imedi /  25 ივნისი 2019, 16:30 / სანდო წყარო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სოცქსელებში კამპანიას აწარმოებს

რუსი ტურისტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) მასშტაბურ კამპანიას აწარმოებს. 

კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციის ოფიციალური ტურისტული გვერდიდან Georgia Travel, მიზნობრივ ქვეყნებში გაეშვა საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი - #EmotionsAreGeorgia.

კამპანიის მიზნობრივი ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, საქართველო.

ვიდეო-რგოლი დაფუძნებულია რეალური ადამიანების მიერ სოციალურ მედიაში საქართველოს შესახებ გაზიარებულ პოსტებზე.

სოციალური მედია კამპანია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში").

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ანდრეი ბილეცკი

18 მაისი 2022, 09:22

მსოფლიო

„აზოვის“ დამფუძნებელი: გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში - ყველაფერი კარგად იქნება

ის აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირი აქვს და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის მსვლელობის კომენტირებას თავი აარიდონ. მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, ბელიცნკიმ საზოგადოებას მოუწოდა, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

ლექსო თორაძე

18 მაისი 2022, 09:04

კულტურა

ლექსო თორაძეს 19 მაისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.

18 მაისი 2022, 08:50

სამართალი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2022, 08:40

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება

„ხანგრძლივი და შინაარსიანი“ დიალოგისას უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი და საფრანგეთისგან თავდაცვითი მხარდაჭერა განვიხილეთ, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, ღამით გავრცელებული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ომის 83-ე დღის შედეგები შეაჯამა.

ირაკლი ღარიბაშვილი
იენს სტოლტენბერგი

18 მაისი 2022, 08:22

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველო მადრიდის სამიტისთვის ნატოელ პარტნიორებთან ერთად ემზადება. 2022 წლის ივნისის სამიტზე ალიანსის ასპირანტი სახელმწიფო მიწვეულია. ნატოში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ახალ ნაბიჯებზე და რუსეთიდან მომავალი საფრტხეების ფონზე მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 08:15

პოლიტიკა

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე დღეს საქართველოს ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის მაღალი რანგის შეხვედრებს ხვალ გამართავს. მათ შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 08:06

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება შეხვედრების მთავარი თემა. საუბარი შეეხება ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს და არაწევრი სახელწმიფოებისთვის დახმარების გაზრდის მნიშვნელობას.

ადამ დრაივერ ნატალი ემანუელი

18 მაისი 2022, 00:51

კულტურა

ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში ითამაშებენ

სურათში ასევე ითამაშებენ ფორესტ უაიტტეკერი, ლორენს ფიშბერნ და ჯონ ვოიტი. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2022, 00:35

მსოფლიო

ზელენსკი კანის კინოფესტივალს: დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

18 მაისი 2022, 00:34

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მეი მასკი

18 მაისი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ილონ მასკის 74 წლის დედა ჟურნალის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა

ილონ მასკის დედა, მეი მასკი ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა. ფოტოები ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნედ პრაისი

18 მაისი 2022, 00:10

მსოფლიო

ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ - ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 23:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს. შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

17 მაისი 2022, 23:37

ტაბლოიდი

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს 🍺

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს - ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.

17 მაისი 2022, 23:20

საზოგადოება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო

გელათის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ტაძარს ნესტი უნდა მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლის მხატვრობა განადგურდება. სამუშაო პროცესი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ იუნესკოს კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მთლიანი ტაძრის გადახურვა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

17 მაისი 2022, 22:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

17 მაისი 2022, 22:45

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.

17 მაისი 2022, 21:50

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

17 მაისი 2022, 21:34

საზოგადოება

საპატრიარქო: დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.