იმერეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს პრემია-დანამატის სახით 3 360 132 ლარი გაიცა
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
იმერეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით 3 360 132 ლარი გაიცა - "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" მედიას იმერეთის მუნიციპალიტეტის კვლევის შედეგები გააცნო. ყველაზე მეტი თანხა ქუთაისსა და ზესტაფონში გაიცა.
ქუთაისის მერიაში პრემია-დანამატის სახით 734 981 ლარი გაიცა, ზესტაფონში - 405 245 ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის მერიას არ წარმოუდგენია დეტალური კვლევა, თუ ვისზე იქნა გაცემული პრემია, სახელფასო დანამატი, ჯილდო და დახმარება.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე - ბექა ყანჩელსა და ნიკოლოზ ლატარიაზე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ სახელფასო დანამატს 2 150 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში 25 800 ლარი შეადგინა. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტზე, სადაც არასამთავრობოს ინფორმაციით, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ, თანამდებობის პირები და თანამშრომლები საშვებულებო დახმარებას იღებდნენ, რამაც ჯამში 128 350 ლარი შედგინა. აღებული პრემიის სიმცირით, ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1 000ლარი) გამოირჩევა.
ყველა სიახლე
17 მაისი 2026, 21:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცადნენ საზოგადოებაში იუმორით შემოეტანათ ეს დამოკიდებულება და საბოლოოდ, საერთოდაც ამ ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე.
17 მაისი 2026, 21:00
პოლიტიკა
რასაც ვუყურებთ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებებია. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ?! - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებები. წლების წინ განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ღია რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ მედიის სანქცირების თემაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 20:55
პოლიტიკა
სტეფანო ახოკე: საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა სტეფანო ახოკემ საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 20:30
საზოგადოება
17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე, ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
2026 წლის 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 19:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
17 მაისი 2026, 19:04
საზოგადოება
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ფოტოგალერეა
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა - ქვეყნის 10 ქალაქში მსვლელობები გაიმართა. თბილისში მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართა და მასში მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
17 მაისი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
17 მაისი 2026, 18:48
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა
პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო მაისურაძემ.
17 მაისი 2026, 18:27
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი შესრულდა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მანამდე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები და ლოცვისა და გალობის თანხლებით სვეტიცხოველში გადაინაცვლეს. მათი თქმით, 17 მაისი ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის სიმბოლოა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს.
17 მაისი 2026, 18:20
მსოფლიო
კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს სრულიად ნათელი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი; რატომ არ მოსწონს ჩინეთს, რატომ არ მოსწონს რუსეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვართ თანაბარი ძალის მქონე და ძლიერები“, - თქვა კალასმა კვირას, ტალინში გამართულ ლენარტ მერის კონფერენციაზე.
17 მაისი 2026, 17:59
რეგიონი
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს
სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
17 მაისი 2026, 17:50
რეგიონი
ქუთაისში მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა გაიმართა
ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი მსვლელობით გაემართა ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.
17 მაისი 2026, 17:35
რეგიონი
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღესრულა, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა მოეწყო.
17 მაისი 2026, 17:24
მსოფლიო
ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.
17 მაისი 2026, 17:18
საზოგადოება
თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული
ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
17 მაისი 2026, 17:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონიმ კვიპროსში ვიზიტი მოდენაში მომხდარი ტრაგედიის გამო გააუქმა, სადაც ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა
16 მაისს, მოდენის ცენტრში, ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით შეეჭრა ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. სამი მათგანის რეანიმირება ადგილზევე გახდა საჭირო, ორ დაშავებულს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა.
17 მაისი 2026, 16:30
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
17 მაისი 2026, 16:11
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი
მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
17 მაისი 2026, 15:46
საზოგადოება
შიო მესამე: თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, როგორიც მაგალითად აბორტია, ასეთ საფუძველზე ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია, რადგან, როგორც ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“
თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას.
17 მაისი 2026, 15:38
საზოგადოება
შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული
მადლიერებით ვიხსენებთ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ასე შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას. მისი თქმით, ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება.


