პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ცალკე თავი მიეძღვნა
თეთრი სახლი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“. ამ თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს.
„ კანონით ასიგნებული სახსრები არ მიეცეს დახმარებისთვის იმ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და მოახსენებს ასიგნების შესახებ კომიტეტს, რომელმაც აღიარა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან, იმ პირობით, რომ მდივანი დროულად გამოაქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ამგვარი ცენტრალური ხელისუფლებების ნუსხას. გათვალისწინებულია, რომ მდივანს შეუძლია, უარი თქვას დახმარების შეზღუდვაზე, რომელსაც ეს პუნქტი ითხოვს, თუკი მდივანი განსაზღვრავს, რომ ეს კეთდება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამდაგვარი დაინტერესების საფუძველს იქმნება. კანონით ასიგნებული არც ერთი ფულადი რესურსი არ შეიძლება მინიჭებული იყოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად."-ნათქვმია ბიუჯეტის კანონში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ხაზინის მდივანი დაავალებს შეერთებული შტატების ყოველი საერთაშორისო საფინანსო დაწესებულების აღმასრულებელ დირექტორს, არ მისცეს ხმა იმ დახმარებებსა (მათ შორის, ნებისმიერ სესხზე, კრედიტზე გარანტიის ჩათვლით) და პროგრამებს, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.
ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და მასთან ერთად სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 მაისს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ამის შემდეგ ეს პროექტი ჯერ სენატმა მოიწონა, შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.
ყველა სიახლე
10 მაისი 2026, 10:40
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
10 მაისი 2026, 10:38
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
10 მაისი 2026, 09:47
მსოფლიო
პოლონეთსა და ფინეთში ამოუცნობი დრონები აღმოაჩინეს
პოლონეთში, რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრში, ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. დრონი კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბარტოშიცესთან, მინდორში აღმოაჩინეს. სამხედრო პოლიციის მონაცემებით, საუბარია სათვალთვალო სამხედრო დრონზე. რადიოსადგურ RMF-ის ცნობით, აპარატზე აღმოჩენილია კირილური წარწერები, რაც შესაძლოა მის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ წარმომავლობაზე მიუთითებდეს.
10 მაისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
10 მაისი 2026, 08:21
მსოფლიო
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ იაპონიის უწყების განცხადება მოჰყვა სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციას, თითქოს დელეგაცია ეკონომიკურ საკითხებს უკრაინაში ომის მოსალოდნელი დასრულების კონტექსტში განიხილავდა. იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ქვეყანა აგრძელებს სანქციების კოორდინაციას „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებთან და არსებული ვითარება რუსეთთან ახალი ფორმის თანამშრომლობის საშუალებას არ იძლევა.
10 მაისი 2026, 08:02
მსოფლიო
Axios: რუბიო და უიტკოფი ირანთან შეთანხმების საკითხზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
გამოცემის ინფორმაციით, აშშ და ირანი განიხილავენ ერთგვერდიან მემორანდუმს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა გაამყაროს და საფუძველი ჩაუყაროს შემდგომ მოლაპარაკებებს. კატარი მხარეებს შორის შუამავლობაში საკვანძო როლს ასრულებს.
10 მაისი 2026, 00:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი. ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
„კარგად უნდა გვესმოდეს - დიუშენის ხუთივე მედიკამენტთან მიმართებით საჭიროა დეტალურად მსჯელობა: აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. მნიშვნელოვანია - კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რეალურად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: სიცოცხლის გახანგრძლივება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
10 მაისი 2026, 00:22
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი ჯივინოსტატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები
მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.
10 მაისი 2026, 00:17
ჯანდაცვა
სარჯველაძე: ჯივინოსტატზე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული
კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“
09 მაისი 2026, 22:39
მსოფლიო
პუტინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე: ვფიქრობ, საქმე დასასრულისკენ მიდის - ზელენსკისთან შესაძლებელია შეხვედრა მესამე ქვეყანაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.
09 მაისი 2026, 22:27
ჯანდაცვა
ლომინაძე: თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, ხვალ შეიძლება მოძველებული იყოს. გვჭირდება ორი მილიონი, რომ სულ ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დიაგნოზების დასმას
„ჯანდაცვა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად რეგიონის მომსახურებას, ხვალ შეიძლება უკვე მოძველებული აპარატი იყოს. კიდე გჭირდება მილიონი, ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სულ ახალ-ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დიაგნოზების დასმას. 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და იმ დიდ კომპანიებს, რომელიც წელიწადში იშვიათი დაავადების წამლის გამოგონებაზე ხარჯავენ 1 მილიარდ დოლარს, არ უღირთ, რომ 2-3 პაციენტისთვის [გაისარჯოს]“, - აღნიშნა ლომინაძემ.
09 მაისი 2026, 22:24
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც არიან ის ოჯახები, ვისაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ
არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც ის ოჯახები არიან, რომელთაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ მიმართულებით თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი.
09 მაისი 2026, 22:14
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: დღეს როგორიც არის კერძო სექტორის პატივისცემა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში, ასეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა
„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობებიც, ეს არ გამორიცხავ იმას, რომ მე ვიყო პარტნიორულად და აბსოლუტურად პატივისცემით განწყობილი კერძო სექტორის მიმართ. უბრალოდ, პატივისცემა არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, რომ ის რაც საინტერესო არ არის კერძო სექტორისთვის, კომერციულისთვის, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამას უზრუნველყოფდეს და არ იყოს სახელმწიფო დარჩენილი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას რესურსი აღარ გააჩნია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მაგალითად მოქალაქის საჭიროება“, - აღნიშნა მინისტრმა.
09 მაისი 2026, 21:59
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე დიუშენის მედიკამენტზე: ამ თემის პოლიტიზება დაუშვებელია, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი
ამ თემის [დიუშენის მედიკამენტი] პოლიტიზება არის დაუშვებელი, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ მედიცინაში ხშირად ორჯერ ორი ოთხი არ არის.
09 მაისი 2026, 21:53
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე: ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი - ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!
რაც მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატების თემის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს.
09 მაისი 2026, 21:45
პოლიტიკა
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერცერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება
საფრანგეთმა უარი თქვა ჯივინოსტატზე, იმიტომ რომ კონკრეტულად საუბარია ძალიან მძიმე გვერდით მოვლენებზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს.
09 მაისი 2026, 21:40
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე: რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ის უნივერსალური ჯანდაცვის ქართული სინონიმია და ჩვენ ამ გზით მივდივართ, სადღაც ნახევარ გზაზე ვართ მისული
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ის უნივერსალური ჯანდაცვის ქართული სინონიმია და ჩვენ ამ გზით მივდივართ, სადღაც ნახევარ გზაზე ვართ მისული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ. „გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ 50%-ს ამ ხარჯებისა მაინც ისევ ჯიბიდან აფინანსებს პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავზარდეთ სახელმწიფოს წილი“, - აღნიშნა ურუშაძემ.
09 მაისი 2026, 21:27
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ონკოლოგიაში დღეს გვყავს 30 ათასამდე პაციენტი მაშინ, როდესაც გვაქვს უფასო სკრინინგი - ძუძუს კიბოს, პროსტატის, სწორი ნაწლავის, მაგრამ მოცვა არის 12-15%
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა იმაზე, რას აკეთებს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის გასაძლიერებლად.
09 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
თენგიზ ვერულავა: ის, რომ საქართველოში 3 წლის წინ დაიწყო რეფერენტული ფასწარმოქმნა, ეს ძალიან კარგია
„საქართველოში მილიარდ ორასი მილიონი იხარჯება მედიკამენტებზე, ამ დროს სახელმწიფოს ხელშეწყობა არის მხოლოდ 95 მილიონი. წინა წლებში იყო 20 მილიონი და გაიზარდა 95-ამდე, დინამიკა მზარდია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან ცოტა მედიკამენტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დინამიკა სწორედ აქეთკენ უნდა იყოს - მედიკამენტების მოცვა კი ფართოვდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა თენგიზ ვერულავამ.
09 მაისი 2026, 21:11
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ
ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრი პრობლემას ხედავს იმაში, რომ სისტემა დიდწილად დამოკიდებული იყო კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლაზე.


