imedi /  29 ოქტომბერი 2018, 19:46 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა ამბობს, რომ მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელმაც პედოფილად მოიხსენია, არა იმიტომ რომ ის მეორე კანდიდატს სჯობს, არამედ იმიტომ, რომ „თუ არსებობს შანსი ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია“. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა.

„ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

„ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს, ერთი უფრო ნაკლებად ცუდია, ან ნაკლებად საშიშია ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია“, - აღნიშნა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა.

 


ცესკოს მონაცემებით, ზურაბ ჯაფარიძემ ხმების 2,26 % მიიღო.

28 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში საჯაროდ არ დააფიქსირებდა პოზიციას და არც მხარდამჭერებს მოუწოდებდა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

“საჯაროდ არ დავაფიქსირებ არჩევანს და არც არავის მოვუწოდებ. გადაწყვეტილებას მივიღებ მეთვითონ, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ “გირჩი” არ არის პარტია, ჩვენ არ გვაქვს პარტიული სტრუქტურა, სადაც ფულს ჩაასახამ და რა მიმართულებითაც მიმართავ შემდეგ რესურსს, იქით წავა. არ არის „გირჩის“ მხარდამჭერები ის ხალხი, რომელიც ლიდერი რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. თვითონ მიიღებენ საკუთარ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯაფარიძის პარტიული ორგანიზაცია „გირჩი“ მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს დაუჭერს. 

„ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფი „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს ააანონსებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, რა ფორმით დაუჭერს მხარს პარტია გრიგოლ ვაშაძეს. 

გავრცელებული ცნობით, მეორე ტურში პატრიოტთა ალიანსი მხარს სავარაუდოდ ზურაბიშვილს დაუჭერს.

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი უსუფაშვილი კი ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არც ზურაბიშვილს დაუჭერს და არც ვაშაძეს,

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა დასრულდა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

რუმენ რადევი

08 აგვისტო 2026, 15:47

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს დილით რუმინეთიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონი შეფრინდა და აფეთქდა.

08 აგვისტო 2026, 15:41

ეკონომიკა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.

კობა კობალაძე

08 აგვისტო 2026, 15:22

პოლიტიკა

კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა, - ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს და შემდგომ განმარტებებს.

ჩარლზ კოსტანცა

08 აგვისტო 2026, 15:16

მსოფლიო

ABC News: პენტაგონმა გაათავისუფლა გენერალი, რომლის ქვედანაყოფი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კოორდინაციას ახდენდა

პენტაგონის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის გენერალი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

სოზარ სუბარი

08 აგვისტო 2026, 15:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის

სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას. მისივე თქმით, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან, აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.

სოზარ სუბარი

08 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ. სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 15:11

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია

„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

08 აგვისტო 2026, 15:09

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან მაჭავარიანი

08 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში

გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არც ერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში. “გეთანხმებით, თუმცა არც საქართველო დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს - საარჩევნო პროცესში. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა”, - წერს ლევან მაჭავარიანი.

ანზორ მარგიანი

08 აგვისტო 2026, 14:47

პოლიტიკა

ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო

ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში, რომ ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

ჯაბა ხუბუა

08 აგვისტო 2026, 14:45

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.

გიორგი ვოლსკი

08 აგვისტო 2026, 14:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ

ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.

08 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი შავ ზღვაში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო გემების მოძრაობას ზღუდავს

თურქეთი შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლას ზღუდავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:22

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში.

08 აგვისტო 2026, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე, იმ ადამიანებით, რომლებმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად

დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი დღეა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, ამავე დროს დღევანდელი დღეს არიის იმ ადამიანებით სიამაყის დღე, რომლებმაც ქვეყანას სიცოცხლე შესწირეს.

08 აგვისტო 2026, 14:19

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

08 აგვისტო 2026, 14:18

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

08 აგვისტო 2026, 14:15

რეგიონი

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

08 აგვისტო 2026, 14:07

რეგიონი

გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 13:58

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.