არქივი

25 თებერვალი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა სერბეთში 2800 წლის წინ დახოცილი ქალებისა და ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს

სამარხი გომოლავას არქეოლოგიურ მონაკვეთზე იპოვეს. დასახლება ძვ.წ. VI ათასწლეულში დაარსდა, თუმცა ძვ.წ. IX საუკუნისთვის იქ ნახევრად მომთაბარე ჯგუფებმა დაიწყეს თავმოყრა, რამაც „ფიზიკური, პოლიტიკური და კონცეპტუალური კონფლიქტები“ გამოიწვია.

დავით მათიკაშვილი

25 თებერვალი 2026, 10:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან მედიასაშუალებების სანქცირება

„ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს: „იმედს” და „პოსტვი”-ს!!! თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხვინო და ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედიასაშუალებების სანქცირება, მცდელობა რომელსაც შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ ექნება!!! ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიკვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად! დარწმუნებული ვარ “იმედიც” და „პოსტვიც” თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოვებული ჟურნალისტებით გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზაციურ არჩევანად და უპირობო ღირებულებად!!!”- წერს მათიკაშვილი.

ტომ ჰენკსი

25 თებერვალი 2026, 10:21

კულტურა

ტომ ჰენკსი აბრაამ ლინკოლნის როლს შეასრულებს

ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა ლინკოლნმა შვილის, უილიამის გარდაცვალება - ბიჭი 11 წლის ასაკში ავადმყოფობას შეეწირა. მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება - სწორედ მაშინ, როცა უილიამი კვდება. ამასთან, მოვლენები ძირითადად „ბარდოში“ წარიმართება - ეს არის შუალედური მდგომარეობა სიკვდილსა და სულის სხეულიდან საბოლოო გამოყოფას შორის.

25 თებერვალი 2026, 10:16

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული მ.თ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

25 თებერვალი 2026, 10:15

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 თებერვალი 2026, 10:15

საზოგადოება

სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის შესახებ KIU-ში სალექციო კურსს წაიკითხავს

ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის პოზიციონირებას, გააძლიერებს საერთაშორისო აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორობასა და ქართველ ახალგაზრდებს მისცემს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

25 თებერვალი 2026, 10:13

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 თებერვალი 2026, 10:04

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების განახლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფასა და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაზე.

25 თებერვალი 2026, 10:00

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2026, 09:58

მსოფლიო

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებზე: მათ გარიგების დადება სურთ, მაგრამ ჩვენ მათგან არ მოგვისმენია სიტყვები „არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ირანთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებს შეეხო და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას გარიგების დადება სურს, თუმცა ოფიციალურ თეირანს არასდროს უთქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს.

25 თებერვალი 2026, 09:28

მსოფლიო

თურქეთში F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. პილოტი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ ბალიკესირთან ახლოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2026, 09:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი „მეხუთე კოლონა“ რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სტივ უიტკოფი

25 თებერვალი 2026, 09:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 10 დღის განმავლობაში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 10 დღის განმავლობაში გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 08:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ

განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნეს მეთქი, თურმე ამ პროცესების მიზეზი, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

25 თებერვალი 2026, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რეგულაციების აუცილებლობას ვხედავთ სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი და ფასები დაარეგულიროს ბაზარმა და არა კომპანიებმა

„ამ დრომდე კომისიაში რაც მივიღეთ ინფორმაცია, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ნამდვილად საჭიროა რეგულაციები. ვიცით ყველამ ღია ეკონომიკაში, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარი არ უნდა დაიპყროს ორმა, ან თუნდაც ოთხმა კომპანიამ. იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი და ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილი

25 თებერვალი 2026, 08:30

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები. პირველ რიგში ვხვდებით საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს

გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები. პირველ რიგში ვხვდებით საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

ლევან მახაშვილი

25 თებერვალი 2026, 08:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დასანქცირება ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ ტელევიზიებმა - „იმედმა“, POSTV-მ საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონ სიმართლე

ეს ფაქტი [დასანქცირება] ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ ამ ტელევიზიებმა [„იმედი“, „პოსსტვ“] საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდოს სიმართლე, - განაცხადა ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

25 თებერვალი 2026, 08:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვიღაც, ქართული სახელით და გვარით, რომელსაც დაფინანსება აქვს გარედან, გამოდის და ლაშა ტალახაძეს აძაგებს და შეურაცხყოფას აყენებს - ჩვენ უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ეს ინსპირირებული

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ლაშა ტალახაძის და სხვა ქართველი სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და არასამთავრობო სექტორის მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

25 თებერვალი 2026, 08:10

თემა

ჯადოსნური მხარე, რომელიც ზმანებას ჰგავს: ჯონ სტეინბეკის მოგზაურობა საქართველოში

1947 წლის გაზაფხულზე ამერიკელმა მწერალმა, ნობელისა და პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტეინბეკმა გამოცემა New York Herald Tribune-გან საბჭოთა კავშირში გამგზავრებისა და რეპორტაჟების მომზადების შეთავაზება მიიღო. მწერალი აზარტით დათანხმდა ავანტიურულ მოგზაურობას, რადგან თვითონაც ძალიან აინტერესებდა იმ ქვეყნისა და ხალხის გაცნობა, რომელიც ე.წ. რკინის ფარდის იქით ცხოვრობდა, მით უფრო, რომ დასავლეთში, სადაც საბჭოეთის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერდა, ნაკლებად ჰქონდათ წარმოდგენა სოციალიზმის მშენებლებზე და მხოლოდ მითებსა და ლეგენდებს ქმნიდნენ მათზე. 1947 წლის ზაფხულში ცნობილ ფოტორეპორტიორთან რობერტ კაპასთან ერთად, სტეინბეკი მართლაც ეწვია საბჭოთა კავშირს და ჯერ რუსეთსა და უკრაინაში, მერე საქართველოში იმოგზაურა. ...სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, კიევსა თუ სტალინგრადში, ყველგან ჯადოსნური სიტყვა საქართველო გვესმოდა. რუსები მონუსხულივით ჰყვებოდნენ კავკასიის მთებში ჩაკარგულ ზღაპრულ ქვეყანაზე და თითქოს სჯეროდათ, რომ წესიერად და პატიოსნად თუ იცხოვრებდნენ, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად აუცილებლად საქართველოში მოხვდებოდნენ... - სწორედ ამგვარი შესავლით დაიწყო საქართველოზე თხრობა მე-20 საუკუნის კლასიკოსმა, რომელიც ისე მოიხიბლა მანამდე უცნობი ქვეყანის კოლორიტით, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა მეტად ემოციურად აღწერა საკუთარი შთაბეჭდილებები ე.წ. საგზაო ჩანაწერებში რუსულ დღიურში (A Russian Journal). საქართველოში მწერალი პირველ რიგში, მისი უძველესი ისტორიით და არქიტექტურით, თვითმყოფადი კულტურითა და ტრადიციებით, ტაძრების სიმრავლით, რელიგიური ტოლერანტობით და უნიკალური ბუნებით აღფრთოვანდა. სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა სტეინბეკისთვის ქართველების გაცნობაც, რომელთაც თავისი უშუალობით, ხელგაშლილობითა და სტუმართმოყვარეობით გააკვირვეს, მით უფრო, რომ მისივე განცხადებით, ქართველები აბსოლუტურად არ ჰგავდნენ რუსებს.

25 თებერვალი 2026, 08:08

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დებატებზე: ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას

აუცილებელი იყო, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს პროცესები დაძრულიყო. პარლამენტში როცა გამოვდიოდი, მოვუწონე ეს გზავნილი პრემიერს, რომ დადგა დრო და ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა დებატებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა“

25 თებერვალი 2026, 08:00

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს.

25 თებერვალი 2026, 07:54

თემა

უკანონოდ მოპოვებული მილიონები - როგორ გამდიდრდა ჯეფრი ეპშტეინი?

ჯეფრი ეპშტეინის საქმის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გამოითქვა არაერთი შეთქმულების თეორია და დაისვა უამრავი კითხვა. კერძოდ, როგორ დააგროვა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ქონება გავლენიანმა ფინანსისტმა, რომელიც სექსუალური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული; როგორ მოახერხა ჯეფრი ეპშტეინმა კარიერა დაეწყო მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად ისე, რომ კოლეჯის დიპლომიც კი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ნიუ-იორკის კონი-აილენდის მუშათა კლასის ოჯახში დაბადებული ბიჭი საკმაოდ იღბლიანი იყო. პირადი კონტაქტების წყალობით, 1976 წელს ეპშტეინმა საინვესტიციო ბანკ Bear Stearns-ში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ გაიგო მან, თუ როგორ მუშაობს მსხვილი ფინანსების სამყარო. 1980 წელს ეპშტეინი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი გახდა და ერთი წლის შემდეგ ბანკი დატოვა, თუმცა სამომავლოდ იქ მოპოვებული კონტაქტები კარგად გამოიყენა.

25 თებერვალი 2026, 01:41

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. სახელმწიფო დროშები, ასევე, დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე. საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 01:37

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, რომ ჩვენი ურთიერთობები დაიწყოს

ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 01:31

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე და უნდა გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი

საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე და უნდა გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ოლგა სტეფანიშინა

25 თებერვალი 2026, 01:14

მსოფლიო

აშშ-ში უკრაინის ელჩი: აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებისას ამერიკულ ინტერესებს არ შეეხოს

უკრაინის მთავრობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე ყაზახეთში არსებულ ამერიკულ ინტერესებს შეეხო, - განაცხადა უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოლგა სტეფანიშინამ.

25 თებერვალი 2026, 00:51

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 00:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით

4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მიხეილ ყაველაშვილი

25 თებერვალი 2026, 00:33

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს

ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

25 თებერვალი 2026, 00:31

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.