imedi /  06 აგვისტო 2018, 16:12 / სანდო წყარო

ქართულ ოცნებაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სამ ვერსიას განიხილავენ

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლისაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებიან, გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების სტრატეგიაზე უნდა ჩამოყალიბდეს.

პარტიაში სამ ვერსიაზე მსჯელობენ: საპრეზიდენტო ინსტიტუტის ოპოზიციისთვის დათმობა, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა და პარტიული კანდიდატით არჩევნებში მონაწილეობა.

"საინტერესო იქნება შეხვედრის შემდეგ ინფორმაციის მიღება, არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნობით ერთმანეთის პოზიციებს, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ პასუხად  შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს.

"დამოკიდებელი კანდიდატის იდეა გარკვეულ ლოგიკურ საფუძვლებს არის დაყრდნობილი, რომ ქართულ ოცნებას საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ადგილობრივი თვითმართველობა სრულად ქართული ოცნების არი, იქნებ ღირდეს რომ იყოს დამოუკიდებლი კანდიდატი, ისევე როგორც მარგველაშვილზე კეთდებოდა ვთქვათ გადაწყვეტილება მიღებული იყო მარგველაშვილზე მისი დამოკიდებლობის გამო და მისი პოზიციის გამო, რომელიც არ იყო შემგუებელ- შემრიგებლური. მაგრამ მთავარია ადამიანი, რომელიც იქნება შერჩეული უნდა იყოს სერიოზული, ორიენტირებული საქმეზე და არა ხელოვნურ დაპირისპირებაზე “,- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ვოლსკი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეგიონებში მაჟორიტარ დეპუტატებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია დაევალათ.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გიორგი მარგველაშვილმა პირველ აგვისტოს დაასახელა. მოქმედმა პრეზიდენტმა ისევ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც "ქართული ოცნება" დაუჭერს მხარს. საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა. ამასთან, ზურაბიშვილი თავის პოლიტიკურ გეგმებზე დღეს ისაუბრებს.

ოპოზიციურ ერთობას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძეჰყავს. პარტია ევროპულ საქართველოს კი დავით ბაქრაძე.

პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის, ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია კავკასიაში მშვიდობა.

17 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:20

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც, ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის

საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში.

ემანუელ მაკრონი

17 აპრილი 2026, 14:17

მსოფლიო

მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:15

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი

18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

17 აპრილი 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 13:51

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.

შალვა პაპუაშვილი 
ნუმან ქურთულმუში

17 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:35

პოლიტიკა

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

17 აპრილი 2026, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია

საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:19

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

17 აპრილი 2026, 13:18

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს, ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 13:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე

გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - რი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის, უბრალოდ 2 დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.

თამარ ჩიბურდანიძე

17 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს

თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.