imedi /  15 მაისი 2019, 14:48 / სანდო წყარო

გიორგი ქობულიამ ის საკითხები ჩამოთვალა, რაშიც მთავრობას არ ეთანხმება და პრობლემებს ხედავს

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

უკვე ერთი საათია პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს უსმენენ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ითქვა, შეხვედრას უმრავლესობა არ დაესწრებოდა, შეხვედრაზე მაინც მივიდა "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვილი და ბიძინა გეგიძე.

გიორგი ქობულიამ თავდაპირველად მისი ხედვები გააცნო კანონმდებლებს, შემდეგ კი იმ მიმართულებებზე ილაპარაკა, რაშიც მთავრობას არ ეთანხმება და პრობლემებს ხედავს. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობაში გადაწყვეტილებებს დაგვიანებით და ხშირ შემთხვევაში ემოციურად და გაუაზრებლად იღებენ. ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ინვესტორთა მოზიდვის ერთიანი ხედვა, ეს მაშინ, როდესაც მისი შეფასებით, უცხოელი მსხვილი ინვესტორები ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია. 

ქობულიამ განაცხადა, რომ გასაძლიერებელია მიდგომა ჰესების და ქარის პროექტების მიმართულებით. მისივე თქმით, წლების განმავლობაში გაზის სექტორში საქართველოს გაზის ერთი მომწოდებელი ჰყავს და ეს სექტორი დარეგულირებული არ არის. ყოფილი მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის "აბსოლუტურად ბუნებრივი პარტნიორია გაზის მოხმარებაში:

"ყველაფერზე რომ კითხვები გვიჩნდება, ასეთი კითხვა არავის გასჩენია, რომ წლების განმავლობაში ამ მთავრობის და იმ მთავრობის პერიოდშიც, ერთი კომპანიაა და რა ფასშიც უნდა იმ ფასში მიაწვდის. კომერციულ სექტორს სხვა გამოსავალი, რომ სხვა კომპანიისგან იყიდოს გაზი, არ აქვს. ეს საკითხი მოსაგვარებელია, ან უნდა შეიქმნას კონკურენცია, ან თუ ეს მონოპოლიაა, მაშინ უნდა დარეგულირდეს. დაურეგულირებელი მონოპოლია მე მგონი არ არის კარგი საქმე", - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა ასევე საჯარო სტრუქტურებში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და თქვა, რომ ამ მხრივ სახელმწიფო უწყებები კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევენ.

ქობულიამ ასევე ისაუბრა მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის შესახებ, რომელზეც თქვა, რომ "რატომღაც წლების განმავლობაში ამ მონაკვეთის დასრულების საკითხი არ წყდება". 

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე გადაცემა „ფორბსის კვირაში“ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადადგომის  შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ის თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.  

„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეპირებული შედეგი ვაჩვენოთ, ბუნებრივია ცვლილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა: არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ - საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაში არ არის, სისტემური რატომაა? იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება

ყველამ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ.

28 მაისი 2026, 17:02

საზოგადოება

უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:59

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:51

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:49

რეგიონი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 მაისი 2026, 16:40

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

28 მაისი 2026, 16:24

მსოფლიო

შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს

შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 16:09

საზოგადოება

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.