Imedi /  27 თებერვალი 2019, 18:59 / სანდო წყარო

როგორ გავასაჩივროთ პრობლემა Facebook-ზე. ინსტრუქცია

Facebook Like Dislike

Facebook-ზე უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. ზოგი სოციალურ მედიას საკუთარი მიზნებისთვის, ზოგიც კი უბრალოდ ჭორების გასავრცელებლად იყენებს. ამის შესახებ The Verge-ი წერს

პოსტის გასაჩივრება, რომელიც სიძულვილის ენას ან სხვა პრობლემას ეხება

თუ თვლით, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან უბრალოდ სოცქსელის შინაგანაწესს არღვევს სურვილის შემთხვევაში ის უნდა გაასაჩივროთ. ამისთვის კი მარტივი გზა არსებობს. 

პირველრიგში კონკრეტულ პოსტზე გაჩერდით და ინსტრუქციას მიჰყევით: 

   1. დააჭირეთ სამ წერტილს, რომელიც პოსტის ზედა, მარჯვენა კუთხეშია გამოსახული;

   2. აირჩიეთ ღილაკი „დატოვეთ გამოხმაურება ამ პოსტის შესახებ“ (Give feedback on this post);

   3. საბოლოო ეტაზე კი მონიშნეთ ან დაწერეთ მიზეზი, რის გამოც სოცქსელში გავრცელებულ ამა თუ იმ ინფორმაციას ასაჩივრებთ. შეიძლება პოსტი სიშიშვლეს, დანაშაულს, შევიწროებას, ტერორიზმს ან სიძულვილის ენას შეიცავდეს. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“ (Send). 

პოსტის გასაჩივრებიდან გარკვეულ პერიოდში Facebook-ისგან საპასუხო შეტყობინებას მიიღებთ, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იქნება ინფორმაცია. იმ შემთხვევაშიც კი თუ შეტყობინება არ მოგივიდათ, გასაჩივრებული პოსტის სტატუსი შეგიძლიათ შეამოწმოთ ამ ბმულზე

დუბლირებული ექაუნთების გასაჩივრება

მათ ვისაც სურთ, რომ კონკრეტული ადამიანი პოლიტიკური, პერსონალური ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს დუბლირებულ Facebook-ანგარიშს ქმნის და კონკრეტულ სახელს ამოფარებული ცდილობს მესამე პირი, სხვისი სახელით, თავის სიმართლეში დააჯეროს. 

პრობლემის აღსაკვეთად არსებობს გზა. ამისთვის მომხმარებელი შემდეგ ინსტრუქციას უნდა მიჰყვეს: 

   1. შედით ყალბ Facebook ექაუნთზე;

   2. დააკლიკეთ ღილაკს „დატოვეთ გამოხმაურება ან გაასაჩივრეთ ეს პროფილი“ (Give feedback or report this profile);

   3. აირჩიეთ მიზეზი თუ რატომ ასაჩივრებთ კონკრეტულ ექაუნთს და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“ (Send). 

გაასაჩივრე რეკლამა

ეს ის ფუნქციაა, რომელისთვისაც არაერთ ჩვენგანს მიუმართავს, და არც თუ ისე იშვიათად. ეს ის შემთხვაა, როდესაც კონკრეტული რეკლამა შინაგანაწესს კი არ არღვევს მხოლოდ, შეიძლება უბრალოდ იმდენად ხშირად ჩნდება მომხმარებლის კედელზე, რომ მისი გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს. 

რეკლამის გასაჩივრებისთვის მომხმარებელმა ამ ინსტრუქციით უნდა იხელმძღვანელოს: 

   1. დააკლიკეთ პოსტის ზედა, მარჯვენა კუთხეში განთავსებულ სამ წერტილს;

   2. მონიშნეთ ღილაკი „რეკლამის დამალვა“ (Hide ad), ან თუ მისი ხილვა აღარ გსურთ ღილაკს „რეკლამაზე მოხსენება“ (Report ad) უნდა დააჭიროთ.

თუ როგორ გავაუქმოთ Facebook ექაუნთი. ინსტრუქცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

როგორ გაჩნდა Fake News-ი. ყალბი ახალი ამბების ისტორიის შესახებ ვრცელ სტატიას გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 00:32

ტაბლოიდი

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლადო აფხაზავამ ჰიუ ჯეკმანი გაიცნო

მასწავლების ეროვნული ჯილდოს გვერდზე გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. ჯეკმანი დაჯილდოების წამყვანია. ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

ბარბარა სტრეიზანდი
მაიკლ ჯექსონი

24 მარტი 2019, 00:21

კულტურა

ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკეს

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. მან გაზეთ Times ინტერვიუში უთხრა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.

24 მარტი 2019, 00:08

მსოფლიო

ნორვეგიის საკრუიზო გემზე ევაკუაცია გამოცხადდა

ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

სუდანის პრეზიდენტის სასახლე

23 მარტი 2019, 23:05

მსოფლიო

სუდანის პრეზიდენტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა

სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ-ბაშირის ადმინისტრაციაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი ისტორიული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს და ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 მარტი 2019, 22:33

სპორტი

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯვეს

ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ. მატჩი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად კლუბ ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

23 მარტი 2019, 22:20

ტექნოლოგიები

კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

23 მარტი 2019, 21:41

საქართველო

შავგულიძე: ევროპულ საქართველოსთან მერაბიშვილის დანაშაულზე არ გვიმსჯელია

„ქრონიკასთან“ საუბრისას შავგულიძემ განაცხადა, რომ მას „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებს. „უნდა ნახო პოლიტიკური პარტნიორები და უნდა იპოვო ისინი, ვისთანაც გაქვს ღირებულების თანხვედრა. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ძალა, ამასთან ერთად ევროპული საქართველო დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადამიანებით“, - ამბობს შავგულიძე.

კუ

23 მარტი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა „კარეტა კარეტა“ შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების თქმით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

ჯიმი კარტერი

23 მარტი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. კარტერი, 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში

23 მარტი 2019, 20:07

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლიის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ ყველა მორიგე ექიმის გაშვებას სამსახურიდან, მათ შორის ეკა ფუტკარაძის. „გამოვიდეს ექიმი ეკა ფუტკარაძე და გაგვცეს და პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ფეხბურთი

23 მარტი 2019, 19:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 26 მარტს, ირლანდიასთან სტუმრად, დუბლინში ჩაატარებს. D ჯგუფში საქართველოსთან ნაკრებთან ერთად, შვეიცარიისა და ირლანდიის გარდა, გიბრალტარი და დანია არიან.

23 მარტი 2019, 19:34

ტაბლოიდი

ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში. ვიდეო

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.

23 მარტი 2019, 19:29

ტაბლოიდი

ზამბიაში აკრძალეს ენერგეტიკული სასმელი რომელიც ხანგრძლივ ერექციას იწვევდა

ზამბიაში აკრძალული ენერგეტიკული სასმელის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რომლის შემადგენლობაში პოტენციის ამაღლების წამლის შემცველი ნივთიერება იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2018 წლის ბოლოს უგანდელმა კაცმა საავადმყოფოში დიდხნიანი ერექციის გამო დაიჩივლა. მისი თქმით, ეს ენერგეტიკულმა სასმელმა Power Natural High Energy Drink SX-მა გამოიწვია.

ფორესტ უაიტეკერი

23 მარტი 2019, 19:28

კულტურა

შემოდგომაზე ფორესტ უაიტეკერის მონაწილეობით სერიალი „ჰარლემის ნათლია“ გამოვა

ფილმი ყოფილი დაქირავებული მკვლელის, ბამპი ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ჯონსონი უკანონო საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვებას ახერხებს და დროთა განმავლობაში ჰარლემის კონტროლს იწყებს. ჰარლემის ნათლიის როლის შემსრულებული, ფორესტ უაიტეკერი ოსკარის მფლობელი

23 მარტი 2019, 18:46

საქართველო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი".

23 მარტი 2019, 18:41

ტექნოლოგიები

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა Imedinews-ს ეს ინფორმაცია დელფინარიუმში არ დაუდასტურეს.

23 მარტი 2019, 18:22

მსოფლიო

ლონდონში ათი ათასობით ადამიანი Brexit-ის შესახებ მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ათი ათასობით დამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში. ისინი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები მარშით პარლამენტის წინ დგანან. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ვერ დაამტკიცა.