9 აპრილის შესახებ ივანიშვილის წერილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ღია წერილს მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს. წერილს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით კი, ივანიშვილის წერილი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასებაა.
"რასაკვირველია, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული. რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად შეეწირა ეროვნული ინტერესები მაშინ, როცა გაერთიანება გვმართებდა. სწორედ ამაზე წერს ბიძინა ივანიშვილი", - თქვა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით კი, წერილში გზავნილი მკაფიოდ არის მოცემული. მისი შეფასებით, ივანიშვილის ამ წერილზე გაკეთებული შეფასებები იქნება ლუსტრაცია, თუ "ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და დაპირისპირების ნაწილში".
წერილს ყატარიდან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი განცხადებით, წერილი ერთიანობისა და ერთსულოვნების სულისკვეთებით არის დაწერილი. "9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
წერილს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი ისტორიის დამახინჯებული შეფასებაა: "უნდა განსაზღვროს ყველამ, სად იდგა ცხრა აპრილს - დამოუკიდებლობის მხარეს იდგა თუ რუსეთის მხარეს. საქართველოს მხარეს იდგა, როგორც თუნდაც მე ვიდექი თუ რუსეთში ბირჟაზე", - თქვა გოცირიძემ.
წერილს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოც". დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ივანიშვილის ეს წერილი შუალედურ არჩევნებს დაუკავშირა. ჭიაბერაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში 9 აპრილის „გმირებს“ ეხმარებოდა. "გენერალ ლებედს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ ეს ფარისევლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და ამ შემთხვევაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - თქვა ჭიაბერაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მოვლენებიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ქვეყნის ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას წინ სწორედ 9 აპრილის სულისკვეთება უძღვოდა და შედეგად მეშვიდე წელია, ქვეყანას რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა მართავს. ამ ფონზე კი „ქაოსის მსურველი ძალები დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით სარგელობენ და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ რევანშზე ფიქრობენ, ივანიშვილი მიიჩვნევს, რომ წარსულში მიბრუნება წარმოუდგენელია და წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ფიქრობს, რომ პოლიტიკური წარსულის მიუხედავად მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ. მისი განმარტებით ეს მეხსიერების წაშლას, ვინმესთვის დანაშაულის მიტევებას არ ნიშნავს, მაგრამ პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება უნდა დასრულდეს.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს
დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.
15 აპრილი 2026, 15:09
პოლიტიკა
ზარქუა: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩაფლავდები
რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას
15 აპრილი 2026, 15:06
სამართალი
პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 15:02
რეგიონი
სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი“.
15 აპრილი 2026, 14:57
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფაზე თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს
„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსით მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს“, - დასძინა მადიარმა.
15 აპრილი 2026, 14:45
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 14:40
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
15 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია
ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა, როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.
15 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება
ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.
15 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც
ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 აპრილი 2026, 14:18
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ“.
15 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 14:12
საზოგადოება
ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
15 აპრილი 2026, 14:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.
15 აპრილი 2026, 14:08
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.
15 აპრილი 2026, 14:07
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.
15 აპრილი 2026, 14:03
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება
„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
15 აპრილი 2026, 13:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან
სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.
15 აპრილი 2026, 13:56
მსოფლიო
პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


