imedi /  03 სექტემბერი 2018, 23:55 / სანდო წყარო

რა დაავადებების დროს აქვს აზრი დიეტის დაცვას

ხშირად პაციენტებს, რომლებსაც აკნე, გასტრიტი, კუჭის წყლული და ზოგიერთი სხვა დაავადება აწუხებთ, ექიმები სპეციალურ დიეტებს უნიშნავენ, ან უბრალოდ მკაცრად უზღუდავენ ცხიმიანი და ცხარე საკვების, ასევე ტკბილეულის ჭამას. სპეციალისტების თქმით, სინამდვილეში მსგავსი დიეტები „მსხვერპლთშეწირვას“ უფრო ჰგავს და მკურნალობის შედეგზე პირდაპირ არ აისახება. თუმცა, არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც კვების რაციონის შეცვლა მართლაც აუცილებელია.

ფუნქციური დისპეფსია

ამ დაავადების დროს, ზოგიერთი პაციენტის მგრძნობელობა გარკვეული პროდუქტების მიმართ ზედმეტად მაღალია, ამიტომ მკურნალობის დასაწყისში შეზღუდვები შეიძლება აუცილებელი გახდეს. კერძოდ, ექიმების რჩევაა პაციენტმა საკვები არა დღეში სამჯერ, არამედ უფრო ხშირად და მცირე დოზით მიიღოს. ასევე შეიძლება თავის არიდება ისეთი პროდუქტებისათვის, რომლებიც სიმპტომების პროვოცირებას ახდენს, მაგრამ  ექიმის რჩევის გარეშე არ შეიძლება რაციონიდან პროდუქტთა მთელი ჯგუფების ამოღება, რადგან მისი ეფექტი არა სამკურნალო, არამედ მხოლოდ დამხმარე სიმპტომატურია.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწილავის სინდრომი კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა. სინდრომის მკურნალობის პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს იმ ყველაფრის ანალიზი, რაც წინ უძღვის მდგომარეობის გაუარესებას, მათ შორის საკვების ანალიზიც. საქმის გამარტივებისთვის შეიძლება კვების რაციონის დღიურის წარმოება და მისი დახმარებით განსაზღვრა, თუ რა პროდუქტები ახდნენ ტკივილის ან სხვა სიმპტომების პროვოცირებას.

გულძმარვა

გულძმარვის დროს რაციონის შეცვლა ყოველთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს ეხმარება. ექიმების რეკომენდაციაა, საკვების მცირე პორციებით და უფრო ხშირად მიღება, ვიდრე დღეში სამჯერ, ნაკლები ალკოჰოლი და ბოლო კერძის მიღება დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე. ასევე შეიძლება რაციონიდან იმის გამორიცხვა, რაც სიმპტომებს აჩენს. მიაქციეთ ყურადღება პროდუქტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს გულძმარვას. ამ სფეროში დიდი კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა არსებობს ათწლეულების დაკვირვება, რომლის თანახმადაც გულძმარვის დროს რეკომენდებული არ არის ყავის, შოკოლადის, პიტნიანი სასმელის  და პროდუქტის (მათ შორის, საღეჭი რეზინები, კანფეტები) მიღება. პროვოკატორების სიაში შედის ასევე ცხარე კერძები და პროდუქტები, რომლებიც კუჭში ცხიმოვან ემულსიას ქმნიან. ესენია, მაგალითად, მაიონეზი ან ცხიმიანი ცხორცი. სპეციალისტების თქმით, ეს მეტ-ნაკლებად უნივერსალური სცენარია, რომელმაც კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მთლიანობაში დიეტა გარკვეულ როლს თამაშობს გულძმარვის დროს, მაგრამ უფრო ნაკლებს, ვიდრე მაგალითად, სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა.    

კუჭის წყლული

ადამიანებმა, რომლებსაც კუჭის წყლული აქვთ, ისევე როგორც გულძმარვის შემთხვევაში, ჯობს ძილის წინ არ ჭამონ. გარდა ამისა, ექიმმა ასეთ პაციენტს შეიძლება დროებით სიმპტომების მაპროვოცირებელ საკვებსა და სასმელზე უარის თქმა ურჩიოს. ჩვეულებრივ ეს არის ყავა, შოკოლადი, ალკოჰოლი, ასევე ცხიმიანი და ცხარე პროდუქტები. მაგრამ თუ ექიმის რეკომენდაციაა გარკვეული ჯგუფის პროდუქტზე სრულად უარის თქმა, ჯობს პაციენტი დამატებით სხვა ექიმსაც დაეკითხოს. ასევე არასწორია რჩევა, თითქოს კუჭის წყლულის დროს ადამიანმა მეტი რძე უნდა სვას და ზოგადად აქტიურად მიიღოს რძის პროდუქტები. მსგავსი ცვლილებები რაციონში კუჭის წყლულს არ შველის და შეიძლება ტკივილებიც გააჩინოს.

ცელიაკია

ცელიაკია დაავადებაა, რომლის დროსაც ვითარდება ცილა გლუტეინის იმუნოლოგიური მიუღებლობა. ამ ცილას შეიცავს პროდუქტები, რომლებიც ხორბლის, ჭვავის ან ქერისგან მზადდება. უგლუტეინო დიეტა გადამწყვეტია ცელიაკიის მკურნალობისას. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის რაციონიდან უნდა გაქრეს ყველაფერი რაც გლუტეინის ცილას შეიცავს. ცილების ამ ჯგუფს, რომელიც არის ხორბალში, ჭვავსა და ქერში, ამატებენ ზოგიერთ წამალსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატში, ამიტომ უგლუტეინო დიეტის დაცვა ძალიან რთულია.    

იმავდროულად, ექიმები აცხადებენ, რომ მსგავსი დიეტის დაცვა ჯანმრთელი კვების სახით, რაც ერთგვარ მოდად იქცა, ჯანმრთელი ადამიანისთვის გაუმართლებელია, ამასთან ის თეორიულადაც კი ვერ დაეხმარება სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს და ადამიანი მხოლოდ გაიუარესებს ცხოვრების ხარისხსს.

ქვები თირკმელში

კვების რაციონის შეცვლა ხელს უწყობს ქვების ხელახლა გაჩენის პრევენციას. ასეთ პაციენტებს ჩვეულებრივ ურჩევენ მეტი სითხის სმას, მარილიანი საკვების და ცხოველური ცილების ნაკლებად მიღებას. ზუსტი რეკომენდაციები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ქვების თუ კენჭების ტიპზე, ამიტომ რჩევების გაცემა მხოლოდ ექიმს შეუძლია. 

არტერიული ჰიპერტენზია

პაციენტებს, რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზია აქვთ ან მასთან დაახლოებული მდგომარეობა (ანუ ადამიანებს მაღალი წნევით), სპეციალური დიეტა სჭირდებათ. მაღალი წნევის დროს რაციონი უნდა შედგებოდეს მაგალითად, ბევრი ბოსტნეულისა და ხილის, ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტების, თევზის და ფრინველის ხორცისაგან. რეკომენდებულია ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი საკვები. უნდა გამოირიცხოს პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს. პოპულარული დიეტებისაგგან განსხვავებით ეს მეთოდი რანდომიზირებული კლინიკური კვლევებით შემოწმებულია და ის ეფექტიანი აღმოჩნდა.

ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის 2003 წლის ანგარიშში, კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, თუ რამდენად მცირდება სისტოლიკური არტერიული წნევა კვებითი ქცევის შეცვლით. ამასთან, ადამიანს განსაკუთრებული არაფერი მოეთხოვება. ეს არის ჩვეულებრივი დაბალანსებული დიეტა, რომელშიც ოდნავ მეტი ყურადღება ექცევა ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას.

ყველა სიახლე

მაიკ ჯონსონი

01 სექტემბერი 2026, 11:57

მსოფლიო

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.

01 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

01 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

01 სექტემბერი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

თორნიკე ფაღავა 

01 სექტემბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

ლიზა გეგეჭკორი

01 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

01 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:33

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:20

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.

01 სექტემბერი 2026, 11:10

მსოფლიო

ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.

01 სექტემბერი 2026, 10:56

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

დავით ქართველიშვილი

01 სექტემბერი 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

01 სექტემბერი 2026, 10:38

რეგიონი

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 10:34

ეკონომიკა

საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა

გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

01 სექტემბერი 2026, 10:28

საზოგადოება

საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

დენ დრისკოლი

01 სექტემბერი 2026, 10:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 10:23

სამართალი

დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

01 სექტემბერი 2026, 10:13

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.