არქივი
09 დეკემბერი 2018, 23:46
თემა
ვინ არის ქალი, რომელმაც შეიძლება ანგელა მერკელი შეცვალოს. ისტორია
7 დეკემბერს გერმანიის მმართველმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ახალი თავმჯდომარე აირჩია. 56 წლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს მხარს უჭერდაკანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პარტიას 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამ პოზიციიდან ნოემბერში გადადგა. მანამდე კრამპ-კარენბაუერი საარის მხარეში მუშაობდა და მხოლოდ ამ წლის დასაწყისში გადავიდა ბერლინში, რათა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანიგამხდარიყო. ახლა მას შეუძლია გახდეს კანცლერობის კანდიდატი პარტიიდან მომდევნო არჩევნებში, მაგრამ ამისთვის მან ჯერ შიდაპარტიული განხეთქილება უნდა გადალახოს.
09 დეკემბერი 2018, 23:40
მსოფლიო
სომალის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება
მის იმპიჩმენტს სომალის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ითხოვს, რომელთა მტკიცებითაც, სომალის პრეზიდენტი უგულებელყოფს დროებით ფედერალურ კონსტიტუციას. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არღვევს ექსტრადიციის შესახებ კანონს.
09 დეკემბერი 2018, 23:22
მსოფლიო
საუდის არაბეთი თურქეთს ჰაშაღის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს არ გადასცემს
"ჩვენ არ მოვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ექსტრადაციას", - განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 5 დეკემბერს თურქეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჰაშაღის მკვლელობის საქმეზე საუდელი პრინცის ახლობლებს ეძებს.
09 დეკემბერი 2018, 23:18
პოლიტიკა
მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ისევ GIPA-ში დაბრუნდება
„მადლიერება რაში უნდა გამოვხატო? ჩემი ინტერესი იყო ეს ყველაფერი? ეს იყო საერთო მიზნის ნაწილი“, - მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლიერებას არ გამოხატავს. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის სავარძელი მძიმეა და უახლოეს მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
09 დეკემბერი 2018, 22:55
მსოფლიო
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: „ყვითელი ჟილეტების“ აქცია ეკონომიკური კატასტროფაა
საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. მხოლოდ 8 დეკემბერს, ქუჩაში 125000 დემონსტრანტი გამოვიდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
09 დეკემბერი 2018, 22:43
სპორტი
გენო პეტრიაშვილმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
რუსეთის საერთაშორისო ტურნირი „ალანები" ქართველი მძიმეწონოსანის გამარჯვებით დაიხურა.მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ჯაბელ სადეზადეხი 10-1 დაამარცხა.
09 დეკემბერი 2018, 22:36
პოლიტიკა
ცნობილია რამდენი სტუმარი დაესწრება ინაუგურაციას და ვინ იზრუნებს პრეზიდენტის სამოსზე
პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება, სტუმრების მიღება კი წინანდალში იგეგმება. სტუმრების სია სავარაუდოდ 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.
09 დეკემბერი 2018, 22:21
სამართალი
როგორ დაისჯება ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობა და რას გულისხმობს შსს-ს ახალი ინიციატივა
ქუჩური გარჩევის პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ის ინსიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე გამოჩნდნენ დედაქალაქის ქუჩებში. ეს ადამიანები მოქალაქეებთან დანაშაულის პრევენციის მიზნით იმუშავებენ.
09 დეკემბერი 2018, 22:16
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: საშუალო ხელფასი 2025 წლისთვის გაორმაგდება
2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - ასეთია ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი. გიორგი ქობულია საერთაშორისო შეფასებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არასდროს ყოფილა იმაზე კარგ მდგომარეობაში, ვიდრე დღესაა.
09 დეკემბერი 2018, 22:07
სამართალი
კახეთის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. გარდაცვლილია საჭესთან მჯდომი შუახნის კაცი.
09 დეკემბერი 2018, 21:57
მსოფლიო
პარიზში არეულობის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
პარიზში გუშინდელი არეულობის კვალი იგრძნობა. შანზე ლიზეზე გაწმენდითი სამუშაოები და მაღაზიებისა და რესტორნების დამსხვრეული მინების აღდგენა დილიდან დაიწყო. პარიზში არსებული ვითარების შესახებ „იმედის კვირამ“ სიუჟეტი მოამზადა.
09 დეკემბერი 2018, 21:55
პოლიტიკა
როგორ მოხვდა ნაციონალურ მოძრაობასთან ყალბი პირადობის მოწმობები
ეს პირადობის მოწმობები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლანჩხუთის საკრებულოში, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა კახა ასკურავამ როგორც თავად ამბობს სარდაფში საქმეზე ჩასულმა არ იპოვა.
09 დეკემბერი 2018, 21:31
მსოფლიო
რუსეთი ორი ადამიანის მკვლელობაზე ბრიტანული პოლიციის ეჭვებს პასუხობს
ლონდონში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში აცხადებენ, რომ "როგორც ყოველთვის არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის და მხოლოდ მედიაში გაჟონილ ინფორმაციას ეყრდნობა.
09 დეკემბერი 2018, 21:28
პოლიტიკა
თბილისში დაკავებული უკრაინელი მებრძოლების სააკაშვილთან კავშირი დასტურდება
„ქრონიკის“ ჟურნალისტს კიევში უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე სააკაშვილის და რადას დეპუტატის სემენჩენკოს მიერ ჩამოყვანილ ექვსეულს შესაძლოა გაესროლა კიდეც.
09 დეკემბერი 2018, 21:18
მსოფლიო
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას ელოდებიან
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები დახურულია. ქვეყანაში ახლა ეგზიტპოლისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს ელოდებიან.
09 დეკემბერი 2018, 21:11
პოლიტიკა
ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის პრევენციის მიზნით, კლუბებში ტესტერები დარიგდა
ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებებით შესაძლო ინოტქსიკაციის შემთხვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "მანდალა - ზიანის შემცირება" ღამის კლუბებში პრევენციულ აქციას ატარებს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს უფასოდ არიგებს.
09 დეკემბერი 2018, 20:50
მსოფლიო
ბოლივიაში პაბლო ესკობარის თანამზრახველი სამართალდამცველებს გაექცა
ბოლივიაში გასამართლებული ნარკობარონი ხორხე სუარესი საავადმყოფოდან გაიქცა. 67 წლის სუარესი, ზედმეტსახელად „ჩალის ქუდი“ ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის თანამზრახველი და მეგობარი იყო. ის 80-იან წლებში სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკების გადაზიდვის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.
09 დეკემბერი 2018, 20:43
ტაბლოიდი
მუჰამედ ბინ სალმანის მასწავლებელი პრინცის ბავშვობის დეტალებს ასაჯაროებს
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის მუჰამედ ბინ სალმანის ინგლისურის მასწავლებელმა, რომელიც BBC--ის არაბული სამსახურის ჟურნალისტია, თავის გამოცემას მოსწავლის ბავშვობის შესახებ დეტალები გაუმხილა.
09 დეკემბერი 2018, 20:34
ეკონომიკა
კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა იწყება
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას 10 დეკემბრიდან იწყებს. ცვლილებებს ხვალ რამდენიმე კომიტეტში განიხილავენ დეპუტატები.
09 დეკემბერი 2018, 20:25
მსოფლიო
აზერბაიჯანში მსჯელობენ, მისაღებია თუ არა ღალატის გამო ქალის ცემა
აზერბაიჯანში სოციალური ქსელის მომხმარებლები მსჯელობენ თუ როგორ უნდა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს თუ არა ქალი ღალატის გამო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში ცოლის ღალატში დაეჭვებულმა კაცმა ქალს სცემა და შემდეგ თავი გადაპარსა.
09 დეკემბერი 2018, 20:07
პოლიტიკა
ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მერობის ყოფილი კანდიდატი აქციებს იწყებს
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, 10 დეკემბრიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს. გოგლიჩიძის თქმით, მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 7 საქმეა აღძრული.
09 დეკემბერი 2018, 19:59
მსოფლიო
რა ხდება ბურუნდის გასაიდუმლოებულ ციხეებში, საიდანაც წითელი შეფერილობის წყალი გამოედინება
შოკისმომგვრელი ვიდეო სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა. კადრებში ჩანს თუ როგორ მოედინება წითელი ფერის სითხე არხში. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე საიდანაც არხი გამოედინება ხელისუფლების მოწინააღმდეგებს აწამებდნენ და კლავდნენ.
09 დეკემბერი 2018, 19:43
ტექნოლოგიები
Google-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გარდაცვლილი იპოვეს
როგორც პოლიცია აცხადებს, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, რაც მათ ეჭვის საფუძველს, რომ ის ვინმემ მოკლა, არ აძლევს. სკოტ ქრალჩიკის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ქალაქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო დაადგენს. მომხდარზე Google-ში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
09 დეკემბერი 2018, 19:38
ტაბლოიდი
„მის სამყაროს“ დაკარგული კონკურსანტი იპოვეს
კონკურს „მის სამყაროს-2018“-ის მონაწილე სიერა ლეონედან მარია ესტერ ბანგურა ბოლოსდაბოლოს ტაილანდში ჩავიდა. მარია ესტერ ბანგურა ერთადერთი მონაწილე იყო, რომელიც კონკურსზე, ტაილანდში სხვებისგან განსხვავებით არა თვითმფრინავით, არამედ გემით გაემგზავრა.
09 დეკემბერი 2018, 19:25
პოლიტიკა
მასწავლებელს მე-9 კლასელი ბიჭის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს
ბორჯომის ერთ–ერთ სკოლაში მეცხრე კლასელი ბიჭის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისციპლინურმა კომიტეტმა ინგლისურის მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
09 დეკემბერი 2018, 19:23
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყებამ მენ ვანჩჟოუს დაკავების გამო კანადის და აშშ-ის ელჩები გამოიძახა
აშშ-ის ელჩი ჩინეთში, ტერი ბრანსტედი საგარეო უწყებაში Huawei-ს დამფუძნებლის შვილის და იმავდროულად კომპანიის ფინანსური დირექტორის მენ ვანჩჟოუს დაკავების გამო გამოიძახეს.
09 დეკემბერი 2018, 19:15
სპორტი
ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა
კერამუდინს კერამს რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი და ამერიკელი კელი ლინდსი - საფეხბურთო გუნდის ყოფილი მწვრთნელი ადანაშაულებს. გადაწყვეტილება ავღანეთის გენერალური პროკურორის ოფისმა მიიღო, რომელიც მომხდარს იძიებს. ავღანეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.
09 დეკემბერი 2018, 19:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. ამის შესახებ მან მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
09 დეკემბერი 2018, 18:59
პოლიტიკა
დღეს ღამით მელიქიშვილის გამზირი დროებით გადაიკეტება
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს, რომელიც ამ განათებებს ამონტაჟებს.
09 დეკემბერი 2018, 18:59
მსოფლიო
იაპონიის პრინცესა მასაკო ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს
იაპონიის მემკვიდრე პრინცესა მასაკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აპრილში დედოფალი გახდა, თავს "დაუცველად" გრძნობს. თუმცა დასძენს, რომ ის იაპონელთა კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს.


