არქივი
16 აპრილი 2019, 23:52
მსოფლიო
იუნკერი: Brexit-ი ევროკავშირის მომავალი არ არის
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ Brexit-მა გაერთიანების პროგრესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ევროპელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება.
16 აპრილი 2019, 23:39
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დნმ-ის ტესტით დაადგინეს ვინ ააგო სტოუნჰენჯი
მკვლევრებმა გააანალიზეს იმ ადამიანების დნმ-ი, რომლებიც სტოუნჰენჯის მახლობლად 4-5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. დნმ-ის ტესტით აღმოჩნდა, რომ გენეტიკა ემთხვევა იმ ადამიანებისას, რომლებიც საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე, მოგვიანებით კი ესპანეთსა და პორტუგალიაში ცხოვრობდნენ.
16 აპრილი 2019, 23:14
მსოფლიო
ვენესუელაში წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩავიდა
მას შემდეგ რაც ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, დღეს პირველად შევიდა ქვეყანაში "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული დახმარება. კარაკასის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებითა და სამედიცინო საშუალებებით.
16 აპრილი 2019, 22:55
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე განმარტავს რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის საქმე სააპელაციოში
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ვრცლად განმარტა თუ რატომ არ გაასაჩივრა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ ილაპარაკა.
16 აპრილი 2019, 22:44
მსოფლიო
მაკრონი: ნოტრ-დამს 5 წელიწადში აღვადგენთ
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ პარიზის ღვთისმშობლის დამწვარი ტაძრის რეკონსტრუქცია 5 წელიწადში შესაძლებელია. ამის შესახებ მან ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, - წერს ფრანგული Le Monde-ი. მანამდე არსებული ინფორმაციით, ნოტრ-დამის რეკონსტრუქციას სავარაუდოდ, 15-20 წელი დასჭირდებოდა.
16 აპრილი 2019, 22:26
ტექნოლოგიები
ჰონგ-კონგელმა მხატვარმა რობოტს ჩინურ სტილში ხატვა ასწავლა
რობოტი დაახლოებით 50 საათის განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურის გამოყენებით შერეულ პეიზაჟებს ქმნის. ნამუშევრებისთვის და ნედლი ბრინჯის გამოყენებით დამზადებულ ფურცლებს იყენებს.
16 აპრილი 2019, 22:15
მსოფლიო
რა ხდება ნოტრ-დამში ხანძრის შემდეგ. ფოტო
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. რა ხდება ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.
16 აპრილი 2019, 21:52
ტექნოლოგიები
Microsoft-ი AirPods-ის მსგავსი ყურსასმენების შექმნაზე მუშაობს
Microsoft-ის ახალი პროდუქტის სახელწოდება Morrison-ი იქნება, ჯგუფის The Doors-ის ვოკალისტის, ჯიმ მორისონის პატივსაცემად. ივარაუდება, რომ ყურსასმენებს ხმაურის დახშობის ფუნქცია ექნება, ასევე ჩაშენდება ხმოვანი დამხმარე Cortana, რომელიც Microsoft-მა შექმნა.
16 აპრილი 2019, 21:46
მსოფლიო
ვაშინგტონი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნებიის სიიდან სუდანის ამოღების საკითხს განიხილავს
ტრამპის ადმინისტრაციამ სუდანთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქვეყნის ჯარმა საგანგებო სხდომაზე თანამდებობებიდან გადააყენა მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი.
16 აპრილი 2019, 21:35
პოლიტიკა
მერია ვასილ სოფრომაძეს და მის იურისტებს კანონმდებლობაში კარგად გარკვევისკენ მოუწოდებს
„ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალი მაღაზიის აშენება სურს, თბილისის მერია კი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწის ნაკვეთის ყიდვას სთავაზობს.
16 აპრილი 2019, 21:23
მსოფლიო
ხორვატიაში გიგანტური, მოხატული სააღდგომო კვერცხების გამოფენა გაიმართა
კვრეცხები კოპრივინცადან ხორვატიის გარდა, სხვა ქვეყნებშიც პოპულარუალია. მას სხვადასხვა ქალაქებში საჯარო ადგილებზე წარმოსაჩენად აგზავნიან, ისევე როგორც ეს გასულ წელს, პრაღაში, ბრიუსელში, ვენაში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მოხდა.
16 აპრილი 2019, 21:05
სამართალი
იუნკერები „რუსთავი 2“-ს ჯარის იმიჯის მიზანმიმართულად შელახვაში ადანაშაულებენ
პარალელურად, სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამაუწყებლო კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობის საფუძველზე, თითქოს ამერიკელ სამხედროზე ქართველმა იუნკერმა იძალადა, საქმეში პროკურატურის ჩართვას ითხოვს. დიმიტრი შაშკინმა ეს განცხადება მხოლოდ „რუსთავი 2“-თვის გააკეთა.
16 აპრილი 2019, 20:56
კულტურა
ჩარლი ჩაპლინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
ფილმზე რეჟისორებმა პიტერ მიდლტონმა და ჯეიმს სპაინიმ იმუშავეს. დოკუმენტური ჟანრის სურათში ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ეპიზოდებია ასახული. დოკუმენტური ფილმის Chasing Chaplin-ის პირველი ჩვენება კანის წლევანდელ კინოფესტივალზე გაიმართება.
16 აპრილი 2019, 20:39
პოლიტიკა
კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია
საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
16 აპრილი 2019, 20:32
თემა
რატომ არის ხანძრის ჩაქრობა რთული ისტორიულ შენობებში
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიხანძარი15 აპრილს გაჩნდა. 400-ზე მეტიმეხანძრე ვერ გაუმკლავდა ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში. ხანძრის ლიკვიდაცია მხოლოდ დილისკენ გახდა შესაძლებელი, შენობაში ჩაინგრა ჭერი და შპილი. გთავაზობთ სპეციალისტების განმარტებებს იმის შესახებ, თუ რა სირთულეები ახლავს ხანძრის ჩაქრობას ისტორიულ შენობებში და რატომ არ შეიძლება ნოტრ-დამის ნაწილობრივ ჩამონგრევაში მეხანძრეების დადანაშაულება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ხანძრის სწორად ჩაქრობის შესახებ ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ეს უშუალოდ გააკეთა, ასევე ექსპერტებს, რომლებიც შემთხვევას გამოიძიებენ. თითოეული ხანძარი უნიკალურია, ყველა მათგანს ბევრი თავისებურება აქვს - დაწყებული იმით, თუ როდის შეატყობინეს მეხანძრეებს აალების შესახებ, დამთავრებული - საცობებით, ამინდით, თავად შენობის და მიმდებარე ქუჩების სპეციფიკით. მსჯელობა მხოლოდ ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინებით შეიძლება. ისტორიულ შენობებში ხანძრების ჩაქრობა უკიდურესად რთულია. ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ასეთი შენობები ხშირად ძალიან რთულად არის დაპროექტებული. მეორეც, თითქმის ყოველთვის ისინი ქალაქის გადატვირთულ ცენტრებში მდებარეობს. მესამეც, ცეცხლის კერამდე მიღწევა ძალიან რთულია. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ უზარმაზარ ისტორიულ შენობაში ცეცხლი გაუჩნდა სახურავს, მაგრამ მასთან მიღწევა მხოლოდ ორი ვიწრო კიბით შეიძლება. შედეგად, შენობასთან შეიძლება მილიონი მეხანძრე მიიყვანო, მაგრამ ცეცხლს ისინი მაინც ამ ორი კიბით თუ მიუახლოვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტზე მეხანძრეების მიერ სამუშაოს დაწყების დრო. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ცეცხლის გაჩენიდან მეხანძრეების ადგილზე მისვლამდე დაახლოებით ათი წუთის ინტერვალია, ეს უკვე სერიოზულად გაართულებს სიტუაციას. არსებული ინფორმაციით, ნოტრ-დამში მეხანძრეები აალებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, მაგრამ ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. კიდევ უფრო რთულია ხანძრის ჩაქრობა ხის კონსტრუქციის ძველშენობებში, სადაც ჟანგბადთან კიდევ უფრო კარგი წვდომაა. სწორი რჩევების მისაცემად, საჭიროა ასევე იმ კონკრეტული ადგილის ცოდნა, სადაც ხანძარი ჩნდება: არსებობდა თუ არა ცეცხლისთვის რაიმე დაბრკოლებები და სხვ. ნოტრ-დამის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ცეცხლი სახურავის მიდამოებში გაჩნდა ანუ დიდსიმაღლეზე - რაც ასევე უშლის ხელს ცეცხლის ეფექტიანად ჩაქრობას, რადგან წყლის წნევა სიმაღლეზეიკლებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ტაძართან მეხანძრეების მისვლის მომენტისთვის, მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ცეცხლს უკვე ყველაფერი გააჩნდა და ის ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია მეხანძრეების მუშაობის ტაქტიკის გათვალისწინება. ადამიანებს აქვთ წარმოდგენა, რომ მეხანძრეებიადგილზე მისვლისას უმალ ცეცხლისკენ უნდა გაიქცნენ. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ადამიანების საფრთხისგან გარიდებაა. თუ ადამიანებს რამე ემუქრება, ნებისმიერი მეხანძრე ამ ადამიანებზე იზრუნებს და არა აალებულ ისტორიულ შენობაზე. გარდა ამისა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო შენობიდან ყველა რელიკვიის გატანა, რადგან ტაძრის აღდგენა ხანძრის შემდეგ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მაცხოვრის ეკლის გვირგვინის - არა. 14 საათი ტაძარში ასეთი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის საკმაოდ ნორმალური დროა, თანაც შენობის თავისებურებების გათვალისწინებით. მეხანძრეები ხომ ვერ იტყვიან რომ ხანძარი ჩააქრეს, თუ სულ მცირე კერები მაინც რჩება. რა თქმა უნდა, ხანძრის ჩაქრობის დროსთან დაკავშირებული საერთო სტატისტიკური მონაცემებისფონზე, 14 საათი შეიძლება ვინმეს შეიძლება დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ხანძრის ჩაქრობის დროს ისმოდა საყვედური თუ რატომ არ აქრობდნენ ცეცხლს წყლით ვერტმფრენებიდან. მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.წყალი საკმაოდ მძიმეა და მისი სიმარლიდან გადასხმით შენობისთვისშეიძლება იმაზე მეტი ზიანი მიეყენებინათ, ვიდრე ის ცეცხლით მიიღებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: რამდენიმე ტონა წყლის ვერტმფრენიდან გადასხმით, თვენ შეიძლება უბრალოდ დამარხოთ ყველა, ვინც ამ დროს შენობის შიგნით მუშაობს. მაგალითად გააქვს იქიდან რელიკვიები. ასევე შეიძლება დაშავებულიყვნენ ადამიანები ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ შენობას ცეცხლის გაძლების თავისი ზღვარი აქვს. ეს არის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც შენობა დაკარგავს მდგრადობას ან მთლიანობას. უხეშად რომ ვთქვათ, წყლის სიმაღლიდან გადასხმით შენობა შეიძლება დაიშალოს. გარდა ამისა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ვერტმფრენებმა ვერ შეძლეს ცეცხლთან საკმარის მანძილზე დაახლოება, რომ წყლის ასეთი გადასხმა ოდნავ მაინც ეფექტიანი ყოფილიყო. მთლიანობაში, ამ ვითარებაში მეხანძრეებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით. ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ახლა ცეცხლის ჩაქრობის თემას განიხილავენ, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და არ ესმით რის შესახებ ლაპარაკობენ. არავინ იცის სრულად ის ფაქტორები, რომლებიც ხანძრის ქრობაზე აისახებოდა, ხოლო ცეცხლის ჩაქრობის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ხანძრის ჩქრობაზე გადაწყვეტილებას იღებდა კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ გარემოებებში და ეს გარემოებები იყო ძალიან რთული.
16 აპრილი 2019, 20:24
კულტურა
ქართველმა დიზაინერებმა მე-19-20 საუკუნეში გადაღებული თბილისის ფოტოები გააფერადეს. ფოტოკოლაჟი
დიზაინერებმა დავით ციცქიშვილმა და თორნიკე კუბლაშვილმა მე-19-20 საუკუნის ფოტოგრაფების რამდენიმე ცნობილი ფოტო პროგრამის Photoshop-ის დახმარებით გააფერადეს. დიზანიერები პროექტზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით, თითო ფოტოსურათს დაახლოებით ორი კვირიდან 1 თვემდე ამუშავებდა.
16 აპრილი 2019, 20:21
პოლიტიკა
„პანორამა თბილისის“ ტერიტორიაზე დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
კიდევ ორი დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
16 აპრილი 2019, 20:08
სამართალი
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს
სასამართლოს სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. „არა რასიზმს“, „არა ქსენოფობიას“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სასამართლოს ეზოში, ვიტალი საფაროვის ახლობლები და ოჯახის წევრები მივიდნენ.
16 აპრილი 2019, 20:08
მსოფლიო
უესტმინსტერის სასახლემ შესაძლოა ნოტრ-დამის ბედი გაიზიაროს
The Guardian-ის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უესტმინსტერის სასახლე სავალალო მდგომარეობაშია და მისი დაუყოვნებელი რესტავრირების გარეშე შესაძლოა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მსგავსად განადგურდეს.
16 აპრილი 2019, 19:54
პოლიტიკა
„პანორამა თბილისის“ ტერიტორიას სადაც მუშები დაშავდნენ შრომის ინსპექცია ამოწმებს
„პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილას, სადაც რამდენიმე საათის წინ სამი მუშა დაშავდა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლები ობიექტზე არსებულ პირობებს ამოწმებენ. არსებული ინფორმაციით, მუშები მშენებლობის პროცესში დაშავდნენ. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „შპს ენერჯი პლუსი“ აწარმოებდა.
16 აპრილი 2019, 19:53
მსოფლიო
თითქმის ერთ დღეში ნოტრ-დამის აღსადგენად $680 მილიონზე მეტი შეგროვდა
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრიდან მალევე ემანუელ მაკრონის ქველმოქმედების იდეას ცნობილი ადამიანები და ორგანიზაციები შეუერთდნენ. შემოწირულობების თანხამ $680 მილიონს გადააჭარბა.
16 აპრილი 2019, 19:48
კულტურა
არეტა ფრანკლინი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა
BBC-ის ინფორმაციით, მომღერალმა ჯილდო ამერიკულ მუსიკასა და კულტურაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.
16 აპრილი 2019, 19:37
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში საპარლამენტო კონტროლით ინტერესდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის 20-კაციანი დელეგაცია თბილისშია. კონგრესმენებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში, ისინი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდებიან.
16 აპრილი 2019, 19:17
პოლიტიკა
ზურაბიშვილი კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიულს უწოდებს
ნიკოს ანასტასიადისის ჩამოსვლას მედია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საღამოს ელის. ოფიციალურ შეხვედრებს პრეზიდენტი ხვალიდან დაიწყებს. კვიპროსი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებით არის დაინტერესებული.
16 აპრილი 2019, 19:01
მსოფლიო
7 ავღანელი ბავშვი აუფეთქებელი ჭურვების ამოქმედებას ემსხვერპლა
პროვინციის ხელისუფლების პრესსპიკერის განცხადებით, ბავშვები ბასრამის ტერიტორიაზე თამაშობდნენ, რა დროსაც ჭურვები ამოქმედდა და მათი სიცოცხლე იმსხვერპლა. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ყოველთვიურად აუმოქმედებელი ჭურვების აფეთქების შედეგად 120-მდე ადამიანი ან იღუპება ან მძიმედ იჭრება.
16 აპრილი 2019, 18:53
ტექნოლოგიები
კვლევა: კაცის წვერში უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე ძაღლის ბეწვში
კვლევა შვეციარიაში კლინიკა Hirslanden-ის პროფესორებმა ჩაატარეს. მათ 18 კაცის წვერის ნიმუში 30 სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ბეწვს შეადარეს. როგორც კვლევით დადგინდა, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა კაცს, რომელთა ასაკი 18-დან 76 წლამდე იყო, წვერში მიკრობების მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. ძაღლების შემთხვევაში კი მსგავსი შედეგი 30-დან 23 ძაღლს დაუდგინეს.
16 აპრილი 2019, 18:52
სამართალი
პროკურატურა: მოქალაქის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
22 მარტს ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დასთან-მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწლოვანმა დისშვილმა სამართალდამცავების დახმარება ითხოვა.
16 აპრილი 2019, 18:45
ტექნოლოგიები
ხელოვნურმა ინტელექტმა სპორტის ახალი სახეობა შექმნა
დიზაინის სააგენტომ "AKQA" წარადგინა სპორტის ახალი სახეობა "სპიდგეიტი", რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. ნეიროქსელმა სპორტის 400-მდე სახეობა გააანალიზა, შედეგად კი შექმნა ახალი გუნდური თამაში, რომელსაც თავისი წესები, მოედანი და ქულათა სისტემა აქვს.
16 აპრილი 2019, 18:35
პოლიტიკა
ილია მეორე: ნოტრ-დამის ხანძარმა მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და რომის პაპს წერილები გაუგზავნა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნოტრ-დამის ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.
16 აპრილი 2019, 18:27
მსოფლიო
დონალდ ტუსკი ოცნებობს რომ ბრიტანეთმა Brexit-ზე უარი თქვას
ბრიტანული მედია წერს, რომ გაურკვეველია, რომელ ლიდერს გულისხმობდა დონალდ ტუსკი, თუმცა Reuters-ი იხსენებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბრიტანეთისვის მხოლოდ რამდენიმე კვირის მიცემას უჭერდა მხარს.


