არქივი
03 აპრილი 2023, 23:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არ უნდათ სტატუსის მიღება, შემდეგ ამაზე რევოლუციის მოწყობა, საზოგადოებაში მღელვარება, ქაოსი და ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი. სწორედ ეს იქნება რუსული საქმე
რადიკალურ ოპოზიციას მიზნად აქვს სამპუნქტიანი გეგმის შესრულება, სადაც პირველი პუნქტია მოლოდინების აწევა და სტატუსის ვერმიღება, მეორე - აქედან გამომდინარე მღელვარება, ქაოსი, არეულობა, რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება და მესამე - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მეორე ფრონტი და ომი ამ ქვეყანაში. ეს არის სწორედ რუსული საქმე - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
03 აპრილი 2023, 22:55
პოლიტიკა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2023, 22:33
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ ხდებოდეს რაიმე სახის მოქმედების იძულება
მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ ხდებოდეს რაიმე სახის მოქმედების იძულება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
03 აპრილი 2023, 22:32
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსის არმიღება, ომი ქვეყანაში, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა
რადიკალური ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსის არმიღება, ომი ქვეყანაში, მეორე ფრონტი, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
03 აპრილი 2023, 22:14
მსოფლიო
ტრამპი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მას სასამართლოში ბრალს წაუყენებენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მას სასამართლოში ბრალს წაუყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2023, 22:12
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
03 აპრილი 2023, 22:05
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია - სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა
არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის ვიზუალი და სექსუალური ორიენტაცია. ეს არის თემის გადაფარვის მცდელობისთვის ოპოზიციის მიერ წამოსროლილი სიტყვები - თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
03 აპრილი 2023, 21:52
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ვიოლა ფონ კრამონზე: როგორც ჩანს, დეპოლარიზაცია მას ესმის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლად
როგორც ჩანს, დეპოლარიზაცია მას ესმის მოლოტოვის კოქტეილების სროლად, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ვიოლა ფონ კრამონის მისვლას.
03 აპრილი 2023, 21:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, თუ ვერ ჭამს, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება
მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია, რაც თვითდაზიანების რეჟიმშია და სპეკულირებს იმით, რომ გახადა, ვერ ჭამს. თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს. მარტივი ამბავია. პირადად მე ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი, ჩვენმა თანაგუნდელებმაც და არც ერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე. თუ ვერ ჭამს, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც მას სთავაზობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
03 აპრილი 2023, 21:17
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: აქციების უკან უპასუხისმგებლო და მშიშარა პოლიტიკოსებს ვხედავთ
ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
03 აპრილი 2023, 21:01
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ კეზერაშვილი აფინანსებს ტელევიზიებს, NGO სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა
ჩვენი ინფორმაცია და კეზერაშვილის ეს განცხადება ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს - ჩვენ, აქამდეც ვამბობდით, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, ენჯეო სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
03 აპრილი 2023, 20:51
მსოფლიო
UNICEF: მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ხოლო თითქმის 1 000 - დაშავდა.
03 აპრილი 2023, 20:49
სამართალი
პენიტენიცური სამსახური ლაზარე გრიგორიადისზე: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ.
03 აპრილი 2023, 20:33
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა
ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, [ლაზარე გრიგორიადისს] რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
03 აპრილი 2023, 20:30
პოლიტიკა
პარლამენტის ხვალინდელ სესიაზე განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალინდელ სესიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ. როგორც მამუკა მდინარაძემ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გივი მიქანაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე.
03 აპრილი 2023, 20:24
სამართალი
„ჩემი ტელეფონით გადავიღე პოლიციის გადატრიალებული მანქანა. ამ ფოტოებში ან ვიდეოებში, არის ალბათობა, რომ ფიქსირდებოდეს ლაზარე გრიგორიადისი“, - რა წერია ლაზარე გრიგორიადისის მეგობრის ჩვენებაში
რით იყო დაკავებული რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს ლაზარე გრიგორიადისი - ამას მისი მეგობარი ჰყვება, რომლის ჩვენებაც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა. ჩვენების მიხედვით, გრიგორიადისი აქციაზე 8 მარტს მივიდა და რუსთაველის გამზირი 9 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ 9 მარტს, ღამის საათებში წაუკიდა ცეცხლი გრიგორიადისმა პოლიციის კუთვნილ ავტომობილს.
03 აპრილი 2023, 20:11
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: კანდიდატის სტატუსს სიმბოლური დატვირთვა აქვს
უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არის სიმბოლური აქტი, ვინაიდან ბოსნიამაც მიიღო სტატუსი, თუმცა, მას ჰქონდა საკმაოდ ცუდი ანგარიში. მოკლედ, ეს პროცესი საკმაოდ სიმბოლურია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში განაცხადა.
03 აპრილი 2023, 20:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ქალბატონი კრამონი ამბობს, მერე რა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უდანაშაულოა და უნდა გაათავისუფლოთო! უკვე სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ
ომის გლობალური პარტიის წარმომადგენლები სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ - პირდაპირ გეუბნებიან, რომ სახელმწიფოდ არ გთვლიან, რომ შენს კანონმდებლობას პატივს არ სცემენ, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავების უფლება არ გაქვს და ა.შ. ჩამოდის ქალბატონი კრამონი და ამბობს - მერე რა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, რომც ჩაიდინოს, ამით რა? ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო და ის უნდა გაათავისუფლოთო. ამ ყველაფერს უკვე აღარც ნიღბავენ, - ამის შესახებ „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
03 აპრილი 2023, 19:52
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: ბახმუტს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ - მტერი სუსტდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება, ხოლო მტერი ძალას კარგავს.
03 აპრილი 2023, 19:22
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა - როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა
ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
03 აპრილი 2023, 19:17
საზოგადოება
ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება
ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.
03 აპრილი 2023, 19:11
მსოფლიო
ზელენსკი კონტრშეტევაზე: რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გავანადგურებთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება.
03 აპრილი 2023, 19:09
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ, პრიორიტეტად რჩება
არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე. რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას, ბოლო სამი თვის მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაწესებთ ბაზარზე ხორბლის ფასს. ამას აწესებენ ის მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც შარშან დიდი მოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა შემდეგია - ხელი შევუწყოთ ფერმერებს აწარმოონ მეტი პროდუქცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
03 აპრილი 2023, 18:55
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა, ნატოს ნათლად ეთქვა, რომ ალიანსის კარი დაკეტილია ნებისმიერი ახალი წევრისთვის. პუტინი იღებს საპირისპიროს - ორგანიზაცია 2 ახალი წევრით გაიზრდება
უპირველეს ყოვლისა, ფინეთი ალიანსს მოუტანს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი დიდი რეზერვისტული ჯარი გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
03 აპრილი 2023, 18:48
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს
აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპისთვის, პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.
03 აპრილი 2023, 18:47
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, ნატოში გაწევრიანებისკენ პირველი ნაბიჯი კი ამ ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა
ნატოს პოზიცია უცვლელი რჩება უკრაინის მომავალ წევრობაზე. ამ პოზიციის თანახმად, უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
03 აპრილი 2023, 18:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს: განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. „განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო. თქვენთან ვართ“, - დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.
03 აპრილი 2023, 18:35
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკურად, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები
სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკური შანტაჟით, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებული პოლიტიკური პარტია.
03 აპრილი 2023, 18:33
ეკონომიკა
ვეკო დოდაშვილი: საინვესტიციო ფონდებში ინვესტორების დაცულობა უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზებული კანონმდებლობით, არამედ დამატებითი საზედამხედველო მექანიზმებითაც
საინვესტიციო სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარება, ინვესტორების დაცულობის უზრუნველყოფა და თავისუფალი კონკურენციის შექმნა. განვითარებული კაპიტალის ბაზარი კი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, იწვევს უცხოური ინვესტიციებით დაინტერესებას, შესაბამისად, იზრდება ეკონომიკა და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალი, - ამის შესახებ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ სამართლებრივი და შესაბამისობის უფროსმა ოფიცერმა ვეკო დოდაშვილმა განაცხადა.
03 აპრილი 2023, 18:30
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მეორედაც გავგზავნოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში, რათა მივიღოთ სრული თანხმობა, რომ ის ზუსტად ისეთი სახით არის წარმოდგენილი, როგორც კომისია თავის პირველ დასკვნაში გვირჩევდა
დღემდე ცდილობენ და ეცდებიან როგორმე განახორციელონ ამ კანონის დისკრედიტაცია, დაბლოკვა. სწორედ ამიტომ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, როდესაც ცვლილებები შევა და აისახება ვენეციის კომისიის პირველი რეკომენდაცია, მეორედაც [გავგზავნოთ კანონი ვენეციის კომისიაში], რომ იქიდან მივიღოთ სრული თანხმობა და დადასტურება, რომ ეს კანონი ზუსტად ისეთი სახით არის უკვე წარმოდგენილი, როგორც ვენეციის კომისია გვირჩევდა თავის პირველ დასკვნაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.


