არქივი
08 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ეს გაერთიანება არანაირი გაერთიანება არ არის, ეს უბრალოდ კონფიგურაციის გადალაგებაა
ადვილი ამოსაცნობია, რომ ეს ერთი შემადგენლობაა, ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ნარატივის გამავრცელებელი, რომელთა ამოცანაც არის მხოლოდ ერთი, დესტაბილიზაცია და არეულობა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
08 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
„ისინი ყველაფრის ცენზურას ცდილობენ, მათ არ სურთ სიტყვის თავისუფლება“ - რას ფიქრობენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები მათი მთავრობის მიერ ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე. „იმედის კვირის“ გამოკითხვა ლონდონის ქუჩებში
„იმედის კვირამ“ წერილით მიმართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანს და ვიდრე პასუხს მიიღებს, ლონდონში ჰკითხა მოქალაქეებს, იციან თუ არა, რომ ორი ქართული მაუწყებელი დაასანქცირა ბრიტანეთმა და არის თუ არა ეს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა.
08 მარტი 2026, 20:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ოპოზიცია საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით სანქციების არიდების კუთხით
მავნებლები აგრძელებენ მავნებლობას, ზუსტად ანალოგიურს, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც ეს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი მდიდარი „ენჯეოებით“ საქართველოს აბრალებდა, თითქოს „შავი ხვრელი“ ვიყავით სანქციების არიდების კუთხით, თითქოს, რაღაც ტიპის დახმარებას ვუწევდით რუსეთს შეიარაღების ნაწილში - აბსურდები, რასაც აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას იქიდან გამომდინარე, რომ აქეთაც გადმოსულიყო ცეცხლის რკალი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი კვირა“.
08 მარტი 2026, 20:40
პოლიტიკა
ნინო ლომჯარიას საიდუმლო ვიზიტი გერმანიის საელჩოში და ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თხოვნა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის“ ეთერით მილიონობით ადამიანმა შეიტყო ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საიდუმლო ვიზიტის შესახებ გერმანიის ელჩთან.
08 მარტი 2026, 20:24
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორებზე: არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ. ეს არის დავალება და ამ დავალებას ასრულებენ
არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებების ავტორებზე საუბრისას საუბრისას.
08 მარტი 2026, 20:22
პოლიტიკა
ისეთი ძლიერი სპეცსამსახურები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, ბევრ ქვეყანას შეშურდება. დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს ეფუძნება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
სპეკულაცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ სხვის ომში ჩართულ მხარედ, ფაქტია, არც ამჯერად მუშაობს, თუმცა მცდელობებს მაინც არ აკლებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ კვირის მოვლენების შეჯამებისას.
08 მარტი 2026, 18:52
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართბელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.
08 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
საფრანგეთში მოღვაწე გამომცემლისა და გიდის, მაქსიმე ლალიაშვილის ორენოვანი გზამკვლევის - „პარიზული სიწმინდეები“, პრეზენტაცია გაიმართა
ნაშრომი საფრანგეთის რელიგიურ მხარეს აღწერს. მაქსიმე ლალიაშვილი რამდენიმე ათეული წელია საფრანგეთში მოღვაწეობს, სადაც მან საკუთარი გამომცემლობა დააარსა და ფრანგულ ენაზე თარგმნის სასულიერო ლიტერატურას.
08 მარტი 2026, 18:00
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაული ყვავილებით მიულოცეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაული ყვავილებით მიულოცეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
08 მარტი 2026, 17:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
08 მარტი 2026, 17:37
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომელიც შეიძლება, განხილული იყოს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომელიც შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან დახურულ შეხვედრაზე საუბარისას.
08 მარტი 2026, 17:29
მსოფლიო
ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს ამერიკას, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას
„ჩვენ თვეები დავხარჯეთ მოლაპარაკებების მაგიდის შექმნის მცდელობაში. დღესაც ვაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ დიპლომატია ერთადერთი გზაა პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა მან.
08 მარტი 2026, 17:24
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ანტისახელმწიფოებრივ საჯარო განცხადებებზე: ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო საკუთარი ქვეყნის ღალატი, არამედ სერიოზული პოლიტიკური დივერსია, რომელსაც ისინი დიდი ხანია ახორციელებენ
დაწყებული იქიდან, რომ ერეკლე მეფე არის მოღალატე, დამთავრებული იმით, რომ საქართველოში ტერორიზმის ხელშეწყობაა, რომ სანქციების თავიდან არიდებისთვის საქართველოში შავ ხვრელებს იყენებენ, ეს ყველაფერი ერთად უნდა შევკრათ, ზუსტად ვიცით იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ამ მიმართულებით უტევენ საკუთარ ქვეყანას და შევაჯამოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
08 მარტი 2026, 17:17
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ნეთანიაჰუს ილუზიებს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მსოფლიოს ინტერესებიც ეწირება
„თუ ომი ასე გაგრძელდა, ნავთობის გაყიდვის არც გზა იქნება და არც მისი წარმოების შესაძლებლობა. ნეთანიაჰუს ილუზიებს არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მსოფლიოს ინტერესებიც ეწირება“, - წერს მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი სოციალურ ქსელში.
08 მარტი 2026, 17:14
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო
ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ.
08 მარტი 2026, 17:10
მსოფლიო
სენატორი ჯოშ ჰოული ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების „შავი ფულით“ დაფინანსებაში ადანაშაულებს
„იგივე მოხდა უნივერსიტეტების კამპუსებშიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს სტუდენტური დემონსტრაციები, ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი. ყველაფერი ყალბია, რადგან დღევანდელი დემოკრატიული პარტია ერთგვარი თეატრალური დასია, რომელსაც ჯორჯ სოროსი აფინანსებს. პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ ისინი ასევე ძალადობრივია. სწორედ ეს ვნახეთ ბოლო კვირის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფულის ნაკადი. უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ძალადობაში მონაწილეობენ და უნდა შევაჩეროთ ქვეყნის გაყოფის მცდელობა, რომელსაც დემოკრატები უკვე წლებია ახორციელებენ“, - განაცხადა სენატორმა.
08 მარტი 2026, 17:09
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და რუმინეთის ნაკრებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი ავჭალის სტადიონზე ტარდება. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხეს და ესპანეთში გამგზავრების საგზური მოიპოვეს.
08 მარტი 2026, 17:08
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ერთ საათზე მეტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაშია ვახტანგ კაპანაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსანთან კითხვები გამოძიებას სავარაუდოდ, მისსავე საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით აქვს.
08 მარტი 2026, 17:04
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო
„როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გულწრფელი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს მათთან გლობალური უსაფრთხოების ინიციატივების განსახორციელებლად, ახლო აღმოსავლეთში წესრიგის აღსადგენად, მისი ხალხებისთვის სიმშვიდისა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. სუვერენიტეტი ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია. ირანისა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს გათვალისწინებული და ხელშეუხებელი“, - აღნიშნა იმ.
08 მარტი 2026, 16:29
რეგიონი
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
08 მარტი 2026, 16:26
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის მიმდინარეობას გაეცნო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დღეს, 8 მარტს დაიწყო.
08 მარტი 2026, 16:24
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლ ქალბატონებს, კომუნალური მეურნეობის სამსახურის მეეზოვეებს, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მორიგე ბრიგადის თანამშრომლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლურად ყვავილები გადასცა, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
08 მარტი 2026, 16:20
საზოგადოება
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
08 მარტი 2026, 16:14
საზოგადოება
კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალებს 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა და იმ ჟურნალისტ ქალბატონებს უმასპინძლა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა, ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
08 მარტი 2026, 16:13
პოლიტიკა
სამირა ბაირამოვა რელიგიური პირების განცხადებას აქვეყნებს, რომლებიც ბოკერიას ბრალდებებს პასუხობენ: ის ადამიანები, ვისაც აკრიტიკებს, იგივე პირები არიან, ვისაც სთხოვდა, მისი პარტიისთვის მიეცათ ხმა. ახლა უცებ რადიკალ ისლამისტებად გადაიქცა?
ისინი ბოკერიას წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვისაც ბოკერია აკრიტიკებს, იგივე პირები არიან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა.
08 მარტი 2026, 16:02
მსოფლიო
ირანში ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის შესახებ განაცხადეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაუმხელიათ
საბჭოს რამდენიმე წევრის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამასთან, რესპონდენტებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, თუ ვინ აირჩიეს ახალ ლიდერად. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიანიშნა, რომ საუბარია ალი ხამენეის ვაჟზე - მოჯთაბაზე, იტყობინება სააგენტო AFP.
08 მარტი 2026, 15:47
რეგიონი
ქუთაისის მერიაში ქალთა საერთაშორისო დღე აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს მიულოცეს
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სამშობლოს დასაცავად გაღებული უდიდესი მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადეს. ️
08 მარტი 2026, 15:46
სპორტი
რუმინეთთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დასრულდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი ავჭალის სტადიონზე ტარდება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა.
08 მარტი 2026, 15:16
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის გარშემო ვითარების ნებისმიერი ესკალაცია ავტომატურად საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის გარშემო დაძაბულობამ სამწუხაროდ ახალი განზომილება მიიღო, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მხრიდან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისადმი გაცხადებულ მუქარას ეხმიანება.
08 მარტი 2026, 15:13
მსოფლიო
The Telegraph: BBC-მ არასწორად თარგმნა ჰეგსეტის გამოსვლა, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან თქვა, რომ აშშ-ის სამიზნე ირანელი „ხალხია“
თავის გამოსვლაში ჰეგსეტმა თქვა: „აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს“, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან. ეს არ არის ე.წ. ომი რეჟიმის შესაცვლელად, თუმცა რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით უკეთესი გახდა“. მაგრამ, როდესაც BBC-მ ეს სპარსულად თარგმნა, ფრაზა ასე ჟღერდა: „აღმოჩნდა, რომ ხალხმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან“.


