imedi /  27 დეკემბერი 2018, 17:30 / სანდო წყარო

ინაშვილი დეპუტატებს: ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ჩემი და სხვების ბრძოლის შედეგია დღეს პარლამენტში რომ ხართ

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძისა და ეკა ბესელიას შორის გამართულ დიალოგს ეხმიანება. ინაშვილი დეპუტატებს ახსენებს, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, გეგიძის, მისი და სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია, დღეს ისინი პარლამენტში არიან. 

ინაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია "ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან" ასეთ ტონალობას და დამოკიდებულებას არ იმსხურებს.

"დანარჩენ დეპუტატებს, სხვათა შორის, ამ დარბაზში მსხდომებსაც მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ბიძინა გეგიძის, ჩემი და კიდევ სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია, დღეს თქვენ პარლამენტში სხედხართ. საერთოდ იმ ღირებულებებზე რომ ვლაპარაკობთ, რასაც ჰქვია თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ კომიტეტში "შიდა გადატრიალებაა", რომელსაც ინაშვილი უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებს უკვშირებს. 

დღეს ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეჩერდა პროცესი, რომელიც, მისი აზრით, საზიანო იყო და შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის "ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს". ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. 

ბესელიასთან ერთად თანამდებობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2026, 10:24

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიონსე

07 ივლისი 2026, 10:23

კულტურა

ბიონსემ მოულოდნელად ახალი სიმღერა გამოუშვა

ტრეკი მომღერლის საკულტო ალბომის, B'Day-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. Morning Dew (Donk) სწორედ ამ ალბომზე მუშაობის დროს შეიქმნა, თუმცა მაშინ ის საბოლოო ტრეკ-ლისტში ვერ მოხვდა. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი ფარელ უილიამსია.

გივი მიქანაძე

07 ივლისი 2026, 10:21

რეგიონი

გივი მიქანაძე: მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

07 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს - დაკავებულია 4 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 10:18

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

07 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

პოლონეთმა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა გაასაჯაროვა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონური მხარის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა გაასაჯაროვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ბრაიან ჯონსონი

07 ივლისი 2026, 10:12

ტაბლოიდი

ახალგაზრდობით შეპყრობილ ამერიკელ ბიოჰაკერს აუტოიმუნური დაავადება დაუდგინეს

„ცუდი ამბავი №1: აუტოიმუნური დაავადება მაქვს. ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს. ცუდი ამბავი №2: ადამიანების 2-5%-ს ასევე აქვს ეს დაავადება. სავარაუდოდ, უფრო მეტსაც, რადგან ის ფარულად მიმდინარეობს“, - დაწერა მან.

გაგიკ წარუკიანი

07 ივლისი 2026, 10:09

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგი წარუკიანი დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 10:03

რეგიონი

ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა

„თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც სრულადაა აღჭურვილი რეგიონული სატყეო სამსახურები - იქნება ეს ფოტოხაფანგები, სამხრე კამერები თუ დრონები, საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რათა საბოლოო ჯამში მინიმუმამდე დავიყვანოთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ “ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი

07 ივლისი 2026, 09:54

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს [პრეზიდენტს] ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი. მე ობიექტურ, რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაც მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

07 ივლისი 2026, 09:40

მსოფლიო

AXIOS: ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

Reuters: ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 535-მდე გაიზარდა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 3 535-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

07 ივლისი 2026, 09:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

კრემლის ცნობით, სწავლება მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების გამყარებას ითვალისწინებს და რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

07 ივლისი 2026, 08:54

მსოფლიო

უკრაინამ ომსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3 ათას კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.

07 ივლისი 2026, 08:43

სპორტი

ბელგიამ აშშ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა

ბელგიელთაგან დუბლი შარლ დე კეტელარემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰანს ვანაკენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. აშშ-ის ნაკრებიდან გოლი მალიკ ტილმანმა გაიტანა.

07 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

ფოთში ჩოგბურთის ტურნირი „ფოთის თასი 2026“ ჩატარდა

საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა დააჯილდოვა და მონაწილეებს წარმატება მიულოცა.

07 ივლისი 2026, 08:28

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.