ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა
ნიკა გვარამია
ფოტო: Facebook
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა ბრალი. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ასევე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ. გვარამია, დამენია და იაშვილი ბრალის წარსადგენად დღეს მთავარ პროკურატურაში არიან დაბარებულები.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.
გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 9 აგვისტოს ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;
ასევე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
ასევე გამოტანილია დადგენილება „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დასახელებულ პირთა მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან - გენერალურ დირექტორად. ტელეკომპანიის წესდების თანახმად, საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და საწარმოს ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს საზოგადოების და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია არღვევდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
2015 წლის მარტში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსების გაკონტროლების მიზნით, ნიკა გვარამიამ თავისი უახლოესი მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა ხსენებული კომპანიის 30%-იანი წილი. 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, ნ. გვარამია შესაბამის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა როგორც ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაყადაღება, დირექტორისთვის კი საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა - უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, ნიკა გვარამიამ, სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ასევე, საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა კახაბერ დამენიამ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, კახაბერ ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კერძოდ, ნიკა გვარამია შეუთანხმდა შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.
საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.
შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩა №14-ში, მე-7 სართულზე მდებარე ორი ბინა: ბინა №14ა - ფართით 119.37 კვ.მ. და ბინა №13 - ფართით 119.37 კვ.მ.
2016 წლის ივნისში შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მხრიდან მისაღები სარგებლის შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ ქ.თბილისში, მუხაძის ქუჩა №14-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა, უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიასთან, შეუთანხმდა ფასსა და პირობებზე და 2016 წლის 03 აგვისტოს შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა №14ა - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. და საცხოვრებელი ბინა №13 - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. გადავიდა შპს „ინტერ მედია პლიუსი“-ს საკუთრებაში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოთხოვნის უფლების მიღების მიზნით, 2016 წლის 05 და 25 ივლისის თარიღებით ნიკა გვარამიამ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ზურაბ იაშვილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსის“ - დირექტორმა ზურაბ იაშვილმა, ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ქ.თბილისი, მუხაძის ქ.#14-ში მდებარე ზემოაღნიშნული 2 ერთეული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის გამცემისთვის დასაბრუნებელი თანხის სანაცვლოდ. ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ აისახა 2017 წლის 22 მარტს, რის შედეგადაც, ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.
მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და საკუთრების შენიღბვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვეში, 2017 წლის 07 ივლისსა და 2017 წლის 26 სექტემბერს, ორივე საცხოვრებელი ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521.8 ლარის შემოსავალი.
გაცნობებთ, რომ ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ნათქვამია განცხადებაში.
2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:57
სპორტი
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.


