სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის დათმობის მიზნით საფრანგეთის საელჩოს მიმართა
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: facebook
საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ imedinews-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, საელჩოსთვის მიმართვა ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მიმართვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პრესაში გავრცელდა. დეპუტატის პრესსამსახურში ცნობა არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არც უარყვიათ. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ამასთან, მას შესაძლოა მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მისი პოზიციით, გუნდიდან კანდიდატი არ უნდა დასახელდეს და მათ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.
13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო.
თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა გაკეთებული უნდა ჰქონდეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობსმოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. ამასთან, მარგველაშვილის პასუხს ელოდება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი თანამშრომლობაზე უარს ეტყვის.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: დღეს, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეული პოზიტიური იმპულსები გაჩნდა ჩვენს ხელისუფლებასა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, იძულებულები ხდებიან, რომ გააკეთონ იმგვარი აბსურდული განცხადებები, თითქოს აშშ-ის ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას
დღეს, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეული პოზიტიური იმპულსები გაჩნდა ჩვენს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის, იძულებულები ხდებიან, რომ გააკეთონ იმგვარი აბსურდული განცხადებები, თითქოს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე საუბრისას.
25 მაისი 2026, 14:26
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
25 მაისი 2026, 14:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი ნაცების ტრადიციაა
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი არის ტრადიცია ნაცების მხრიდან. ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
25 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება
ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას, სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.
25 მაისი 2026, 14:20
მსოფლიო
პარიზში სკოლებსა და ბაღებში ზედამხედველების მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობის ბრალდებებს იძიებენ
საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიება ასზე მეტ დაწესებულებაში, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც მიმდინარეობს. იურისტების განცხადებით, გამოძიება მოიცავს სამი და 4 წლის ბავშვების გაუპატიურების შესაძლო ფაქტებს.
25 მაისი 2026, 14:14
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ პროგრესი მოლაპარაკებებში არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან შეთანხმება ხელი მალე მოეწერება
საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე აწარმოებს, ბირთვული იარაღის საკითხზე დიალოგს კი, მემორანდუმის საბოლოოდ ფორმირების შემთხვევაში, 60 დღის პერიოდში განიხილავს. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სოლიდური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა დღეს გახდეს შესაძლებელი.
25 მაისი 2026, 14:07
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
ბელგოროდის ოლქში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. კიევმა დრონებით შეუტია იაროსლავისა და კურსკის ოლქებს. დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები.
25 მაისი 2026, 14:02
საზოგადოება
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.
25 მაისი 2026, 13:55
სპორტი
ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა
42 მონაწილის უმრავლესობა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პრეპარატს იყენებდა.13-მა სპორტსმენმა „პირადი რეკორდი დაამყარა“. შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილეებს ექიმები მეთვალყურეობდნენ.
25 მაისი 2026, 13:53
საზოგადოება
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“, - ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:51
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.
25 მაისი 2026, 13:49
რეგიონი
26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.
25 მაისი 2026, 13:48
სამართალი
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მიზნად ინახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:29
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართა. აქტივობა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის პროკურორის საქმიანობის აღწერასა და პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, ასევე მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით წარადგინა.
25 მაისი 2026, 13:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია
„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
25 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
კალიფორნიაში ტოქსიკური ქიმიკატების რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლი ზელდინმა მედიას განუცხადა, რომ „ყველაზე კატასტროფული სცენარი“ იქნებოდა ერთი რეზერვუარის აფეთქება, რაც ჯაჭვური რეაქციით მეზობელი ავზების აფეთქებასაც გამოიწვევდა. „სწორედ ამიტომ გამოცხადდა ასეთი მასშტაბური ევაკუაცია“, - განმარტა მან.
25 მაისი 2026, 13:13
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
25 მაისი 2026, 13:07
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.
25 მაისი 2026, 13:06
პოლიტიკა
პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას
აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


