საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
ვლადიმერ კონსტანტინიდი
ფოტო: Facebook/არქივი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ კონსტანტინიდი ამ თანამდებობაზე მიხეილ ნინუას შეცვლის.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მიხეილ ნინუას, მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც წარმატებებით გავართვით თავი ამ პრობლემას, მე მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიე და ამიტომ მიიღო ეს გადაწყეტილება.
რაც შეეხება მის შემცვლელს, უკვე პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყეტილება, რომ ამ პოზიციაზე დაინიშნოს ვლადიმერ კონსტანტინიდი, ისიც ასევე გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. ჟურნალისტებთან ჰქონდა კომუნიკაცია და სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა. მას ასევე აქვს ელჩობის გამოცდილება. ამასთან - სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი დანიშვნა და დარწუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მანამდე სხვა მიმართულებებზე იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 01:09
საზოგადოება
სოფიაში თბილისის სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა
სკვერის გახსნის ცერემონია 21 მაისს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერიის ორგანიზებით შედგა.
26 მაისი 2026, 00:58
საზოგადოება
ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.
26 მაისი 2026, 00:44
პოლიტიკა
„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.
26 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.
25 მაისი 2026, 23:59
მსოფლიო
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.
25 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.
25 მაისი 2026, 22:53
სამართალი
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
25 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.
25 მაისი 2026, 22:00
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.
25 მაისი 2026, 21:37
ეკონომიკა
შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
25 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 მაისი 2026, 21:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
25 მაისი 2026, 20:58
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან
საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
25 მაისი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.
25 მაისი 2026, 20:50
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.
25 მაისი 2026, 20:42
რეგიონი
26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
25 მაისი 2026, 20:38
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
25 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.
25 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 20:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.


