბიტალური რაკეტა „ნიუ გლენი“ პირველად გაუშვა, - იუწყება BBC.

98 მეტრიანმა რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხის კოსმოსური ძალების სადგურიდან (ფლორიდა) აიღო. დაახლოებით 12 წუთის შემდეგ რაკეტამ ორბიტას მიაღწია და საცდელი ფრენის მიზანი შეასრულა. 20 წუთის შემდეგ კომპანია Blue Origin-მა განაცხადა, რომ ვერ შეძლო რაკეტა ატლანტის ოკეანეში არსებულ პლატფორმაზე დაესვა.

ცნობისთვის, მანამდე რაკეტა „ნიუ გლენის“ საცდელი გაშვება სამჯერ გადაიდო. გამოცემის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი მიზნად ისახავს კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის SpaceX-ს, რომელიც კოსმოსში კომერციული ფრენების ბაზარზე დომინირებს. ორივე კომპანია ცდილობს გაუშვას კოსმოსში რაც შეიძლება მეტი სატელიტი, ჩაუშვას კერძო კოსმოსური სადგურები და დაიწყოს რეგულარული ფრენები მთვარეზე.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?

ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს, ჩვენი ამოცანაა, განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე, შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას

შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:28

პოლიტიკა

პრემიერი: მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით, ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი, ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა

„სტუდენტების რაოდენობა არის გაზრდილი 41 453-ით. საიდან გაიზარდა ახალგაზრდებში მოსახლეობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს ზრდა? და პენსიონერების ნაწილში, აქ ბიუჯეტიდან ვუხდით თანხებს პენსიონერებს. პენსიონერების რაოდენობა იყო 2012 წელს 682 886 და გაიზარდა 888 518-მდე ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, ანუ გაზრდილია 205 632-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მოსახლეობის ზრდა, მათ შორის მოქალაქეების ნაწილში და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ სამწუხაროდ, არა შობადობის ხარჯზე, არამედ მთლიანად მიგრაციული სალდოს ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა. შესაბამისად, ვიდრე ვიღაც შეიტანს ეჭვს კონკრეტულ მონაცემებში, ელემენტარულად შეუძლია ჩაუღრმავდეს და ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი. მართლა ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

პრემიერი: არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს, მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას, წარმოიდგინეთ, ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შს მინისტრს, გასაგებია, მათთვის შეიძლება, უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას“ მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან

არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში, რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს

თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში, რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:13

პოლიტიკა

პრემიერი: პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის, ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:12

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს

ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:07

პოლიტიკა

პრემიერი: შეგიძლიათ, წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით, 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით

რაც შეეხება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მონაცემები - 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რეალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება, უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის

უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის, შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით.

26 ივნისი 2026, 19:01

მსოფლიო

უფლებადამცველი ორგანიზაციები ნატოს გენერალურ მდივანს ანკარის სამიტზე მედიისთვის აკრედიტაციის შეზღუდვის გამო მიმართავენ

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) და პრესის თავისუფლების დამცველი 14 სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ღია წერილით მიმართავენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ დამოუკიდებელი თურქული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის გამო.

საბა ჭიკაიძე

26 ივნისი 2026, 19:01

საზოგადოება

დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება

ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც „იუთუბერები“ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარი შედეგი, რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში, ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას

მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა ამ ქვეყანაში, ჩვენ შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

26 ივნისი 2026, 18:58

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო

დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი - რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

ანა აბულაძე

26 ივნისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა

ანა აბულაძე 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე

20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2023 წელს, 2024-ში ორჯერ და 2025-ში. ზუსტად იდენტური შტურმი იყო ოთხ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა რეზინის ტყვიების გამოყენება, თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის სირცხვილი და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ კითხვაზე პასუხისას.

26 ივნისი 2026, 18:50

პოლიტიკა

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ნატალია კორძაია

26 ივნისი 2026, 18:46

პოლიტიკა

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა

ნატალია კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.