კლანები საპატრიარქოში - ვინ იბრძვის პატრიარქობისთვის
საკვირაო გადაცემაში "იმედის დრო" სასულიერო და საერო პირები საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობასა და კლანებზე ღიად საუბრობენ.
"ეს არის ბრძოლა გარკვეული ჯგუფების პატრიარქობისთვის და თბილი ადგილებისთვის", - ასე აფასებს საეკლესიო პირების ნაწილი.
ეპისკოპოსთა დაჯგუფებებზე ინფორმაციას "იმედის დროს" რამდენიმე წყარო უდასტურებს.
"იმედის დროს" ინფორმაციით, მეუფე ანდრია, მეუფე სპირიდონი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, საბა, ნიკოლოზი, პეტრე, დიმიტრი შიოლაშვილთან ერთად, საერთო ჯგუფის წევრებად განიხილებიან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ილია II-ის ძმიშვილია. სინოდის წევრთა ნაწილი პატრიარქობას მას უწინასწარმეტყველებს. მეუფე დიმიტრის გუნდს, სავარაუდოდ, მიეკუთვნებიან პატრიარქის დაცვის უფროსი და ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
"იმედის დროს" წყაროს ინფორმაციით, მეორე დაჯგუფება ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან არ ასოცირდება, თუმცა, ამ დაჯგუფების მიღმა უმაღლეს სასულიერო პირთა ერთობა იგულისხმება: შორენა თეთრუაშვილი - პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ქორეპისკოპოსი თეოდორე, ქორეპისკოპოსი იაკობი, ქორეპისკოპოსი შიო, არქიმანდრიტი გერასიმე, მეუფე იობი, იოანე გამრეკელი და ვახტანგ ნიკორწმინდელი.
ამ სურათით იკვეთება, რომ სინოდის დანარჩენი 29 წევრის აზრი ჯერჯერობით მერყევია.
იღუმენი ილია ვაშაკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში, ფაქტობრივად, განხეთქილება მომხდარია.
წესის მიხედვით, პატრიარქის ანდერძი, თუ ასეთი არსებობს, სპეციალურმა კომისიამ უნდა გახსნას.
თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ მდივან-რეფერენტი, რომელიც პატრიარქის ბეჭედს და ფაქსიმილიას განკარგავს, სპეციალურ კომისიასთან ერთად, ხსნის ანდერძს. "დღეს ჩვენ სწორედ იმ საშიშროებაზე მივუთითებთ, რომ შორენას გააჩნია ძალიან დიდი უფლებები, შექმნას კომისია და დააკომპლექტოს ისე, რომ მის ხელში დარჩეს კვლავ მანიპულაციების ძალიან დიდი შანსები", - აცხადებს ნარსია.
წესის მიხედვით, თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს, ან ანდერძში თანამოსაყდრის ვინაობა არ არის დასახელებული, ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის, ანუ მასზე, ვინც ყველაზე დიდხანს ატარებს ეპისკოპოსის ტიტულს. ასეთი სინოდში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეა, პატრიარქისგან მინიჭებული ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
თანამოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, რომლის დროსაც საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია სინოდის ყველა წევრს. საბოლოოდ, კრება სამ კანდიდატზე თანხმდება და ირჩევს ერთს.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში გამოცოცხლდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდნენ, ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება და ქონება.
ის, რომ გავლენებისთვის და ძოწისფერი მანტიისთვის ბრძოლა საპატრიარქოში დიდი ხნის წინ დაიწყო, ამაზე ბოლოდროინდელი მოვლენების ქრონოლოგიაც მეტყველებს. 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ქონება დაიტაცეს და ამ საქმეში მეუფე თეოდორე ჭუაძე ფიგურირებდა. მალევე ქორეპისკოპოსი იაკობი ქადაგებაზე ამბობს, რომ დაცვის სამსახური პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. იმართება სინოდის სხდომა. ქორეპისკოპოსი აპირებს, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საკითხი დააყენოს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე კი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოხსნის თემას ლობირებს. სინოდი არცერთ ამ საკითხზე არ მსჯელობს. მოგვიანებით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. 2017 წლის დასაწყისში პატრიარქის დაცვის უფროსი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ ზოგიერთი მღვდელმთავრის გაღიზიანება გამოიწვია.
2 თებერვალს პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც მისი ქირურგიული ოპერაცია დაიგეგმა. 10 თებერვალს გერმანიაში მიმავალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აეროპორტში პროკურატურა აკავებს. გამოძიება ამბობს, რომ სასულიერო პირს ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინა, რომლითაც, სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ეს, ნაწილობრივ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო მეუფე იაკობი ირწმუნება, რომ ვისაც არ დასჯიან, თავად დასჯის.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 15:14
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა.
26 ივლისი 2026, 14:36
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
26 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა
„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 14:22
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.
26 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს
ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.
26 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
26 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
26 ივლისი 2026, 14:12
საზოგადოება
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
26 ივლისი 2026, 14:06
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
26 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
26 ივლისი 2026, 13:58
ტექნოლოგიები
SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა
SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?
„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 ივლისი 2026, 13:11
მსოფლიო
ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“
„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.
26 ივლისი 2026, 12:13
კულტურა
„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬
სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.
26 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.
26 ივლისი 2026, 11:29
კულტურა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
26 ივლისი 2026, 11:27
საზოგადოება
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.
26 ივლისი 2026, 11:26
მსოფლიო
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,
26 ივლისი 2026, 11:13
მსოფლიო
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.


