imedi /  08 აპრილი 2019, 10:52 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით ღია წერილი გაავრცელა. 

ბიძინა ივანიშვილი წერილში აცხადებს, რომ საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. 

"საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და  ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.

საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.

1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა -  მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენლმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.

ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:

ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატოს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.

2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.

ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთგატანის  ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.

მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ნგრევის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის, ყოველგვარი რევოლუციური სცენარების გარეშე, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში მოვახდენდით ემოციური მუხტისა და რაციონალიზმის იდეალურ შერწყმას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით - ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მაგრამ მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება:

როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა.  ნიშანდობლივია, რომ  ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა  საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.

პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას - უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება  ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა  და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება  9 აპრილის იდეალების ღალატი.

წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული.

9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!", - წერს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში.

ყველა სიახლე

ბაჩო ოდიშარია

27 თებერვალი 2026, 00:03

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხარიათ, როდესაც გვაშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ძალიან ტრაგიკული საყურებელია მათი ქცევა

ეს არის ძალიან ტრაგიკული მოცემულობა, როდესაც უყურებ, რომ შენი თანამოქალაქე ხარობს შენი ქვეყნის ძალიან ცუდი მდგომარეობით. რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხაროდათ, ამდენი წლის მანძილზე, რითაც გვაშანტაჟებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუჩერდება საქართველოს, - ასე ეხმაურება „პოსტვ“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოპოზიციის და მათთან აფილირებული პირების „სიხარულის ყიჟნას“.

26 თებერვალი 2026, 23:51

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ სანქციები იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის

პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მოსახლეობას მუდმივად აშანტაჟებენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი რითაც მუდმივად მოსახლეობას აშანტაჟებენ ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

26 თებერვალი 2026, 23:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ეს სანქცია არაფერს წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ. ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა. შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს

თავიდან „ფეიკნიუსი“ მეგონა იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა დარჩა კომიკურ გარემოში. შეუძლებელია, რომ სხვანაირად შეხედო. მიზეზი არის, რომ „პოსტვ“-ის და „იმედს“ გამოუწვევია უკრაინაში დესტაბილიზაცია და წაურთმევია სუვერენიტეტი და დაუბრალებია კორუფცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „პოსტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

26 თებერვალი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა

უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:36

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს

,ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".

26 თებერვალი 2026, 23:34

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.

26 თებერვალი 2026, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც უნდა ანალოგიური გზა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს

მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:15

პოლიტიკა

კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით

ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

26 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.

26 თებერვალი 2026, 22:58

მსოფლიო

ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ალექსეი არესტოვიჩი

26 თებერვალი 2026, 22:52

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

26 თებერვალი 2026, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.

ჰილარი კლინტონი

26 თებერვალი 2026, 21:35

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

26 თებერვალი 2026, 21:10

მსოფლიო

The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას

ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.

26 თებერვალი 2026, 21:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა