9 აპრილის შესახებ ივანიშვილის წერილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ღია წერილს მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს. წერილს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით კი, ივანიშვილის წერილი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასებაა.
"რასაკვირველია, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული. რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად შეეწირა ეროვნული ინტერესები მაშინ, როცა გაერთიანება გვმართებდა. სწორედ ამაზე წერს ბიძინა ივანიშვილი", - თქვა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით კი, წერილში გზავნილი მკაფიოდ არის მოცემული. მისი შეფასებით, ივანიშვილის ამ წერილზე გაკეთებული შეფასებები იქნება ლუსტრაცია, თუ "ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და დაპირისპირების ნაწილში".
წერილს ყატარიდან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი განცხადებით, წერილი ერთიანობისა და ერთსულოვნების სულისკვეთებით არის დაწერილი. "9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
წერილს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი ისტორიის დამახინჯებული შეფასებაა: "უნდა განსაზღვროს ყველამ, სად იდგა ცხრა აპრილს - დამოუკიდებლობის მხარეს იდგა თუ რუსეთის მხარეს. საქართველოს მხარეს იდგა, როგორც თუნდაც მე ვიდექი თუ რუსეთში ბირჟაზე", - თქვა გოცირიძემ.
წერილს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოც". დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ივანიშვილის ეს წერილი შუალედურ არჩევნებს დაუკავშირა. ჭიაბერაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში 9 აპრილის „გმირებს“ ეხმარებოდა. "გენერალ ლებედს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ ეს ფარისევლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და ამ შემთხვევაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - თქვა ჭიაბერაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მოვლენებიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ქვეყნის ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას წინ სწორედ 9 აპრილის სულისკვეთება უძღვოდა და შედეგად მეშვიდე წელია, ქვეყანას რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა მართავს. ამ ფონზე კი „ქაოსის მსურველი ძალები დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით სარგელობენ და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ რევანშზე ფიქრობენ, ივანიშვილი მიიჩვნევს, რომ წარსულში მიბრუნება წარმოუდგენელია და წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ფიქრობს, რომ პოლიტიკური წარსულის მიუხედავად მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ. მისი განმარტებით ეს მეხსიერების წაშლას, ვინმესთვის დანაშაულის მიტევებას არ ნიშნავს, მაგრამ პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება უნდა დასრულდეს.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 18:50
მსოფლიო
რუსული საფრთხის გაძლიერების ფონზე მაკრონმა მთავრობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის შემუშავება დაავალა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მთავრობას „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის“ შემუშავება დაავალა.
18 სექტემბერი 2026, 18:48
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.
18 სექტემბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
18 სექტემბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ
ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.
18 სექტემბერი 2026, 18:22
მსოფლიო
Euronews: ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს
ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს, - წერს Euronews-ი.
18 სექტემბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ
მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.
18 სექტემბერი 2026, 18:09
საზოგადოება
შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს
მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა პერანიძემ განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 18:06
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!
თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
18 სექტემბერი 2026, 18:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.
18 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ
„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
18 სექტემბერი 2026, 17:56
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.
18 სექტემბერი 2026, 17:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.
18 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.
18 სექტემბერი 2026, 17:43
საზოგადოება
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
18 სექტემბერი 2026, 17:42
ეკონომიკა
J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით
მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
18 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:31
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს
მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.
18 სექტემბერი 2026, 17:29
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.
18 სექტემბერი 2026, 17:27
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
შალვა სუთიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით
ეს ციფრები და კონკრეტული პროგრამები მკაფიო და ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმოგზაუროს, დაკავდეს სპორტით და გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.


