არქივი

31 ივლისი 2018, 23:28

ტექნოლოგიები

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს. რჩევები

CNN-მა გამოაქვეყნა რჩევები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ტყის ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. უპირველესი რჩევაა, რომ ადამიანი არ დარჩეს ფეხზე და დაწვეს ძირს, რადგან იქ დაკვამლიანება შედარებით ნაკლებია.

31 ივლისი 2018, 23:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაფეხმძიმებისთვის საუკეთესო დრო დაასახელეს

შვილის ყოლის მსურველ წყვილს მეცნიერები ჩასახვისთვის საუკეთესო დროდ დილის 7:30-მე უსახელებენ და თანაც გაზაფხულზე. მათი განმარტებით, სპერმაში არის საკუთარი სადღეღამისო საათი და მას ყველაზე მეტი უნარი ჩასახვისთვის სწორედ ადრე დილით აქვს.

ტანია გერმანი

31 ივლისი 2018, 23:02

ტაბლოიდი

დრეიკის სიმღერაზე აცეკვებული რუსი მომღერალი მანქანას შეეჯახა. ვიდეო

რუსი მომღერალი და ინსტაგრამის ვარსკვლავი, ტანია გერმანი დრეიკის სიმღერაზე (In My Feelings) ცეკვავდა, რა დროსაც ჯერ ავტომობილის ღია კარს შეეჯახა, შემდეგ ზურგზე დაეცა.

მარკ ცუკერბერგი

31 ივლისი 2018, 22:44

მსოფლიო

Facebook-მა აშშ-ს 2018 წლის არჩევნებში ჩარევის კვალი იპოვა

კომპანია Facebook-მა Instagram-სა და Facebook-ში 32 ანგარიში აღმოაჩინა, რომლებიც ამერიკის წლევანდელი არჩევნებში ჩარევის კამპანიაში მონაწილეობენ. ამის შესახებ The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

თემურ ჭკუასელიძე

31 ივლისი 2018, 22:33

სპორტი

ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 87 კგ წონით კატეგორიის ფინალში თემურ ჭკუასელიძემ უნგრელ ალექს გერგი შოკესთან ქულებით 7:1 გაიმარჯვა და ოქროს მედალ დაეუფლა.

31 ივლისი 2018, 22:09

პოლიტიკა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა გადაიფიქრეს

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. ამის შესახებ სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მძღოლი ვასილ ლორია აცხადებს. მისი თქმით, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.

31 ივლისი 2018, 22:05

კულტურა

რუსთაველის თეატრმა ხანძრით დაზარალებულებისთვის საბერძნეთში სპექტაკლი დადგა

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ნიქოზიაში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა ათენთან გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ პირთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხა.

წიგნის გარეკანი

31 ივლისი 2018, 21:45

კულტურა

სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულად გამოიცემა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და გამომცემლობის Edition Orient მიერ გერმანულ ენაზე გამოიცემა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

31 ივლისი 2018, 21:35

კულტურა

ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი პირველ ფოტოგამოფენას მართავს

„ინდოეთის ხალხი“ - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც დარია სუხიშვილმა, მამასთან ერთად, ნაციონალური ბალეტის ინდოეთში მოგზაურობისას გადაიღო. მისი პირველი გამოფენა ინდოეთის კულტურასა და ცხოვრების სტილს ეძღვნება.

31 ივლისი 2018, 21:34

მსოფლიო

სლოვაკეთში „ღამის მგლების“ ბანაკის მოწყობას აპროტესტებენ

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ბაიკერთა კლუბის, „ღამის მგლების“ სლოვაკეთის დანაყოფმა, დედაქალაქიდან, ბრატისლავადან 70 კილომეტრის მოშორებით, ძველი ტანკები და ჯავშანსატანკო ტექნიკა განათავსა. ამას არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ, - მმართველი გუნდის წევრთა კრიტიკა მოჰყვა.

თბილისი

31 ივლისი 2018, 21:32

პოლიტიკა

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

6 აგვისტოს საქართველოს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრებიან. ევროპელი დიპლომატების გარდა, თბილისში 6 აგვისტოს უკრაინის ვიცეპრემიერი პავლო როზენკოც ჩამოვა.

31 ივლისი 2018, 21:20

პოლიტიკა

გერმანიაში სადეპორტაციო ბანაკში 300 ადამიანი შიმშილობს. მათგან სამი ქართველია

300 ადამიანს, მათ შორის ქართველებს, რომლებიც გერმანიაში სადეპორტაციო ბანაკში იმყოფებოდნენ, პოლიციამ სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბანაკში მყოფთაგან ერთ-ერთის მეგობარი ავრცელებს. მისივე განმარტებით, ბანაკში არ უშვებენ ადვოკატებს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა ტერიტორიაზე.

31 ივლისი 2018, 21:08

სამართალი

ტაქსის მძღოლი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა. შემთხვევა გუშინ ღამით გლდანში მოხდა. ტაქსის მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი მას პირადი ნივთები წაართვა.

31 ივლისი 2018, 21:00

პოლიტიკა

12 წლამდე ბავშვების ტრანსპორტირებაზე ახალი რეგულაციები წესდება

არასამთავრობო სექტორში საკანონმდებლო ხარვეზზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ 12 წლამდე ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების ნორმები მოსაწესრიგებელია. საჯარო დისკუსიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

31 ივლისი 2018, 20:57

სამართალი

კრიზისული სიტუაციების მართვაზე პასუხისმგებელი საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება

ხვალიდან სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება. მართვის ხუთდონიანი სისტემა იცვლება და ის ამჯერად მხოლოდ ორდონიანი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, კრიზისული სიტუაციების მართვაზე პასუხისმგებელი საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება.

31 ივლისი 2018, 20:49

ტექნოლოგიები

iOS 12-ის საცდელ ვერსიაში ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა აღმოაჩინეს

iOS 12-ის საცდელ ვერსიაში, სისტემის კომპონენტებს შორის მეორე SIM-ბარათის მხარდაჭერა იპოვეს. ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი iPhone-ები დუალ-სიმის მხარდაჭერით აღიჭურვებოდა და მათგან ერთი ვირტუალური Apple SIM-ი იქნება.

დავით უსუფაშვილი

31 ივლისი 2018, 20:13

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში თავად იყრის კენჭს. ამის შესახებ შენების მოძრაობის ლიდერმა განაცხადა. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა უსუფაშვილის შეთავაზება ერთადერთი მიზეზით არ მიიღო - ის არ აპირებს გრძელვადიან პარტიულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.

31 ივლისი 2018, 19:58

ტაბლოიდი

ფილიპინელ გოგოს ორ ზედმეტ ხელს მოაშორებენ

14 წლის ფილიპინელი გოგო, ვერონიკა კომინგუზი ოთხი ხელით დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მალე შეძლებს, იცხოვროს ჩვეულებრივი სხეულით. გოგოს სხეულზე წანაზარდები მისი განუვითარებელი ტყუპისცალის ნაწილებია, რომელიც გოგოსთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა.

31 ივლისი 2018, 19:56

მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკაში რუსი ჟურნალისტი, რეჟისორი და ოპერატორი მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტი, ოპერატორი და რეჟისორი მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, მოკლულები არიან ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო.

თბილისი

31 ივლისი 2018, 19:44

პოლიტიკა

მთავრობამ ჰაერის ხარისხის სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვენდა და ის ძალაში 1 აგვისტოდან შევა.

ხორავას ქუჩა, მკვლელობის ადგილი

31 ივლისი 2018, 19:34

პოლიტიკა

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გ.ბ-მ საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ თქვა, გ.ბ-მ კომისიას მისი პოლიციაში წაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

თაფლის ფესტივალი ზუგდიდში

31 ივლისი 2018, 19:29

ეკონომიკა

ზუგდიდში პირველად ჩატარდა თაფლის ფესტივალი

ზუგდიდში პირველად ჩატარდა თაფლის ფესტივალი. მასში ადგილობრივი თაფლის მეწარმეები მონაწილეობდნენ. როგორც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგოამ განაცხადა, ფესტივალის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციაა

სასტუმრო Meriton

31 ივლისი 2018, 19:15

ეკონომიკა

ავსტრალიური სასტუმროების ქსელი, უარყოფითი კომენტარების დამალვის გამო, $3 მილიონით დააჯარიმეს

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ TripAdvisor-ზე რეიტინგების გაყალბების გამო დეველოპერულ კომპანია Meriton-ს 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ირკვევა, რომ კომპანიის თანამშრომლები 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე სტუმრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირებდა, რათა მათზე ნეგატიური კომენტარები არ დაეტოვებინათ.

მთავარი პროკურატურა

31 ივლისი 2018, 19:15

სამართალი

პროკურატურა: კობაურის ადვოკატმა საქმის სრული მასალების ასლები თავად არ ჩაიბარა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატების განცხადებას ეხმიანება. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარე არ იძლევა სრულად ინფორმაციას მტკიცებულებების შესახებ.

31 ივლისი 2018, 19:09

ტექნოლოგიები

კვლევა: მოლაპარაკებების წინ ნახშირწყლების მიღება ემოციურობას ზრდის

ლუბეკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის ექსპერტი სებასტიან შმიდი და ფსიქოლოგი სოიონგ პარკი ხელმძღვანელობენ, ადამიანთა ქცევაზე კვების გავლენა პირველად დაადასტურა.

31 ივლისი 2018, 19:02

პოლიტიკა

„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლების ნაწილის გაფიცვისთვის მზადებას უარყოფს

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების ნაწილის მიერ 1 აგვისტოს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას უარყოფს. კომპანიის ცნობით, მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

შსს

31 ივლისი 2018, 18:49

სამართალი

შსს-მ ლისის ტბაზე ბიტკოინების დატა ცენტრიდან „მაინერები“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში შევიდა, საიდანაც ნივთმტკიცებად მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული "მაინერები" ამოიღო.

31 ივლისი 2018, 18:37

სპორტი

ბერლინში ოზილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„მე ოზილი ვარ!“- აქცია ამ ლოზუნგით ბერლინში გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ფეხბურთელის ასობით გულშემატკივარმა მიიღო. ხელში მათ გერმანიისა დათურქეთის დროშები ეჭირათ.

31 ივლისი 2018, 18:36

ტექნოლოგიები

კვლევა: კანაფის ზეთი პანკრეასის კიბოთი დაავადებულებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

პანკრეასის სიმსივნის მკურნალობის პროცესში, ქიმიოთერაპიასთან ერთად, კანაფის ზეთის, კანაბიდოილის (CBD) გამოყენება ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.

სალომე ზურაბიშვილი

31 ივლისი 2018, 18:33

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: „ცოტაც კიდევ მოითმინე გულო“

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საელჩოსთვის საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობისი შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბოლო "ერთი კვირა ოჯახურ საქმეებზე გადაერთო".