ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი ცნობილია
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა 29 მაისის პლენარულ სხდომაზე სპეციალურ დეკლარაციას მიიღებს. დეკლარაციის სამუშაო ტექსტი უკვე ცნობილია.
ტექსტის თანახმად, ასამბლეა ადასტურებს 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ რეზოლუციებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო ანექსიისკენ გადაგმული ნაბიჯების შესახებ, რასაც ასამბლეა გმობს და ამასათან, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მხარდამჭერი დეკლარაციის სამუშაო ტექსტი იხილეთ ვრცლად:
1. ულოცავს რა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების 99-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს;
2. მოწოდებულია რა კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს არჩეულ კონკურენტუნარიან და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები საზოგადოდ იყო დაცული;
3. ადასტურებს რა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს წევრობის ვალდებულება იკისროს; და ხაზს უსვამს რა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია მესამე ქვეყანას;
4. დარწმუნებულია რა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა სტაბილურობისკენ და რომ გაფართოების წინა ეტაპებმა გააძლიერეს როგორც ევრო-ატლანტიკური, ისე, გლობალური უსაფრთხოება;
5. უაღრესად აფასებს რა საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას; პატივს მიაგებს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულს და დაჭრილს;
6. ადასტურებს რა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება რა 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა;
7. აღფრთოვანებულია რა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით;
8. მიესალმება რა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;
9. აღიარებს რა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში;
10. მიესალმება რა ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას;
11. ხაზს უსვამს რა იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;
12. ხაზს უსვამს რა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს რა საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით;
13. მაღალ შეფასებას აძლევს რა საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს; მხედველობაში იღებს რა, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად;
14. ადასტურებს რა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტარციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ექვს- პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
15. მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით;
16. მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:
ა) უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა;
ბ) კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად;,
გ) სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი რეგულარული ან ორმხრივი სწავლებების ჩატარების გზით და მისი საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობით;
დ) დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოდ, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით, რომელიც მიმართულია პრო-დასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად;
ე) კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.
17. მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:
ა) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიზნით სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოსა არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა;
ბ) გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, შეინარჩუნოს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის;
18. მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:
ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეარაღებული ძალები;
ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;
გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;
დ) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში;
19. იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 26 დაიწყო და 29 მაისს დასრულდება. საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია.
ყველა სიახლე
03 მარტი 2026, 11:46
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ოპოზიციაზე: ეს ადამიანები სიხარულიდან-სიხარულამდე, ურთიერთშეგულიანების, სოციალურ ქსელებში ხმაურის აწევის ფონზე ცდილობენ, რომ რაღაცები დაუმტკიცონ საკუთარ თავს, პატრონებს, ან ერთმანეთს
„პოს ტვ“-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, გადაცემაში „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში თავისუფალ მედიებზე თავდასხმის ფაქტი შეაფასა, როგორც მორიგი მოკლევადიანი სიხარული ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის.
03 მარტი 2026, 11:43
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 მარტი 2026, 11:37
სამართალი
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 11:33
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, - განაცხადა „პოს ტვ"-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".
03 მარტი 2026, 11:28
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ხოლო იგივე რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო შეიარაღება ერთ თვეში ექვსი ან შვიდი ერთეულის სახით იწარმოება.
03 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები
მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.
03 მარტი 2026, 11:24
მსოფლიო
მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
თავისი გამოსვლის დროს, აშშ-ის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. „ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ ემპათიის განვითარებას, ის ლახავს გეოგრაფიის, რელიგიის, რასის, სქესის და ადგილობრივი ნორმების საზღვრებსაც კი“, - განაცხადა ტრამპმა.
03 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.
03 მარტი 2026, 10:57
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:43
პოლიტიკა
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
03 მარტი 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:41
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
03 მარტი 2026, 10:35
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს.
03 მარტი 2026, 10:32
სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:31
სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
03 მარტი 2026, 10:30
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.
03 მარტი 2026, 10:27
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, „Fox News"-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ითხოვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც რელიგიური ნაცისტების მიერ არ იმართება.
03 მარტი 2026, 10:25
ტექნოლოგიები
Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი - iPhone 17e წარადგინა
კომპანიამ Apple iPhone 17-ის სერიის ახალი მოდელის, iPhone 17e-ს გამოშვება დააანონსა. სმარტფონი მუშაობს ჩიპზე A19, ექვსბირთვიანი CPU-თი და ოთხბირთვიანი GPU-თი. პლატფორმა გათვლილია Apple Intelligence-თან დაკავშირებული ამოცანების დამუშავებაზე.
03 მარტი 2026, 10:20
მსოფლიო
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო დრონებით დაიბომბა
საუდის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ორი დრონით დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


