არქივი
14 აპრილი 2019, 23:32
მსოფლიო
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ
ბიულეტენების 35.5%-ის დათვლის შედეგად, არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია 18.9%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კონსერვატიული ეროვნული კოალიციაა 17.2%-ით. ლიბერალური პარტია "ფინეთის ცენტრი", რომელსაც პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იუჰა სიპილა ხელმძღვანელობს, 15.4% აქვს.
14 აპრილი 2019, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კვლევით 19 მაისის არჩევნებში „ქართული ოცნება“ იგებს
გადაცემა იმედი Live-ში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველა კვლევებით ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იგებს. „ის რომ, მეორე ტური შეიძლება, გაიმართოს ამა თუ იმ ოლქში, ეს ნორმალური პროცესია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
14 აპრილი 2019, 23:09
კულტურა
ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა
თბილისის საკონცერტო დარბაზში ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ფილარმონიის წინ მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. საღამო ლელა თათარაიძემ გახსნა სიმღერით "რა ლამაზია თუშეთი". ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.
14 აპრილი 2019, 22:47
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 15 აპრილს შეხვედრაზე შეთანხმდნენ
ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ახლობლების საპროტესტო აქცია დასრულდა. მათ ერთი საათის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხვდებოდა და მათ მოთხოვნებს ისმენდა. მიქელაძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა შეკითხვები ლეგიტიმურია და მათ რეგულირების სააგენტო განიხილავს.
14 აპრილი 2019, 22:39
მსოფლიო
სლობოდან მილოშევიჩის ცოლი მირა მარკოვიჩი გარდაიცვალა
მირა მარკოვიჩი ცნობილი იყო როგორც "ბალკანეთის ლედი მაკბეთი", ის 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის დროს აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ის ქვეყნის პრეზიდენტის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი და მრჩეველი იყო.
14 აპრილი 2019, 22:13
პოლიტიკა
საჭესთან 1 წამით ტელეფონზე დახედვისას მანქანა 20 მეტრს ისე გადის რომ თქვენ ვერაფერს ხედავთ
ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დაიღუპა 511 ადამიანი; 2015 წელს - 602 ადამიანი; 2016 წელს - 581 ადამიანი; 2017 წელს - 517 ადამიანი; 2018 წელს - 459 ადამიანი. საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით საქართველოში აქტიური კამპანია დაიწყო. დედაქალაქის ქუჩებში ინსტალაციები გამოჩნდა.
14 აპრილი 2019, 22:00
ტექნოლოგიები
Facebook-ი რამდენიმე საათით გათიშვის გამო ბოდიშს იხდის
Businessinsider-ი წერს, რომ ფაქტის შესახებ Facebook-ის გათიშვისგან შეწუხებული ხალხი განსაკუთრებით ევროპისა და აზიის კონტინენტიდან სოციალური ქსელის კონკურენტ „ტვიტერზე“ წერდა.
14 აპრილი 2019, 21:47
პოლიტიკა
რა ვითარებაა თიანეთის საბავშვო ბაღებში, რომელთა შორისაც ზოგი 3-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს
სოფელ ზარიძეებში არსებული ბაღის შესახებ დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციამ "კივიტას გეორგიკამ" დაწერა. ბაღს რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა, თუმცა დაბზარული კედლები და ნაპრალები იატაკსა და მიწას შორის, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სასმელად უვარგისია საბავშვო ბაღის ეზოში დამონტაჟებული წყალიც.
14 აპრილი 2019, 21:23
პოლიტიკა
ბათუმში აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მივიდა
ბათუმში, აქციის მონაწილეებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ტერიტორიიდან ჭავჭავაძისკენ გადაინაცვლეს და ქუჩა ჩაკეტეს. სამართალდამცველები მათთან გზის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. შეკრებილებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.
14 აპრილი 2019, 20:53
მსოფლიო
აშშ-ის სანაპიროსთან ახალშობილი ჩრდილოეთის გლუვი ვეშაპები შენიშნეს
გადაშენების პირას მყოფი ვეშაპების ერთ-ერთ სახეობაში პოპულაციის ზრდაა. აშშ-ის სანაპირო კვლევების ცენტრის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ სამი წყვილი ჩრდილოეთის გლუვი დედა ვეშაპი და მათი ნაშიერები შენიშნეს. ამ სახეობის მხოლოდ 450-მდე ვეშაპია შემორჩენილი.
14 აპრილი 2019, 20:51
მსოფლიო
სეიშელის პრეზიდენტმა განცხადება ინდოეთის ოკეანიდან წყალქვეშ გააკეთა
„ჯანმრთელ ოკეანეს კაცობრიობის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ზღვის დონიდან 124 მეტრის სიღრმეში მყოფმა პრეზიდენტმა დენი ფორიმ. სეიშელის პრეზიდენტი ბრიტანულ ექსპედიციას შეუერთდა, რომელმაც ოკეანის სიღრმეები უნდა შეისწავლოს.
14 აპრილი 2019, 20:31
ტაბლოიდი
ამერიკაში ბიჭმა გოგოს ტუჩზე უკბინა, რათა შემდეგი შეყვარებულისთვის „ნიშანი“ დაეტოვებინა
კაილა ჰეისის თქმით, ბიჭი ემუქრებოდა, რომ ის მისი საკუთრება იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ გოგო ბიჭს ისევ შეხვდა, რათა სანამ აშშ-ის საზღვაო ფლოტში სამსახუროდ წავიდოდა, "შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა", თუმცა ბიჭი უფრო უხეში გახდა რაც გაიგო, რომ კაილა მასთან დაბრუნებას არ აპირებდა.
14 აპრილი 2019, 20:04
სამართალი
რუსთაველის გამზირზე რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „ხინკლის სახლის" სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დამწვარია 20 მ² ფართობი.
14 აპრილი 2019, 20:03
მსოფლიო
ნეპალში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აეროპორტში ავიაკატასტროფა მოხდა
შემთხვევა ლუკლას აეროპორტში მოხდა, რომელიც ავიაკატასტროფების სიხშირის გამო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ლოკაციად მიიჩნევა. ეს აეროპორტი ევერესტისკენ მიმავალი მთავარი გზაა. ავიაკატასტროფის შედეგად ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო.
14 აპრილი 2019, 19:45
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო ქართველებს დედაენის დღეს მუხრან მაჭავარიანის ლექსით ულოცავს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს დედა ენის დღეს Facebook-ზე ულოცავს. საელჩოს განცხადებით, 1978 წლის 14 აპრილს ათასობით ადამიანმა საბჭოთა რეჟიმს არნახული წინააღმდეგობა აჩვენა და ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
14 აპრილი 2019, 19:33
ტაბლოიდი
Bloomberg-მა „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე მდიდარი სახლების რეიტინგი შეადგინა
HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" მოყვარულები ბოლო, ფინალური სეზონის გამოსვლას ელოდებიან. მანამდე კი Bloomberg-მა GOT-ის ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგი შეადგინა. ტარგარიანების სახლი სიმდიდრის მხრივ სიის სათავეშია.
14 აპრილი 2019, 19:21
სამართალი
რუსთაველის გამზირზე რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია
ამის შესახებ Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. სამზარეულო იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 მ² ფართობი. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
14 აპრილი 2019, 19:07
კულტურა
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მარტოხელას სტატუსით
განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტია გრძელდება. როგორც მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, წყვილს უკვე შეუძლია ისარგებლოს მარტოხელას იურიდიული სტატუსით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიულად მათი განქორწინების პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.
14 აპრილი 2019, 19:05
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილები ექიმების დაუდევრობას აპროტესტებენ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, მათი ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალნენ. მიზეზად არასწორ მკურნალობასა და დიაგნოზს ასახელებენ. ისინი საქმეების გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
14 აპრილი 2019, 19:04
მსოფლიო
ფრანკფურტში მდინარე მაინში II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს
ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის გამო ქალაქის ნაწილიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბომბი მყვინთავებმა მაშინ იპოვეს, როდესაც გეგმურ წვრთნებს ახორციელებდნენ.
14 აპრილი 2019, 18:47
მსოფლიო
75 წლის ფლორიდელი კაზუარის თავდასხმისას მიღებული ჭრილობებით დაიღუპა
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათთან გამოძახება შევიდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მძიმედ დაშავებული კაცი დახვდათ. ექიმებმა კაცი ვერ გადაარჩინეს. პოლიცია მომხდარს იძიებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან აქვთ.
14 აპრილი 2019, 18:36
სამართალი
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილის რომან ჭანტურიას წინააღმდეგ გამოძიება 166 და 173 მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
14 აპრილი 2019, 18:30
მსოფლიო
American Airlines-ი ბოინგ 737 MAX-ის ფრენებზე აკრძალვას სავარაუდოდ 19 აგვისტოდან გააუქმებს
American Airlines-მა ეთიოპიაში ავიაკატასტროფის გამო დაწესებული აკრძალვა, რომელიც ბოინგ 737 MAX-ის ფრენების შეჩერებას გულისხმობს, 19 აგვისტომდე გაახანგრძლივა. თანამშრომლებისა და მომხმარებლებისადმი მიმართვაში ავიახაზების ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ 737 MAX შემოწმებას 19 აგვისტომდე გაივლის.
14 აპრილი 2019, 18:24
სამართალი
ტყის გახშირებული ხანძრის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
ბოლო პერიოდში მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ხშირად კი მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვითარების გაკონტროლებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება.
14 აპრილი 2019, 18:05
ტაბლოიდი
ლეგენდარულ ტონი ჰოუკს მანქანის დაქირავება სურდა, კომპანიაში კი მისი ვინაობა არ დაიჯერეს
სკეიტბორდისტის თქმით, ის ავტომობილების გამქირავებელ პუნქტში მივიდა და სიაში თავისი სახელის ძებნა დაიწყო, თუმცა ვერ იპოვა. შემდეგ თანამშრომელთან გასაუბრების მიზნით, რიგში ჩადგა, რომელიც მას უყურებს და ეუბნება: "მგონი, რომ თქვენ ნამდვილი ტონი ჰოუკი ხართ".
14 აპრილი 2019, 17:56
სამართალი
ოზურგეთში სოფელ მშვიდობაურში ხანძარია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. იწვის ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
14 აპრილი 2019, 17:53
პოლიტიკა
თბილისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
შეჯიბრში თითო ჯიშს თითო გამარჯვებული ეყოლება, შემდეგ კი რჩეულებს შორის საუკეთესოს გამოავლენენ. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი თბილისის მერიაა. მორიგი საერთაშორისო გამოფენა მაისში ბათუმში გაიმართება.
14 აპრილი 2019, 17:37
მსოფლიო
ფილიპინებზე ISIS-ის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი მოკლეს
ის ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი ლიდერი იყო, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" აფილირებულ ტერორისტულ ჯგუფს "Maute"-ის ხელმძღვანელობდა. ფილიპინების თავდაცვის მინისტრის, დელფინ ლორენზანას განცხადებით, მრავალთვიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი მოკლეს.
14 აპრილი 2019, 17:32
სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსთან ერთი პირი დააკავეს
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც სავალი გზის გადაკეტვას ცდილობდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გუშინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამმართველოსთან აქციას მეორე დღეა მართავენ.
14 აპრილი 2019, 17:16
ტაბლოიდი
ტექნიკური ხარვეზის გამო მომხმარებლებმა Facebook-სა და Instagram-ს Twitter-ზე დასცინეს
Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია ტექნიკური პრობლემები. ქსელების ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტები გავრცელდა, სადაც სოციალური ქსელებს მომხმარებლები დასცინიან.


