არქივი
27 თებერვალი 2026, 12:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს
თუ კი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემ ანგარიშს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია საკუთარ ბანკს შექმნის, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.
27 თებერვალი 2026, 11:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან. ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას
ასეთი განცხადებები კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:54
მსოფლიო
Reuters: ტრამპი სთხოვს უზენაეს სასამართლოს სირიელი იმიგრანტების დაცვა შეაჩეროს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 11:51
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა.
27 თებერვალი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ბრიუსელმა გამოაცხადა საქართველო საკუთარ მტრად და ქართველ ხალხს, როგორც მტერს ისე ეკიდება
„ზოგადად, საქართველოს მიმართ მტრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვაქვს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ საქართველოს დღეს მტრობენ. სამწუხაროა, რომ ბრიუსელმა გამოაცხადა საქართველო საკუთარ მტრად და ქართველ ხალხს, როგორც მტერს ისე ეკიდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გაგვიმართლა, რომ ევროპის ხელმძღვანელობაში დღეს არის არაკვალიფიციური ხალხი, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდით
გაგვიმართლა, რომ ევროპის ხელმძღვანელობაში დღეს არის არაკვალიფიციური ხალხი, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდით,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ ელჩების ყოველდღიური თავდასხმები რომ არ იყოს საქართველოზე, რომ არ იყოს მეხუთე კოლონის დაფინანსება საქართველოში, რომელმაც ჩაშალა ნამოხვანჰესი, წარმოიდგინეთ რამხელა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა
ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, მეხუთე კოლონა გარე კარნახით ცდილობს დააზიანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, რათა მათ სათანადო პასუხი გავცეთ.
27 თებერვალი 2026, 11:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დაგვღალა ამ ადამიანმა მრავალსერიიანი „საპნის ოპერით“. ადრე მგონი სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტებიდან ისტორიაში მხოლოდ ერთია მიღებული, არადა დაინიცირებული აქვს ასობით
ადრე მგონი სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტებიდან ისტორიაში მხოლოდ ერთია მიღებული, არადა დაინიცირებული აქვს ასობით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ბრიტანეთის მთავრობის სახით გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, მათ თავისივე მოსახლეობის 83% არ ენდობა. ქვეყნის პრემიერს მოსახლეობის მხოლოდ 17% უჭერს მხარს
დღეს ბრიტანეთის მთავრობის სახით გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, მათ თავისივე მოსახლეობის 83% არ ენდობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი
უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი. როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან ბრიტანეთის, ევროკავშირისა თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფულის მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფრის დასტური, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სამარცხვინო რადის სამარცხვინო სპიკერი შეურაცხყოფას აყენებს შალვა პაპუაშვილს და საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობას და უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილს, სადაც სტეფანჩუკი წერს, რომ „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.
27 თებერვალი 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს წამოსცდა, რომ ჩვენ ვზიანდებით სანქციებს რომ ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდის და ეს როგორ გამოდისო
უკრაინის ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი. როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფულის მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფრის დასტური, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:27
მსოფლიო
Ipsos-ის კვლევა: ზელენსკიმ უკრაინაში ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, გამოკითხულთა მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, შესაბამისად, პესიმიზმი ოპტიმიზმს აჭარბებს
2026 წლის თებერვალში, საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Ipsos-მა, უკრაინაში პოლიტიკური განწყობების შესასწავლად, რეპრეზენტატული კვლევა ჩაატარა.
27 თებერვალი 2026, 11:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სოკოებივით მომრავლებულ მედიაენჯეოებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა
სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით.
27 თებერვალი 2026, 11:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი
გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
27 თებერვალი 2026, 11:21
საზოგადოება
საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს უმასპინძლა.
27 თებერვალი 2026, 11:18
რეგიონი
აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
27 თებერვალი 2026, 11:05
პოლიტიკა
გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე: რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ჰქვია
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიმართ მორიგ ბრალდებად აფასებს.
27 თებერვალი 2026, 10:59
მსოფლიო
ფაშინიანი: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რთულ პერიოდებში ანა ჩემ გვერდით იყო. ის იყო ჩემი საყრდენი და მხარდამჭერი. არ ვარ დარწმუნებული, მეც ვიყავი, თუ არა ასეთი მისთვის. ალბათ, უფრო მეტი ტკივილი მივაყენე, რის გამოც პატიებას ვთხოვ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ, ანა ჰაკობიანმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
27 თებერვალი 2026, 10:55
სპორტი
რუსთავში სახელოვანი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა
რუსთავის მერიის და საკალათბურთო კლუბი ,,რუსთავის“ ორგანიზებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირის საფინალო მატჩი და დახურვის ღონისძიება გაიმართა.
27 თებერვალი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.
27 თებერვალი 2026, 10:23
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.
27 თებერვალი 2026, 10:23
სამართალი
აჭარის პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ნ.ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული შ.ჩ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 10:22
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი „კლეფედრონი"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.
27 თებერვალი 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 10:19
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, ჩინეთის, ირანის, ინდოეთის, ზიმბაბვეს, ბანგლადეშისა და თურქმენეთის მოქალაქეები.
27 თებერვალი 2026, 10:16
სამართალი
თბილისში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 10:04
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს "ხალხის ძალის" ფრაქციების წარმომადგენლებთან საკრებულოებში
პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები ამჯერად წალკისა და თეთრიწყაროს საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და "ხალხის ძალის" ხედვებს ამ მიმართულებით. თეთრიწყაროსა და წალკაში, „ხალხის ძალის“ ლიდერებს გააცნეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, ისაუბრეს წალკისა და თეთრიწყაროს განვითარების პოტენციალზე.
27 თებერვალი 2026, 09:31
მსოფლიო
სასამართლომ გერმანიის დაზვერვას აუკრძალა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადოს
გერმანიის ქალაქ კელნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სარჩელი დააკმაყოფილა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 09:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება
დონალდ ტრამპი ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, კონგრესში მისი გამოსვლის დროს, დემოკრატი კონგრესმენების ქცევა მიუთითებს, რომ ისინი შეშლილები არიან და საჭიროა მათი დეპორტაცია.


