Imedi /  06 სექტემბერი 2019, 18:30 / სანდო წყარო

ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ბრალის დადგენილება ჩაიბარა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი წაუყენეს. მან უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. კერძოდ, მას, დღეს, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილთან ერთად დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი ბრალი წარედგინა, ხოლო თავად ნიკა გვარამია ამ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურაში 18:00 საათზე იყო დაბარებული. 

ნიკა გვარამია მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალის  ერთ-ერთ ეპიზოდს მანამდე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

„ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია „ინტერმედიაშიო“? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე”, - დაწერა გვარამიამ.

ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

რაც შეეხება ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება.

ხოლო „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 15:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას

„მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს. ახლახან, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 15:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს

„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - წერს პაპუაშვილი.

29 თებერვალი 2024, 15:13

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი პროფესიული განათლების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიმიტრი ხუნდაძე

29 თებერვალი 2024, 15:11

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის საპყრობილიდან დახსნა, LGBT პროპაგანდა, სასამართლო სისტემის „დათრევის“ მცდელობა და აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული

„დათრევის“ მცდელობა, აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება და საქართველოს მეორად ქვეყნად ქცევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული და ამის საპასუხოდ ღია პოლიტიკის წარმოება და საზოგადოების ინფორმირებულობა გადაუდებლად აუცილებელია. დეზინფორმაციული კამპანია დესტრუქციული ოპოზიციისა და მათი ლობისტების მხრიდან კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ საზოგადოებას არჩევნებში გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინონ, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდეს, „ხალხის ძალა“ სიმართლის თქმის პოლიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე

29 თებერვალი 2024, 15:07

ჯანდაცვა

ზურაბ აზარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო

უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

29 თებერვალი 2024, 14:55

საზოგადოება

სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა

29 თებერვალი 2024, 14:54

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს.

29 თებერვალი 2024, 14:54

მსოფლიო

ტეხასში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა რამდენიმე დასახლებული უბანი და 340 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გაანადგურა. ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა კარსონის ოლქში.

29 თებერვალი 2024, 14:48

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს.

29 თებერვალი 2024, 14:46

საზოგადოება

3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი უკვე 9 თვეა კომაშია, მას ტვინის ჰოპოქსიური დაზიანება აქვს და თურქეთის კლინიკაში მკურნალობს. თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა ბოლო თვეებია გაუმჯობესებულია, ექიმებს აქვთ მოლოდინი რომ ის მალე კომიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლოა კლინიკამ ბავშვის გადაყვანა სხვა საავადმყოფოში მოითხოვოს, რაც თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

დავით მათიკაშვილი

29 თებერვალი 2024, 14:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: აი, რატომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის კანონის მიღება - იმიტომ, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე „ენჯეო“ სექტორის დაფინანსება

არცერთი მხრიდან - არც ჩრდილოეთიდან, არც დასავლეთიდან არცერთი ძალა, რომელსაც სურვილი აქვს რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურად, საჯაროდ, სწორად ჩატარებაზე, არ უნდა იყოს დაშვებული, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და ასეთი პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მიიღონ.

29 თებერვალი 2024, 14:45

მსოფლიო

CNN: თეთრ სახლში შიშობენ, რომ ისრაელი შესაძლოა ლიბანში შეიჭრას

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ისრაელი შესაძლოა ლიბანში შეიჭრას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და დაზვერვაში არ გამორიცხავენ, რომ ისრაელმა ლიბანში სახმელეთო შეჭრა მომდევნო თვეებში სცადოს.

გია აბაშიძე

29 თებერვალი 2024, 14:44

საზოგადოება

გია აბაშიძე: გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

„გომისმთამდე (მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი გურიაში) მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა

გურამ იმნაძე

29 თებერვალი 2024, 14:43

პოლიტიკა

გურამ იმნაძე: თუკი პოლიტიკურ საქმიანობაში არაკეთილსინდისიერად ხდება რაღაც თანხების განკარგვა, ცხადია, ეს არ არის სწორი. თუმცა, არასწორია ასევე ის, რომ ამ მიზეზით მთლიანად სამოქალაქო სექტორის მარგინალიზება მოვახდინოთ

ნაწილს მიაჩნია, რომ თუ კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ხვდება, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

რატი იონათამიშვილი

29 თებერვალი 2024, 14:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

„ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ვინც კადრულობს, რომ უცხოური დაფინანსებით აქ [საქართველოში] თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აწარმოოს და თან გამიზნულად ურევს ერთმანეთში პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, ამით საკუთარ დაბალ სტანდარტს, უპასუხისმგებლობას და დემოკრატიული პროცესების მტრობას ადასტურებს“

ვლადიმირ პუტინი

29 თებერვალი 2024, 14:42

მსოფლიო

The Financial Times: რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მოსკოვი აღიარებს

The Financial Times-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მოსკოვი აღიარებს. ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებმა 29 საიდუმლო სამხედრო დოკუმენტი მოიპოვეს, რომლებიც რუსეთში 2008-დან 2014 წლამდე პერიოდშია შედგენილი.

ოლექსანდრ სირსკი

29 თებერვალი 2024, 14:39

მსოფლიო

უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და არსებული ვითარება შეაფასა - ყველაზე მძიმე ვითარება ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაა

უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და უკრაინულ პოზიციებზე ვითარება შეაფასა. ოლექსანდრ სირსკი ადასტურებს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაა.

ანა ბუჩუკური

29 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: გიორგი გახარიას გუნდის ფინანსები არის სრულიად გამჭვირვალე, სხვა პარტიებმა იზრუნონ საკუთარ თავებზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მისი პარტიის ფინანსები არის სრულიად გამჭვირვალე.

თამარ ხიდაშელი

29 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

თამარ ხიდაშელი: პოლიტიკურ პარტიასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციის არსებობა კანონდარღვევა არ არის

„საზღვარგარეთ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ის, რომ პოლიტიკურ პარტიასთან არის რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული, კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ აქ იყოს ფინანსური გამჭვირვალობა და ფინანსები იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. ჩვენ გვაქვს ამ საკითხის მოუწესრიგებელი კანონმდებლობა და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტის სამსახურს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მიხეილ დონდუა

29 თებერვალი 2024, 14:24

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა „ჰერითიჯის“ კვლევაზე: 2012 წელს საქართველოს შეფასება იყო 38%. ეს ნიშნავს არაკეთილსინდისიერ სტატუსს. რეპრესიულ ზონაში იყო ქვეყანა. 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მოწინავეა რეგიონში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია

„რაც შეეხება აცდენას კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურთა განცხადებებსა და კვლევებს შორის, ამის საფუძველი იყოს ლობისტური საქმიანობა და ლობისტური საქმიანობის შედეგად კარგად დანაყრებული კონკრეტული პირი, რომელიც მიკერძოებულია“, - აცხადებს დონდუა.