საქართველო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს უმასპინძლებს
ჩრდილოატლანტიკური საბჭო
ფოტო: ნატო
ქრონიკის ექსკლუზიური ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა.
თბილისში ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლები ჩამოვლენ. ინფორმაცია „ქრონიკის“ კორესპონდენტს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ დაუდასტურა
ეს იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთა მეხუთე ვიზიტი საქართველოში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკაზე.
საქართველო ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოდან ახალ მხარდამჭერ განცხადებებს, გადაწყვეტილებებს და გზავნილებს ელოდება.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ საქართველოს ელჩთან აქტიურად, რომ გვქონდეს კონკრეტული შედეგები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტისთვის. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება. ახლახან, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ნატო აცხადებს მზადყოფნას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმავოს.
ეს მოიცავს ბევრ ელემენტს. ნატო დაეხმარება საქართველოს უკეთესი სურათი ჰქონდეს, თუ რა ხდება საჰაერო სივრცეში, სიღრმისეული და კიდევ უფრო ხშირი კონტაქტი იქნება ნატოსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე სიტუაციის შესასწავლად, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
ნატოში ჩემი მუშაობის პერიოდში ჩრდილოატლანტიკური საბჭო არ წვევია ორგანიზაციის არც ერთ სხვა პარტნიორს იმაზე ხშირად, ვიდრე საქართველოს. ეს ბევრს ნიშნავს და დემონსტრირებაა იმ დამოკიდებულების, რაც საქართველოს მიმართ აქვს ნატოს. ეს ვიზიტი არის ნაწილი ჩვენი 2019 წლის დატვირთული დღის წესრიგის. იყო ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, საქართველოს ეწვია სამხედრო კომიტეტი, ჩატარდა ერთობლივი წვრნთები, საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს - ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული და მართლაც ნიშნავს, მეტ ნატოს საქართველოში.
პოლიტიკურ დონეზე ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მაღალ დონეს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტიც ამის დასტურია და აქტიური თანამშრომლობის დადასტურებაა. ასევე, ეს არის სიგნალი, რომ დიახ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები და მეორეს მხრივ, მზად ვართ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ ურთიერთობას. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით“, - თქვა ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
ნატოს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე - მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ლანა მორგოშია: საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
22 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
22 ივნისი 2026, 14:17
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების „N1 ცვლილება“ განიხილეს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
22 ივნისი 2026, 14:15
საზოგადოება
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.
22 ივნისი 2026, 14:14
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 14:12
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 14:10
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
22 ივნისი 2026, 14:10
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს.
22 ივნისი 2026, 14:08
სამართალი
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი: პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომც არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს
ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს, - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე,
22 ივნისი 2026, 14:08
საზოგადოება
ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ.
22 ივნისი 2026, 14:07
მსოფლიო
Politico: კოშტას მოსკოვთან კონტაქტის აღდგენის მცდელობამ ევროკავშირის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია
გამოცემა წერს, რომ საჯაროდ ლიდერები კოშტას დასაცავად რიგში ჩადგნენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტაქტი „გასაგები“ იყო, ხოლო ბელგიელმა ბარტ დე ვევერმა ეს „სრულიად ნორმალურ“ მოვლენად შეაფასა და კამერების წინ კოშტასთან იხუმრა კიდეც, ევროკავშირმა ის მოსკოვში პირადად უნდა გაგზავნოსო.
22 ივნისი 2026, 13:55
მსოფლიო
ფილიპინებზე სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც 14 და 15 წლისანი არიან, დაკავებულები არიან. ერთი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს, მეორე კი მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
22 ივნისი 2026, 13:54
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
22 ივნისი 2026, 13:53
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის. სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას - ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან
იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის განვლილ გზას აღწერს.
22 ივნისი 2026, 13:51
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.
22 ივნისი 2026, 13:48
რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.
22 ივნისი 2026, 13:23
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა.
22 ივნისი 2026, 13:22
მსოფლიო
საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს
22 ივნისი 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს: სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.


