საქართველოში ივლისში 6%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა
საქართველო
ფოტო:www.shutterstock.com
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ივლისში გასულ წელთან შედარებით თითქმის 6%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. როგორც ირკვევა, ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტების რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტორების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზეა.
ივლისში საქართველოში 1 099 474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან. ლიდერობს გერმანია, შემდეგ ლატვია, ავსტრია და პოლონეთი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 26%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ტურისტებს რუსეთიდან აქ 14%-იანი კლება შეინიშნება. ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი 48,8%-ით შემცირდა საჰაერო გზით. ისინი ალტერნატივად საზღვაო და სახმელეთო გზას ირჩევენ.
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია იანვარ-ივლისში გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით 7,8%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ტურისტულ ვიზიტებს 14%-იანი კლებაა გვაქვს“- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ტუროპერატორების განცხადებით, ივლისში საქართველოს ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდა და რუსი ტურისტების ნაკადი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა გადაფარეს.
„იცვლება სტუმრების მახასიათებლები და იცვლება ბაზრები, საიდანაც შემოდიან საქართველოში. რუსეთის ბაზარზე მომხდარი ცვლილება აისახა რამდენიმე რეგიონზე. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს დანაკარგი ჩავანაცვლოთ სხვა ბაზრებიდან“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი ქეთი მიქაშავიძე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს, რაც წინა წელთან შედარებით +14.9%-იანი ზრდაა.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი: ისრაელი ირანთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გამორიცხავს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.
16 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა დიდი ბრიტანეთით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ თავისი ბრიტანელი კოლეგით, კირ სტარმერით, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაზე, როდესაც ირანთან ომი დაიწყო.
16 მარტი 2026, 21:59
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა გააკეთა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას
ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
16 მარტი 2026, 21:47
ეკონომიკა
ვინ განსაზღვრავს სასურსათო ფასებს ბაზარზე - პარლამენტის დროებითი კომისია საცალო ქსელებზე მიანიშნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ე.წ. ქეშბექი კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დღეს კომისიის წევრები ორგანიზებული ბაზრის ლიდერ კომპანიებს უსმენდნენ, რომლებთანაც წინა სხდომებზე ყველაზე მეტი პრეტენზია გამოითქვა.
16 მარტი 2026, 21:42
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, საექსპორტო პროდუქციის გაფართოება, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება - სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - საინვესტიციო ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით შესრულებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
16 მარტი 2026, 21:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობის გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები
„ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს“.
16 მარტი 2026, 21:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში
99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“ და რეალური დიალოგის პერსპექტივა - ხაზარაძე- ჯაფარიძის პარტია ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის სამიზნედ იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ლელოს“ ინიციატივა დიალოგის შესახებ, გაბრაზებული ოპოზიცია და ხელისუფლების პასუხი - პრემიერი მიიჩნევს, რომ მოწოდება თვითგადარჩენის მცდელობაა. ერთადერთი, რაც „ლელომ“ მიიღო, მათზე გაბრაზებული კოლეგები არიან ოპოზიციიდან.
16 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გაშლას პროვოკაცია უწოდა
უნგრული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა,15 მარტს ბუდაპეშტში მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გამოჩენას სახელისუფლებო აქტივისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
16 მარტი 2026, 21:23
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სამშაბათს, 17 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში განვითარებულ პროცესებს.
16 მარტი 2026, 21:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ისეთი დასკვნა, როგორიც არის ყველა რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო დასკვნაა.
16 მარტი 2026, 21:12
მსოფლიო
ტრამპი: პუტინს აშშ-ის ეშინია, მას არ აქვს ევროპის შიში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ძალასან რეალურად მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.
16 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გაგრძელებაა იმ დიდი საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
16 მარტი 2026, 21:04
მსოფლიო
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს მის მოთხოვნაზე - გაეგზავნათ სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში.
16 მარტი 2026, 21:01
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმებები განიხილა
„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო.
16 მარტი 2026, 20:54
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 20:47
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ
„გავითვალისწინოთ იმ ოჯახების და არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც „ფრესქულში“ დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ რომ პირველ კლასში შესულიყვნენ წელს და მათ მოუწიათ განათლების რეფორმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20267-2027 წელს დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტულად სასკოლო მიმართულებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.
16 მარტი 2026, 20:36
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე ირანში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო კამპანიამ ბოლო დღეების განმავლობაში „სრული ძალით იმოქმედა“.
16 მარტი 2026, 20:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს
როდესაც სიმართლე ირკვევა და ტყუილში ამხელენ, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნის, რომ გულწრფელად მოინანიოს და ბოდიში მოიხადოს, მაგრამ სამწუხაროდ ისევ იმავეს გააგრძელებს, ისევ ვიხილავთ ამ ადამიანისგან ტყუილების გავრცელებას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.
16 მარტი 2026, 20:30
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველო დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.


