ვოლსკი: გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არსებობს
გია ვოლსკი
ფოტო: IMEDI
საერთოდ არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს. ხალხი ელოდება, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
„საკმაოდ საინტერესო და წინააღმდეგობრივი კენჭისყრების შემდეგ ყველას გვსურდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. გამოითქვა საქმიანი და მეგობრული წუხილი იმის გამო, რომ 12-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა. თუმცა პროპორციულ და შერეულ სისტემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სხდომაზე მყარად ითქვა, რომ ეს უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოსაც.
ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება დღეს მოქმედ კონსტიტუციას. ამაზე უფრო დეტალურ პასუხებს ჩვენი კონსტიტუციონალისტები გაგცემენ. სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტზეც ვისაუბრეთ, რაც გუშინ პრემიერმინისრტთანაც განვიხილეთ. ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმთან დაკავშირებით იქნება განცხადება და მიმოვიხილეთ, თუ რას აკეთებენ ამ ადამიანის დასახსნელად.
მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში - შერეულსა თუ პროპორციულში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით. საზოგადოებაში არსებობს გარკვეული დამოკიდებულება, როგორც ჩვენ მიმართ, ასევე ქუჩაში სპონტანურად ჩამოყალიბებული კოალიციის მიმართ. საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ადამიანების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია - გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკური პარტიების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ 2020 წლის არჩევნებზე.
საერთოდ არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს. ხალხი ელოდება, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 12:20
პოლიტიკა
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.
21 ივნისი 2026, 12:19
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა
„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 ივნისი 2026, 12:11
ტაბლოიდი
სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა
მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.
21 ივნისი 2026, 11:37
სპორტი
გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.
21 ივნისი 2026, 11:22
მსოფლიო
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა
სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.
21 ივნისი 2026, 11:21
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
21 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა
ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.
21 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.
21 ივნისი 2026, 11:11
რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
21 ივნისი 2026, 11:10
ჯანდაცვა
თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.
21 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.
21 ივნისი 2026, 11:05
საზოგადოება
სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
21 ივნისი 2026, 10:56
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
21 ივნისი 2026, 10:55
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
21 ივნისი 2026, 10:40
მსოფლიო
ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
21 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.
21 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
21 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
21 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
21 ივნისი 2026, 08:44
მსოფლიო
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.


