არქივი
17 თებერვალი 2026, 17:46
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე
ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
17 თებერვალი 2026, 17:45
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: მაიკ ბენცის განცხადებებით დადასტურდა, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები გარედან ფინანსდებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მაიკ ბენცის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ის, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ამტკიცებდა უცხოურ დაფინანსებასა და ჩარევაზე, დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დასტურდება.
17 თებერვალი 2026, 17:31
მსოფლიო
ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 17:31
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
17 თებერვალი 2026, 17:23
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 17:05
მსოფლიო
Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა
ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 17:03
რეგიონი
18 თებერვალს დღის საათებში, „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის 281-ე კმ-ზე, (სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ. პკ2-ში) მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებისა და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება.
17 თებერვალი 2026, 17:01
სამართალი
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
17 თებერვალი 2026, 16:32
რეგიონი
საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 16:08
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ოპოზიცია 4 წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება" ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია ისევ ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მშვიდობის თემაზე ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას ეხმიანება. იგი ამ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამის განცხადებებს აქვეყნებს.
17 თებერვალი 2026, 16:05
მსოფლიო
The Financial Times: უნგრელმა სამართალდამცველებმა სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ბომბის განთავსების შესახებ უკრაინულ ენაზე შედგენილი ათობით მუქარა მიიღეს
უნგრეთის სამართალდამცველების ცნობით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ბომბის განთავსების შესახებ ათობით მუქარა მიიღეს - მუქარის წერილები უკრაინულ ენაზეა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 15:53
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი: დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში, 2200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკების ქსელია განვითარებული
საქართველოში დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ სეზონზე მრავალფეროვან, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 15:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მაიკ ბენცმა ხაზი გაუსვა სიმართლეს, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები იყო დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიერ, ვინც აფინანსებდა ამ არეულობას
მაიკ ბენცმა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას და იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს დასაზიანებლად გარე ძალების მოქმედებებზე ამერიკელი ექს-მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველოში, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები უცხოური ფინანსებით ხდებოდა.
17 თებერვალი 2026, 15:49
პოლიტიკა
პრეზიდენტი: პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენება წარვადგინე - სახელმწიფო მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოებრიობის არსს
„საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენება წარვადგინე. სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
17 თებერვალი 2026, 15:44
მსოფლიო
მაიკ ბენცი: ევროკავშირი ორბანის რეჟიმის შეცვლას ცდილობს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანამშრომელი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, მაიკ ბენცი აცხადებს, რომ ევროკავშირის „დიფ სთეითის“ მოქმედი პირების ყურადღება ახლა უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეა გადატანილი.
17 თებერვალი 2026, 15:35
მსოფლიო
მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 17 მსახიობი და ბიზნესმენი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ეკონომიკური დანაშაულის ფაქტზე 17 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 15:29
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს
„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას“ - მიულოცა სპორტსმენებს დიმიტრი ხუნდაძემ.
17 თებერვალი 2026, 15:23
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება
რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, დღეს საქართველო უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე უკრაინაა.
17 თებერვალი 2026, 15:13
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში არ მოხდეს უცხოური ფული, რომელიც გავლენას მოახდენს მის ფორმირებაზე
„გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში არ მოხდეს უცხოური ფული, რომელიც გავლენას მოახდენს მის ფორმირებაზე. ეს არის მთელი ამ კანონის დედაარსი. ხოლო, ის სხვადასხვა ინტერპრეტაცია, რომელიც მოწინააღმდეგეების მხრიდან მოყვა ამ ცვლილებას, არის მხოლოდ მცდელობა იპოვონ შავი ხვრელები ამ კანონში, მოახერხონ უკანონო უცხოური ფულის შეშვება ქართულ პოლიტიკაში და უცხოეთიდან მისი ამგვარად დაფინანსება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
17 თებერვალი 2026, 14:58
სამართალი
იზა ომაძე: სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო[ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას
„სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო[ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას“, - განუცხადა „ქრონიკას“ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ.
17 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
„გვაგინებდნენ, გვესროდნენ ქვებს და ჯებირის ნამსხვრევებს. ფეხში მომხვდა ფილაქნის ქვა. თანამშრომლებმა წამომაყენეს და შევედი შიგნით [პრეზიდენტის] სასახლეში. ეზოში გამოსვლიდან 15 წუთში მივიღე დაზიანება. დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდებოდი. სხვა ჩემი თანამშრომლებიც დაშავდნენ“, - იხსენებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დავით დავითელაშვილი.
17 თებერვალი 2026, 14:54
სამართალი
ნინო ქადაგიძე ჟვანია კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე: ბუსამ არაფერი იცოდა. ურთიერთობა ჰქონდა კაკულიებთან, ბავშვობის მეგობრები არიან. ერთი უბედურება არის, რაც კვარაცხელიებს დაემართათ და მეორე, რომ უდანაშაულო ადამიანს ასეთ ბრალს წაუყენებ
ნინო ქადაგიძე ჟვანია, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმესთან მისი შვილის კავშირს უარყოფს.
17 თებერვალი 2026, 14:50
პოლიტიკა
ხუნდაძე: დღეს შედარებით ადვილია მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. 4 წლის წინ კი, როცა ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა, სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.
17 თებერვალი 2026, 14:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ახალაიას განცხადებებზე: როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია
თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია“.
17 თებერვალი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა
ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა , - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“.
17 თებერვალი 2026, 14:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პრეზიდენტის ქმედებები არის თანმიმდევრული, იცავს იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული. ის ქართული საზოგადოების მოკავშირეა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში
კვლავ დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს იმისთვის, რომ საქართველო ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს, ქართველი ხალხის კეთილდღეობის დაზიანების ხარჯზე კი, ჩვენი სამშობლო საკუთარი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ განაცხადა.
17 თებერვალი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ახალაიაზე: დღესაც ვერ მალავს იმ მიდრეკილებას, რომელიც გააჩნია დანაშაულებრივი საქმიანობისადმი
მაშინაც კი, როდესაც ის ბრალდებულის სტატუსით არის წარმოდგენილი, ფაქტობრივად, ამგვარი განცხადებებით ხელს აწერს იმ ბრალდებას, რომელიც მას წარედგინა პროკურატურის მხრიდან, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა.
17 თებერვალი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ამერიკელი ხალხის ფული, რომელიც სრულიად სხვა მიზნებს უნდა მომსახურებოდა, იხარჯებოდა საქართველოში ისეთ პროცესებში, რომელიც არც ამ ფულის გაცხადებულ მიზნებში ჯდებოდა და არც საკანონმდებლო სივრცეში ექცეოდა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
17 თებერვალი 2026, 14:39
მსოფლიო
ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი, ჯესი ჯექსონი გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი, ჯესი ჯექსონი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა
„მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. მან ქვეყნის გამოწვევებსა და წარმატებებზე ისაუბრა. ასევ ისაუბრა იმ მოცემულობაზე, რა პოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველომ შეძლო და წარმატებით გაართვა თავი უმძიმეს გამოწვევებს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია პრეზიდენტის გამოსვლას მაღალი შეფასება მივცეთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


