imedi /  16 მარტი 2017, 20:21 / სანდო წყარო

პატრონს iPhone-ი ხელში აუფეთქდა. ვიდეო

ავსტრალიის ქალაქ კვინსლენდის ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ iPhone 6 Plus-ის აფეთქება დააფიქსირა. ვიდეოს ავრცელებს გამოცემა 9news-ი.

კაცი აკუმულატორის გაუმართავ მუშაობაზე ჩიოდა და სმარტფონისთვის ეკრანის გამოცვლაც უნდოდა. გამყიდველის მტკიცებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მფლობელმა ეკრანს ხელი დააჭირა.

„ყველამ უნდა გამოიტანოს აქედან დასკვნა. არავინ იცის რა მოხდებოდა, მსგავსი რამ მას გზაში რომ მოსვლოდა“ - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

თებერვლის ბოლოს ინტერნეტში გამოჩნდა iPhone 7 Plus-ის წვის ვიდეოც. 18 წლის ბრიანა ოლივასის თქმით, მისი სმარტფონი მობილურების მაღაზიაში შემოწმების შემდეგ აფეთქდა.

კომენტარები ()