არქივი
18 თებერვალი 2026, 15:39
თავდაცვა
რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. რომში, საზღვაო ფლოტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პაატა პატიაშვილმა იტალიელ კოლეგასთან, მატეო პერეგო დი კრემნაგოსთან საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
18 თებერვალი 2026, 15:11
ტაბლოიდი
ოლიმპიადაზე მოთხილამურეების შეჯიბრში ძაღლი ჩაერთო🐺ვიდეო
მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე, ტეზეროს სათხილამურო ტრასაზე ძაღლი შეიჭრა. France 24 წერს, რომ ცხოველი თხილამურების გარეშეც კი, ვაჟკაცურად გაჰყვა ორ კონკურენტს - საბერძნეთის წარმომადგენელ კონსტანტინა ჩარალამპიდუსა და ხორვატ ტენა ჰაჯიჩს.
18 თებერვალი 2026, 15:10
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ფაქტია, რომ იყო აშშ-ის სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში
ფაქტია, რომ იყო აშშ სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მისცემს უფლებას, გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და მის პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს.
18 თებერვალი 2026, 15:07
პოლიტიკა
პრემიერი: მოთმინების კულტურა - ეს არის ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში. გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება, მისი ხელმძღვანელობით მოვახერხეთ სუვერენიტეტის განმტკიცება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 15:02
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ძირითადი გზავნილები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ სწორ მიდგომასა და პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველომ დაიწყო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი „ქრონიკასთან“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება. ლაშხი მიიჩნევს, რომ გზავნილები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაშია ასახული, მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები უცხოური გავლენის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არის სწორი.
18 თებერვალი 2026, 15:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც გადავხედეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას უცხოური ძალების ჩარევის აკრძალვასთან დაკავშირებით, მეგონა, რომ 2023 წლის „ხალხის ძალის“ წერილებს ვკითხულობდი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მისცემს უფლებას, გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და მის პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს.
18 თებერვალი 2026, 14:55
მსოფლიო
ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე ორ საათში დასრულდა
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, ჟენევის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
18 თებერვალი 2026, 14:54
სამართალი
ვრცელდება ჩანაწერი, სადაც წყაროს ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს. VIDEO
ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც მედიას ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფმა მხარემ მიაწოდა. მხარემ ასევე, წარმოადგინა დასკვნა ჩანაწერის ავთენტიკურობის თაობაზე. წყაროს ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში კილაძე ქოლ-ცენტრებზე, ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებაზე საუბრობს.
18 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
პრემიერი: არც ერთი ხელისუფლება, რომელიც მფარველობს ნარკოტიკულ დანაშაულს, ციხეში არ უშვებს 2 300 ნარკორეალიზატორს 8 თვის განმავლობაში, ჩვენ ვებრძოდით ე.წ. ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც
2300 ნარკორეალიზატორი გავუშვით ციხეში 8 თვის განმავლობაში, ეს არის პასუხი სპეკულაციაზე, ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა, აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა, თავად დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეს შედეგები მიღწეულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 14:49
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობაში საჭიროა დემოგრაფიული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება - შობადობის შემცირება ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და ოჯახური ტრადიციების რყევა შეინიშნება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც დემოგრაფიის საკითხებზე ინტერპელაციის წესით უსმენდნენ პრემიერ-მინისტრის მოხსენებას.
18 თებერვალი 2026, 14:48
პოლიტიკა
პრემიერი: სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე განახევრებულია
„რეალურად, ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708 ათასიდან დაახლოებით 8%. ეს არის პირველადი ანალიზი. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც არსებითად არ მომხდარა 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
18 თებერვალი 2026, 14:47
სამართალი
ბენ ანორის ადვოკატი: ვინ დაიჯერებს დღეს, რომ ელისო კილაძემ მისი ოფისის ერთი სართულით მაღლა ვინ რას საქმიანობდა, ეს არ იცოდა?! კილაძე ებრძოდა იმ „ქოლ ცენტრებს“, რომლებიც მათი კონკურენტი იყო
ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტი ელისო კილაძის დაკავება პროკურატურისთვის მათ მიერ წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
18 თებერვალი 2026, 14:43
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი და ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 4 წლიანი მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის განახევრება
2012 წელს მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში, 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, რომელიც 2020 წლისთვის უკვე შემცირებული იყო დაახლოებით 21%-მდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 14:39
სამართალი
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: ინფორმაცია ახალ ბრალთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მედიასაშუალებებიდან, ამიტომ რა სახის ბრალზეა საუბარი ან რა მტკიცებულებებია, ჩემთვის უცნობია
ინფორმაციას ახალ ბრალთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მედიასაშუალებებიდან, ამიტომ რა სახის ბრალზეა საუბარი ან რა მტკიცებულებებია ჩემთვის უცნობია. დაველოდოთ ბრალის წარდგენას, ამ საქმის მასალების გადმოცემის პროცესს და ამის შემდგომ შეგვიძლია სამართლებრივი განმარტება გავაკეთოთ, - განაცხადა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
18 თებერვალი 2026, 14:38
პოლიტიკა
პრემიერი: მივიღეთ გადამჭრელი ზომები, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში, ისე მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, ამ ყველაფერში განუზომელი როლი აქვს ლევან ჟორჟოლიანს
ჩვენ, როგორც ნარკოტიკების, ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციის შემთხვევაში მივიღეთ გადამჭრელი ზომები, ასევე გადამჭრელი ზომები მივიღეთ მართვის სისტემის მოწესრიგებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 14:37
სამართალი
ელისო კილაძის ადვოკატი: მიმდინარეობს ელისო კილაძის სახლის ჩხრეკა
„არაფერი ვიცი.. დამირეკეს რომ დაკავებულია. გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა მითხრა, რომ პროკურატურაში იმყოფება და ადვოკატს საჭიროებს. მიმდინარეობს სახლის ჩხრეკა, მე ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
18 თებერვალი 2026, 14:37
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ევროკავშირი საგრძნობლად დასუსტდა. ის აღარ არის გლობალური ძალა. ომი ევროპაშია, თუმცა ევროკავშირი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ზის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირიდან გასვლა არასდროს ყოფილა ბუდაპეშტის დღის წესრიგში.
18 თებერვალი 2026, 14:36
ტექნოლოგიები
ჩინეთში ახალი წლის დადგომა მოცეკვავე რობოტების შთამბეჭდავი შოუთი აღნიშნეს. ვიდეო
საუბარია გამოსვლაზე, რომელშიც ადამიანებთან ერთად რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტები მონაწილეობდნენ. ისინი საბრძოლო ხელოვნების ელემენტებსა და საცეკვაო ილეთებს შთამბეჭდავად და სინქრონულად/ ასრულებდნენ.
18 თებერვალი 2026, 14:33
საზოგადოება
პრემიერი: მზად ვართ, უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ
2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 14:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის წევრებს: ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით
თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
18 თებერვალი 2026, 14:32
მსოფლიო
The Economist-ის ინფორმაციით, ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას ივნისისთვის დამღუპველ დათმობაზე წასვლა აიძულოს, რათა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს
ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა უკრაინას ივნისისთვის დამღუპველ დათმობაზე წასვლა აიძულოს, რათა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს. სტატიას ამ შინაარსით The Economist-ი ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 14:29
ეკონომიკა
ლევან მუხუზლა: სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია
სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
18 თებერვალი 2026, 14:21
პოლიტიკა
პრემიერი: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან მომატებულია მაჩვენებელი. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, გვაქვს მსოფლმხედველობრივი გამოწვევა
ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, მძიმე პროცესებია დაწყებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
18 თებერვალი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
18 თებერვალი 2026, 14:15
პოლიტიკა
პრემიერი: გენდერული პოლიტიკის, როგორც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ასპექტის მიზანი იყო დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესება. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში უკვე შევიდა ცვლილებები, მოვახერხეთ ამ ასპექტისგან გათავისუფლება
დემოგრაფიული საკითხები არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუკი სადმე გვაქვს უარყოფითი ტენდენციები, ეს არის, სწორედ, დემოგრაფია, შობადობა, ქორწინება-განქორწინება და აქ, სამწუხაროდ, ნაკლებად ეფექტურია ეკონომიკური ზრდა და ფინანსური პრივილეგიები, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი ტენდენციების ცვლილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზე, რომელზეც ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.
18 თებერვალი 2026, 14:10
მსოფლიო
Politico: „რესპუბლიკელები“ ტრამპის ინიციატივას ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ ეწინააღმდეგებიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემა აკრძალოს, თუმცა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები მის ამ ინიციატივას ჯერ არ ითვალისწინებენ. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 14:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით
„უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, ჭარბ ტვირთად არ დააწვება არც კერძო სექტორს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება,“- განაცხადა პრემიერმა.
18 თებერვალი 2026, 14:04
პოლიტიკა
პრემიერი: შარშან 1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას, ამ კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები, ზოგადად, რაც შეეხება დემოგრაფიას, არის ერთადერთი მსხვილი სფერო, სადაც გვაქვს უარყოფითი ტენდენციები და მაჩვენებლები არ არის სახარბიელო, თუმცა შარშან გვქონდა დამაიმედებელი სტატისტიკა - პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ ისე, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:57
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ პატრიოტს - ბატონი ბიძინა დღესაც, საკუთარი მაგალითით, მონდომებითა და შეუდარებელი სიმტკიცით არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი
„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ პატრიოტს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უდიდესი ძალისხმევისთვის, რამაც ქვეყანას ეროვნული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი განვითარების შესაძლებლობა მისცა. ბატონი ბიძინა დღესაც, საკუთარი მაგალითით, მონდომებითა და შეუდარებელი სიმტკიცით არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას საკუთარ ოჯახთან ერთად!“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.


