მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა - როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა.
„რა თქმა უნდა, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა განსხვავებული შეხედულებებით საქართველოს მიმართ. მას, Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, წამოსცდა, „რეზოლუცია, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მომზადდა, აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები“. საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ჩვენ რაღაც კონსპირაციებს ვიგონებთ, თუმცა ჩვენი ნათქვამი თავისი სიტყვებით დაამტკიცა ამ ქალბატონმა.
ეს დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელიც არის ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და, მით უმეტეს, ამ პირობებში უწევთ მოქმედება. რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ასეთი ქმედება ყველასგან შეურაცხმყოფელია. თუ ის ქვეყნის გულშემატკივარია, არ უნდა ახსენოს მაიდანი და არ უნდა იყოს რევოლუციის მხარდამჭერი. ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე თვეებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი უნდა იყოს მუდამ საქმის კურსში და იცოდეს, რა ხდება საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ევროპარლამენტში, და ასევე უნდა იცნობდნენ იმ გეგმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვს „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი არ ხდება მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ - ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების, მაგალითად, ისრაელისა და თურქეთის განცხადებებიც მოვისმინეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოდიოდა, რაღაც კონსპირაციას ახსენებდა, თითქოს მეორე ფრონტის თემას ჩვენ თვითონ ვწევთ. მადამ პრეზიდენტს მინდა, შევახსენო, ერდოღანმა განაცხადა, რომ მან გადაარჩინა თურქეთი რუსეთთან ომში ჩართვისგან - სწორედ ეს ძალები ცდილობდნენ, რომ როგორმე თურქეთი ჩაერთოთ ომში.
ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დიდი ხანია, დავიწყეთ კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა და საზოგადოებისათვის იმის თქმა, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ჩვენ გარშემო. ეს აუცილებელია და არ უნდა გავჩერდეთ! - პირიქით, და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ვიოლა ფონ კრამონის მოტივაცია დღეს არ გამოკვეთილა, ჩვენ სხვადასხვა შეფასებებს ვუსმენთ. მაინტერესებს, როდის ჩაიხედავენ საკუთარ თავებში და როდის შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომელთაც თავის Facebook კედლებზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ 78 პარლამენტარისთვის მინიჭებული მოღალატის სტატუსი. სხვათა შორის, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები ხანდახან ხდებიან საკუთარი გადაწყვეტილების მონები, - ანუ როცა გაუთვითცნობიერებლად, დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებას, მერე კი იხტიბარს არ იტეხ და გინდა, როგორმე ეს შენი „სიმართლე“ ბოლომდე გაიტანო მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება. თუ შენი ქვეყნისთვის ზრუნავ, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ სიმართლე დაინახო და ამის აღიარება შეძლო მით უმეტეს, როცა დღეს რაღაცები გამოიკვეთა და სულ რაღაც რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ამ კანონის ინიცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 08:06
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:02
საზოგადოება
26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე 3 საათი დარჩა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. სამი საათი დარჩა 26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე - მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადება.
26 მაისი 2026, 01:41
მსოფლიო
CNN: ინტენსიური მოლაპარაკებები ირანის მაღალი დონის დელეგაციასთან დოჰაში კვლავ გრძელდება
ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს დილით კატარში დაიწყო რეგიონული კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების დეტალებზე, კვლავ გრძელდება, - განუცხადა დიპლომატიურმა წყარომ CNN-ს.
26 მაისი 2026, 01:09
საზოგადოება
სოფიაში თბილისის სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა
სკვერის გახსნის ცერემონია 21 მაისს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერიის ორგანიზებით შედგა.
26 მაისი 2026, 00:58
საზოგადოება
ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.
26 მაისი 2026, 00:44
პოლიტიკა
„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.
26 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.
25 მაისი 2026, 23:59
მსოფლიო
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.
25 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.
25 მაისი 2026, 22:53
სამართალი
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
25 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.
25 მაისი 2026, 22:00
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.
25 მაისი 2026, 21:37
ეკონომიკა
შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
25 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 მაისი 2026, 21:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
25 მაისი 2026, 20:58
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან
საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
25 მაისი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.
25 მაისი 2026, 20:50
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.
25 მაისი 2026, 20:42
რეგიონი
26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
25 მაისი 2026, 20:38
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.


